საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-29
თარიღი სთ
მისამართი
29 მაისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევრაზიის ლიდერობის ტურის ფარგლებში ჰარვარდის კენედის, ბიზნესის, სამართლის სკოლების, სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის, ასევე მასაჩუსტესის ტექნოლგიების ინსტიტუტის მენეჯმენტის სლოუნის სკოლის მაგისტრანტები ეწვევიან. ტური აზიის ლიდერობის ცენტრის ინიციატივების პატრონაჟით ხორციელდება და მოიცავს სოციოეკონომიკურ და პოლიტიკურ სასწავლო ტურს და საჯარო სამსახურის პროგრამას. პროექტი, რომელიც 24 მაისიდან 14 ივნისამდე ხორციელდება და ფარავს 5 ქვეყანას, ეხება თემას „გეოპოლიტიკური ასპექტები და რეგიონალური პერსპექტივები“.   

საპანელო დისკუსიებში მონაწილეობენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის მაგისტრანტი ზვიად აძინბაია, ჰარვარდის კენედის სკოლის აზიის ლიდერობის ინიციატივების ცვენტრის პრეზიდენტი სამუეილ კიმი, სამართლისა და დიპლომატიის სლოუნის სკოლის მაგისტრანტი, გალია ლევი, ჰარვარდის სკოლიდან, კატერინ რეილი ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის  სკოლიდან.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები