საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-03-22
თარიღი სთ
მისამართი
22 მარტს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე, საუბარი შეეხება იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
მსგავსი ღონისძიებები