საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-25
თარიღი სთ
მისამართი
25 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნება.

ფორუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიება 30 ივნისამდე გასტანს. ფორუმის ფარგლებში 25-26 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი ჩაერთვება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.






მსგავსი ღონისძიებები