საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-09-26
თარიღი სთ
მისამართი
26 სექტემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სმარტლაბის SMART|SmR_lab  (School meets Research)  შექმნის განზრახულობათა დოკუმენტს მოეწერება ხელი.  დოკუმენტს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი სებასტიან შმიდტი და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს შტროერი.

დოკუმენტის თანახმად, იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრთან არსებული სასკოლო ლაბორატორია (JuLab) უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.  

ღონისძიების დროს დაგეგმილია ინფორმაციული ხასიათის მოხსენებები, ბუნებისმცოდნეობის მასწავლებლებისთვის კი ჩატარდება მასტერ კლასი: როგორ ეცნობიან  7-12 წლის ასაკის ბავშვები ელექტრობას.  

ახალი კონცეფციის ფარგლებში  ამოქმედდება ქართველი მოსწავლეების და მასწავლებლების საპილოტე გაცლითი პროექტები. პროექტის ძირითადი მიზანია იმ ახალი მიდგომების გაცნობა, თუ როგორ აწვდიან მოსწავლეებს სკოლებში მეცნიერული კვლევების პრაქტიკაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.  გერმანული მხარე უზრუნველყოფს სმარტ-ლაბორატორიის აღჭურვას სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით/აპარატურით.

„ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“ (GGSB), რომელიც აკავშირებს იულიხის კვლევითი ცენტრის (FzJ) ინსტიტუტებს საქართველოს უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) კონსორციუმთან, 14 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ კონცეფციის ფარგლებში 2018 წლის ივნისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ხელი მოეწერა ინტერსთა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივვადიან თანამშრომლობას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.




მსგავსი ღონისძიებები