საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-18
თარიღი სთ
მისამართი
18 ივნისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - “Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakespeare’s Late Plays“ („შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“) პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი დაბეჭდა ADOLF M. HAKKERT – PUBLISHER-ის გამომცემლობამ ამსტერდამში, 2018 წელს.

მონოგრაფიის საშუალებით მკითხველს ეძლევა სრული ინფორმაცია რუსთველის „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი თვისობრივი მიმართების შესახებ წინარე რენესანსის ევროპულ აზროვნებასთან. წამოყენებულია ახალი თვალსაზრისი XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისური დრამატურგიის აღმოსავლურ მწერლობასთან მიმართების თაობაზე.

შექსპირის გვიანდელი პერიოდის შემოქმედებისა და მისი თანამედროვე ინგლისელი დრამატურგების ერთ-ერთი ლიტერატურული წყარო უნდა იყოს შუა საუკუნეების ქართული რომანის რუსთველის „ვეფხისტყაოსანის“ პროტაგონისტთა სიყვარულის ისტორია. კერძოდ, XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისელი დრამატურგების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის ორი პიესის „მეფე და არა მეფის“ და „ფილასტერის“ სიუჟეტის ძირითადი ხაზი ამ ლიტერატურული წყაროს ფაბულის სხვა გარემოში და სხვა პერსონაჟებზე გადატანაა. უილიამ შექსპირის „ციმბელინის“ როგორც კომპოზიცია, ასევე იდეურ-თემატური ჩანაფიქრი იმავე წყაროდან მომდინარეობს. ხოლო მისი შემოქმედების ბოლო პერიოდის სხვა პიესებში აშკარად შეინიშნება რემინისცენციები ნესტანისა და ტარიელის რომანის კომპოზიციური და სიუჟეტური დეტალებისა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები