საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-18
თარიღი სთ
მისამართი
18 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „რეგიონალური უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნება.

თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ში უკვე მესამედ ტარდება საზაფხულო სკოლა რეგიონალური უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექცია-სემინარებს ატარებენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და ექსპერტები. ლექცია-სემინარებზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, რუსეთი და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები რეგიონში, გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის განვითარების ეკონომიკის გამოწვევები, რელიგიის როლი რეგიონალური უსაფრხოების საკითხებში და სხვა.

სტუდენტები  ლექცია-სემინარებს 3 კვირის განმავლობაში მოისმენენ. მათთვის მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში სტუდენტები იმოგზაურებენ საქართველოს სხვადსხვა მხარეში, გაეცნობიან ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობას.  

მისამართი:ი.ჭავჭავაზის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 320-ე აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები