საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-27
თარიღი სთ
მისამართი
27 ოქტომბერს, 11.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად ლისის ტბის გარშემო მოეწყობა გარბენი, რომელშიც სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება - „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ ოკუპაციური თერაპიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად იმართება, რომლის მიზანია ქვეყანაში ოკუპაციური თერაპიის პროფესიის მიმართ ცნობადობის ამაღლება და დარგის პოპულარიზაცია. ოკუპაციური თერაპევტები ადამიანისთვის მნიშვნელოვან საქმიანობებს თერაპიულ საშუალებად იყენებენ. ოკუპაციური თერაპია პიროვნებაზე ცენტრირებული პროფესიაა, რომელიც ხელს უწყობს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირებს ანდა მოწყვლად ჯგუფებს, ჩაებან მათთვის მნიშვნელოვან საქმიანობებში და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა თსუ-ში 2006 წლიდან მოქმედებს. დღეს მთელ საქართველოში სულ 31 ოკუპაციური თერაპევტია. ღონისძიების მიზანია გაიზარდოს ოკუპაციურ თერაპევტთა რაოდენობა, რაც ქვეყნის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია.

ოკუპაციური თერაპევტები ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახორციელებენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საქმიანობას. სიტყვა “occupation” ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „საქმიანობა“.

მისამართი: ლისის ტბა

მსგავსი ღონისძიებები