საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-17
თარიღი სთ
მისამართი
17 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, რომელიც საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. კონფერენციაზე იმუშავებს: ისტორიისა და პოლიტიკის, აშშ-საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის, მკვიდრი ამერიკელების, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების და სამართლის, ლათინური ამერიკის, ფილოსოფიის, მედიის, მედიცინის, ეკონომიკის და  არქიტექტურის სექციები. კონფერენციაზე 130 მონაწილე წარადგენს თავის მოხსენებებს.

კონფერენციის გახსნას საქართველოში აკადემიური წრეების, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მოეწყობა მრგვალი მაგიდა საქართველოში ამერიკისმცოდნეობის შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებ და ქართველ მეცნიერთა (ვ. კაჭარავა, ე. მეძმარიაშვილი) ამერიკული პრობლემატიკისთვის მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია.

კონფერენცია სამდღიანია და 19 მაისს დასრულდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი სააქტო დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები