საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-11
თარიღი სთ
მისამართი
11 ივნისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რამაზ ქურდაძის წიგნის - „ქართული ენა 1. ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი განკუთვნილია ქართული ენის უცხოელ შემსწავლელთათვის, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის. მასში წარმოდგენილია 15 გაკვეთილი: ქართული ანბანი ი.გოგებაშვილის პრინციპების მიხედვით და 65 სავარჯიშო. პროფესორმა რამაზ ქურდაზემ კურსი შეადგინა აშშ-ში, ჰოლანდიასა და გერმანიაში წაკითხული ლექციების მიხედვით.

„ქართული ენა 1, ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ გამოიცა თსუ გამომცემლობაში.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 214-ე აუდიტორია.


მსგავსი ღონისძიებები