საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-09-27
თარიღი სთ
მისამართი
27 სექტემბერს, 10.00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის ორგანიზებით, II საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი გაიხსნება, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. კონგრესზე ფართოდაა წარმოდგენილი ქართველოლოგიის ყველა ძირითადი მიმართულება (ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ქართული ხელოვნების ისტორია). ღონისძიებაზე იმუშვებს ენათმეცნიერების, ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და რელიგიის, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სექციები.

კონგრესზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებით წარსდგებიან აშშ-ის (მასაჩუსეტსი), დიდი ბრიტანეთის (ლონდონი), გერმანიის (ბერლინი), საფრანგეთის (პარიზი), იტალიის (ვენეცია), შვედეთის (მალმო), სლოვაკეთის (ბანსკა-ბისტრიცა), რუსეთის ფედერაციის (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სოჩი, დონის როსტოვი, გროზნი, მაგასი), იაპონიის (ტოკიო), ისრაელის (იერუსალიმი), აზერბაიჯანის (ბაქო) წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების სახელმოხვეჭილი სწავლულები. ეს ფორუმი  იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას იძლევა სამამულო და  საზღვაგარეთული ქართველოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

კონგრესი, რომლის ორგანიზატორები თსუ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არიან, 28 სექტემბერს დასრულდება.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი.


მსგავსი ღონისძიებები