საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-26
თარიღი სთ
მისამართი
26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნება. ღონისძიება ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარმოდგენილია 120-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.

პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები: „საქართველოს ეკონომიკური მოდელი:„სამომხმარებლო პარადოქსი“ და ”ტურისტული ხაფანგი” (ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი, თსუ-ის პროფესორი); „ეკონომიკური მდგომარეობა საფრანგეთსა და ევროკავშირში“ (ვერონიკა ფლამბარდი, ლილის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი); „ინტელექტუალური საკუთრების მართვა გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების კონტექსტში“ (ტატიანა სობოლევა, ვადიმ ჰეტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი); „ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამედროვე საჯარო მართვის ძირითადი გამოწვევები“ (იაცეკ სტროინი, რჟეშჩოვის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი); „საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები“ (იოსებ ხელაშვილი, თსუ-ის პროფესორი).

პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, 14:00 საათზე, მუშაობა გაგრძელდება სექციებში, უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში (უნივერსიტეტის ქუჩა N2). კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია 14 სექცია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები