საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-24
თარიღი სთ
მისამართი
24 მაისს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში (ესეების, კალიგრაფიისა და ნახატების კონკურსი) გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი სიგელებსა და სპეციალურ პრიზებს გადასცემენ.

ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება 1+4 პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით 26 მაისის თემატიკაზე გადაღებული ფილმი და გაიმართება აქცია - პოეზიის 10 წუთი.

კონკურსებში მონაწილეობდნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, შსს აკადემია, ახალციხის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები).

პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება საუნივერსიტეტო და, ზოგადად, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში; დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფენომენის გააზრება, ინფორმირებულობის გაზრდა აღნიშნულ თემატიკაზე, ღირებულებათა სისტემის ფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო  დარბაზის ფოიე.


მსგავსი ღონისძიებები