საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-04-23
თარიღი სთ
მისამართი
23 აპრილს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლი, რომელიც ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის ასწლოვან ისტორიასა და უნივერსიტეტის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში. ლექციათა ციკლს 23 აპრილს  საჯარო ლექციებით გახსნიან: უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე - „საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“ და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი -  „პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918-1921“. ლექციათა ციკლი ერთი თვის მანძლზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე, 26 მაისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის და განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს გააცნობენ.

23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას, სადაც გამოფენილი იქნება იშვიათი რარიტეტები, ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთები, რომელიც ასახავს მეცნიერისა და უნივერსიტეტის დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ მუზეუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზი


მსგავსი ღონისძიებები