საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-25
თარიღი სთ
მისამართი
25 ივნისს, 12:00 საათზე, ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ჰარვარდის სამართლის სკოლის თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის - ვილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი - CopyX.

კურსი მოიცავდა როგორც დისტანციურ, ისე ლოკალურ მეცადინეობას. დისტანციურ კურსს უძღვებოდა პროფესორი ვილიამ ფიშერი, ხოლო ლოკალურ მეცადინეობებს, რომელიც ყოველკვირეულად ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ღუბიანური და ქეთევან ურიდია.

კურსი გრძელდებოდა 12 კვირის განმავლობაში და 45-მდე სტუდენტს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს დასკვნითი გამოცდა, ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ-ს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები