საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-15
თარიღი სთ
მისამართი
15 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბიბლიოთეკის მიერ მომზადებული ინტელექტუალური თამაშის - ,,ვთამაშობთ ისტორიას’’ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

თამაში დაიწყო 28 მაისს და გაგრძელდა 12 დღე.  მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თამაშის ძირითადი თემატიკა ეხებოდა უნივერსიტეტის დამაარსებლების მოღვაწეობას. მკითხველებისთვის სპეციალურ დაფაზე ყოველ დღე თავსდებოდა  თითო მინიშნება (ბიოგრაფია და ბუნდოვანი, ე. წ. დაბლარული ფოტო-სურათი). თამაშის მონაწილეს უნდა ამოეცნო მეცნიერი, ბიბლიოთეკის სივრცეში მოეძია მისი ავტორობით ან მასზე შედგენილი წიგნი, რომლის ბოლო გვერდზეც უნდა ამოეკითხა მინიშნება და დაემახსოვრებინა. საბოლოოდ მათი  შეგროვებით მივიღებდით სიტყვას „ბიუსტი,“ რომელიც წარმოადგენდა თამაშის ფინალურ ადგილმდებარეობას.

თამაშის გამარჯვებული გახდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი გოგა ჭანტურია. გამარჯვებულს გადაეცემა საჩუქრები, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისგან, ასევე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ისი-პარისაგან.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ, პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები