საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-08-22
თარიღი სთ
მისამართი
22 აგვისტოს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი ეწვევა.

კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად დაათვალიერებენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საგანმანათლებო პროექტების შედეგად უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ზოგადი, ანალიზური, ორგანული, ფიზიკური ქიმიის და ბიოქიმიის, ინსტრუმენტული ქიმიის, ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიებს. ლაბორატორიები ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს კომპაქტის ფარგლებში თსუ-ში სან დიეგოს (აშშ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის 2017 წელს გაიხსნა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი ოფიციალურ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან. შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სექტორებში. 

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 13, თსუ მე-11 (განივი) კორპუსი


მსგავსი ღონისძიებები