საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-21
თარიღი სთ
მისამართი
21 ივნისს, 20.00 საათზე, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლიტერატურული მარათონი გაიმართება, რომელზეც ქართული ლიტერატურის შედევრი, შოთა რუსთაველის ეპოქალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“  50 ენაზე იქნება წარმოდგენილი.  ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება.

ლიტერატურული მარათონი საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში იმართება და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფრაგმენტებს „ვეფხისტყაოსნიდან“ წაიკითხავენ ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ლიტერატურული მარათონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ვეფხისტყაოსნის მხატვრული გაფორმების ნიმუშები დიგიტალურად (მინიატურებით შემკობილი ხელნაწერები და ილუსტრაციები სხვადასხვა გამოცემებიდან). პროექტის ავტორია ფრანკფურტის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი მანანა თანდაშვილი.

მე-12-ე საუკუნეში შექმნილი პოემა, რომელიც 160-ზე მეტი ხელნაწერის სახით არის შემონახული და 50-ზე მეტ ენაზე არის თარგმნილი,  2013 წელს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

პროექტს აფინანსებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქალაქ ფრანკფურტის კულტურის დეპარტამენტი და ფრანკფურტის მერიის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტი. პროექტის მხარდამჭერები არიან: გურიელის ჩაი (GEOPLANT) და ღვინის კომპანია GEORGIAN WINE.




მსგავსი ღონისძიებები