საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-01-31
თარიღი სთ
მისამართი
31 იანვარს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Global TESOL College დირექტორი, დოქტორი ჯიმ პელეგრინი გამართავს სემინარს.

ჯიმ პელეგრინი სემინარს TESOL-ის (Teaching English to Speakers of Other Languages) პროგრამით დაინტერესებული აუდიტორიისათვის - ინგლისური ენის სწავლებისა და პედაგოგიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და პროფესორებისთვის წაიკითხავს.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „სტარაკადემი“, რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან Global TESOL College (კანადა). „სტარაკადემი“, ასევე, თანამშრომლობს CIEE-სთან (Council on International Educational Exchange საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური პროგრამების საბჭო), რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიანიჭა პროგრამების ადმინისტრირების უფლება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
მსგავსი ღონისძიებები