საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-09-26
თარიღი სთ
მისამართი
26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა“ გაიხსნება.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 17 ქვეყანა) მათ შორის: აშშ,  კანადა, იაპონია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

ღონისძიება თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით იმართება.

სიმპოზიუმი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
 
მისამართი: გუდიაშვილის ქ. #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.
მსგავსი ღონისძიებები