საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-19
თარიღი სთ
მისამართი
19 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება" გაიხსნება. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება 15 გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსი, ასევე გაიმართება ვორქშოფები და კლინიკური შემთხვევების განხილვა. ღონისძიებაზე რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმის -“ნამე” ჩვენება და განხილვა, ასევე პერფორმანსი - "ცოცხალი ხელოვნება" გაიმართება.     

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი თამარ გაგოშიძე, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი ხათუნა ივანიშვილი, ქართველი და უცხოელი ფსიქოანალიტიკოსები დაესწრებიან.
   
კონფერენციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ფსიქოთერაპევტები და სტუდენტები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ხორვატიიდან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან.

კონფერენციის მიზანია, წარმოაჩინოს თანამედროვე ქალის ფსიქიკის ყველაზე სიღრმისეული ფენები ოჯახთან, შვილებთან, სიყვარულთან, სამშობლოსთან და მოვალეობებთან მისი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით. კონფერენციაზე ეს საკითხი განიხილება უძველესი სამყაროს კულტურული ფენომენის, ოქროს საწმისის მითის პერსონაჟის, მედეას სახის არაცნობიერი განზომილებების კვლევების საფუძველზე.

მსგავსი მასშტაბის პროექტი, რომელიც არაცნობიერის შესწავლას ეძღვნება, საქართველოში არ ჩატარებულა 1979 წლის შემდეგ.

კონფერენციის პარტნიორები არიან: IPA საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კომიტეტი - ქალები და ფსიქოანალიზი; საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპის საზოგადოება; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიების ფარგლებში, 18 ოქტომბერს წინასაკონფერენციო ვორქშოფი გაიმართება. საერთაშორისო კონფერენცია - „მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება" 20 ოქტომბერს დასრულდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები