საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-12
თარიღი სთ
მისამართი
2018 წლის 12 ოქტომბერს, (15:00-18:00 სთ.) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” (ENIGMMA 2) ფარგლებში, თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტუტუტთან და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით გამართავს საინტერესო საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით: „კავშირი უსაფრთხოებასა და მიგრაციას შორის: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოში, შავი ზღვის რეგიონსა და ევროკავშირში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიგრაციული პროცესების ჭრილში.

კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის, ლევან მიქელაძის სახელობის დილომატიური და სასწავლო კვლევითი ცენტრისა და ლაიდენის უნივერსიტეტის პროფესორები.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.


 

მსგავსი ღონისძიებები