საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-02-06
თარიღი სთ
მისამართი

6 თებერვალს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ეგიდით მკვლევარის საიუბილეოდ მომზადებული წიგნი  - ,,ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ (ავტორები: ნინო კაკულია, მერაბ ცაგარელი) და მოეწყობა ბერიტაშვილისადმი მიძღვნილი ფილმის  - ,,ეპიზოდები ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებიდან“ (ავტორები: არჩილ შუბაშვილი, ბესიკ გაფრინდაშვილი; მთხრობელი - მერაბ კოკოჩაშვილი) ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ნოდარ მითაგვარია და მეცნიერებათა აკადემიის სხვა წევრები; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი; საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი გურამ ბექაია და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები; ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილი დავით ბერიტაშვილი; თსუ პროფესორები და სტუდენტები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია. 

მსგავსი ღონისძიებები