საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-04-03
თარიღი სთ
მისამართი
3 აპრილს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა და საჯარო დისკუსია გაიმართება. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილს აღინიშნება.

ღონისძიება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება.

შეხვედრაზე განხილული იქნება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები. დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, ასევე  ცენტრის ნეიროფსიქოლოგები, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა სპეციალისტები უპასუხებენ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.


მსგავსი ღონისძიებები