საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-03-06
თარიღი სთ
მისამართი
6  მარტს, 11.40  საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით. თბილისში ღონისძიების ორგანიზატორია თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება.

მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა და 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი.  პროგრამა 15-19 წლის  ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ერთი დღის განმავლობაში თავი შეიგრძნონ რეალურ მეცნიერებად და ამოხსნან ნაწილაკების ფიზიკის საიდუმლოებები ცერნის დიდი ადრონული ამაჩქარებლით (LHC) მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზით. ექსპერიმენტებში მონაწილე აქტიური მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს  მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს და სტუდენტებს თვითონ განახორციელონ გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე.    

დიდი ადრონული ამაჩქარებლის ერთ-ერთმა ექსპერიმენტმა - ATLAS -მა,  ხელმისაწვდომი გახადა თავისი მონაცემები საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით. მასტერკლასებში მონაწილე ახალგაზრდები იმუშავებენ ATLAS  ექსპერიმენტის რეალურ მონაცემებთან, რათა გაიგონ მეტი W და Z ბოზონები შესახებ, შეისწავლონ პროტონის შიდა სტრუქტურა, თავად მოძებნონ და აღმოაჩინონ ახალი ნაწილაკი – ჰიგსის ბოზონი, რომლის არსებობაც 2012 წელს იქნა დადასტურებული დიდი ადრონული ამაჩქარებელის ATLAS  და CMS ექსპერიმენტების მიერ.   

6 და 10 მარტს  თსუ-ს პარალელურად მასტეკლასები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ღონისძიების ყოველი დღის დასასრულს, მსგავსად საერთაშორისო თანამშრომლობაში (კოლაბორაციაში) მონაწილე მეცნიერებისა, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მონაწილეები ცერნის მოდერატორებთან ერთად ერთმანეთს დაუკავშირდებიან ვიდეო კონფერენციის საშუალებით. განიხილავენ თავიანთ შედეგებს და გააერთიანებენ მათ,  ჩაატარებენ ვიქტორინას  და ყოველვე ამის შემდეგ ახალგაზრდებს გადაეცემათ საერთაშორისო მასტერკლასებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.    
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული რესურსცენტრი






მსგავსი ღონისძიებები