საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-15
თარიღი სთ
მისამართი
15 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის საელჩო საქართველოში და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

ღონისძიებაზე სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას გერმანიაში სწავლებაზე, სასტიპენდიო პროგრამებზე და გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო სტიპენდიაზე (IPS), რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გერმანიის პარლამენტში გაივლიან სტაჟირებას. სასტიპენდიო პოგრამაზე საბუთების მიღება გაგრძელდება 2018 წლის 30 ივნისამდე. სტიპენდია განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას. დამატებითი ინფორმაცია IPS-პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.
მსგავსი ღონისძიებები