თარიღი
2018-05-28
თარიღი
სთ
მისამართი
28 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორენოვანი ალბომის (ქართულ-ინგლისური) პრეზენტაცია - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ გაიმართება.
ალბომი მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 18 მარტამდე - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდს. მასალები 1918-1921 წწ. არსებული პერიოდული გამოცემებიდანაა მოძიებული. ალბომში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების ისტორია; მოვლენები და ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ყოველდღიურ ამბებს მრავალი წერილი და მოწოდება ახლავს. ტექსტობრივ მასალას ერთვის ფოტოები.
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტური ქრონიკები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოამზადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ალბომში გამოყენებული მასალები დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმსა და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი.
მსგავსი ღონისძიებები
სემინარი - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური სკოლა ევროპულ სივრცეში“.
თარიღი
2019-06-20
თარიღი
სთ
მრგვალი მაგიდა - “ანთროპოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”
თარიღი
2019-02-19
თარიღი
სთ