საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-22
თარიღი სთ
მისამართი
22 მაისს, 14:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული ფრედ რ. დევიდისა და ფორესტ რ. დევიდის სახელმძღვანელოს - „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

სახელმძღვაელოს თარგმანი დაფინანსდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში. პროექტის წარადგინა თსუ პროფესორმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი შალვა მაჭავარიანი. მთარგმნელობით ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თსუ-ის პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და სეუ-ის პროფესორი გელა გრიგოლაშვილი.

წიგნის ავტორები არიან მამა-შვილი ფრედ. რ და ფორესტ. რ. დევიდები. მათ გამოქვეყნებული აქვთ 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია მსოფლიოს საუკეთესო გამოცემებში.

სახელმძღვანელო სტუდენტებს, მკვლევრებს, მენეჯერებს და დაინტერესებულ პირებს დაეხმარება შეისწავლონ და გაეცნონ ნებისმიერი ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოაყალიბების, განხორციელებისა და შეფასების თანამედროვე პრინციპებს და ტენდენციებს.

მისამართი:უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები