საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-03-06
თარიღი სთ
მისამართი
6 მარტს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და თსუ ელექტრული ინჟინერიის ახალ ლაბორატორიებს გახსნის.  ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ენტეპი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი და სხვა საპატიო სტუმრები საქართველოდან და აშშ-დან.

თსუ-ს მეთერთმეტე კორპუსში გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა 1700 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რომელზეც განთავსდა  საკლასო ოთახები, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები და სამუშაო სივრცეები. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა ამერიკის შეერთებულ შტატებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების მიხედვითაა მოწყობილი. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის მოემზადონ.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ.13, თსუ მე-11 (ბიოლოგების) კორპუსი


მსგავსი ღონისძიებები