საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-08
თარიღი სთ
მისამართი
8 მაისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ბავშვთა გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი, თბილისის მსახიობ ქალთა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული გუნდი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი, ვაჟთა გუნდი „მძლევარი“, გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი, სოპოტის კამერული გუნდი „Continuo”.

ფესტივალის თანადამფინანსებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა 12 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.


მსგავსი ღონისძიებები