საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-04-27
თარიღი სთ
მისამართი
27 აპრილს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ს საელჩოსა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„ინგლისურის ენის მართლწერის  ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”- ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. მასში ჩართული არიან მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს რეგიონებიდან. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 3600-ზე მეტმა მოსწავლემ, 450-მა მასწავლებელმა და 260-მა სკოლამ. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. მონაწილეები ერთმანეთს რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში ეჯიბრებიან. კონკურსი შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა და თემი და გახდნენ ეროვნული კონკურსის მონაწილეები.

NESC-GE საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ დაფუძნდა და მას, როგორც ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტს, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ამერიკის საელჩო, ამერიკის მშვიდობის კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, PH International; IWA და სხვა.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები