საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-04-26
თარიღი სთ
მისამართი
26 აპრილს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართება.

საღამოზე ნაჩვენები იქნება ჯანსუღ კახიძის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან ექსკლუზიური კადრები, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ოჯახის წევრებმა შექმნეს. ვიდეოში ჯანსუღ კახიძე თავად მოუყვება სტუდენტებს თავისი შემოქმედების შესახებ, იდირიჟორებს და იმღერებს.

ღონისიებაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერებს შეასრულებენ ეკა მამალაძე და ანსამბლი „რუსთავი“ ვახტანგ კახიძის აკომპანირებით.

საღამოს ჯანსუღ კახიძის ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრებიან მოწვეული სტუმრები. ჯანსუღ კახიძეს მოიგონებს თსუ კლასიკური ფილოლოგიის მოწვეული ლექტორი ვალერი ასათიანი. მეგობრები ისაუბრებენ ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაზე და ცხოვრებაზე, უპასუხებენ სტუდენტთა კითხვებს.

ჯანსუღ კახიძის საღამო თსუ სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი.



მსგავსი ღონისძიებები