საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-04-24
თარიღი სთ
მისამართი
24 აპრილს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის დირექტორი გიორგი გედევანიშვილი მოაწერენ.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანამანათლებლო პროექტებში. კომპანიამ სოციალური აქციის პირველ ადრესატებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები შეარჩია, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა. საქართველოს ეროვნული ლატარია თსუ-ს ორ სტუდენტს დაუფინანსებს 2018-2019 სასწავლო წლის სწავლის საფასურს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.





მსგავსი ღონისძიებები