საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-09-11
თარიღი სთ
მისამართი
19  სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიხსნება III საერთაშორისო კონფერენცია - „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის და ამავე უნივერსიტეტში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები. კონფერენციის თემატიკაა: უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები; მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა; დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია; ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა. სამი დღის განმავლობაში საქართველოს, ჩეხეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, ისრაელის, აშშ-ის, რუმინეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე მკვლევარები ერთმანეთს გააცნობენ ჩამოთვლილ დარგებში მიმდინარე კვლევების უახლეს შედეგებს. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში, საქართველოს ეროვნული კომიტეტი თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში. ღონისძიება დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.  

კონფერენციის ვებგვერდია: http://viam.science.tsu.ge/mpam2018/

მი სამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

მსგავსი ღონისძიებები