საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-23
თარიღი სთ
მისამართი
23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი, არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის რეგიონში ვატიკანის დიპლომატიისა და მშვიდობის საკითხებზე კონფერენციას გამართავს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ სტუდენტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სხვადასხვა კონფესიების, რელიგიათა საბჭოს, საპატრიარქოს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის თემაა - “წმინდა საყდრის დიპლომატიური ჩართულობა კავკასიაში მშვიდობისა და ადამიანის ღირსების ხელშეწყობის მიზნით”. წმინდა საყდარი მუდმივად იცავდა და იცავს ადამიანის ღირსების პრინციპს, როგორც მშვიდობის ძიების მთავარ ფაქტორს დაწყებული რომის პაპი ბენედიქტე XV-ით და პირველი მსოფლიო ომით - დამთავრებული იოანე პავლე II-თი, ბერლინის კედლის დანგრევით და პაპი ფრანცისკეს ვიზიტით საქართველოში 2016 წელს.

მისი აღმატებულობა პოლ რიჩარდ გალაჰერი, ჰოდელმის ტიტულარული არქიეპისკოპოსი, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი 1954 წლის 23 იანვარს დაიბადა. იგი მღვდლად 1977 წლის 31 ივლისს აკურთხეს. მან ასპირანტურა საერთაშორისო დიპლომატიის განხრით რომის პონტიფიკურ აკადემიაში დაამთავრა. მოგვიანებით გრეგორიანული პონტიფიკური უნივერსიტეტიდან კანონიკურ სამართალში დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1984 წელს მან წმინდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში დაიწყო მუშაობა და აპოსტოლურ ნუნციად მსახურობდა ტანზანიაში, ურუგვაისა და ფილიპინებში. ასევე მსახურობდა ვატიკანის სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობების სექციაში და ევროპის საბჭოში (სტრასბურგი) მუდმივ დამკვირვებლად. იგი დაინიშა აპოსტოლურ ნუნციად ბურუნდიში (2004), შემდეგ გვატემალასა (2009) და ავსტრალიაში (2012). 2014 წელს რომის პაპმა, ფრანცისკემ პოლ რიჩარდ გალაჰერი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

მისამართი: თსუ I კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი.

მსგავსი ღონისძიებები