საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-21
თარიღი სთ
მისამართი
21 ივნისს, 10:00 საათზე, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის ირინე ხერხეულიძის ინიციატივით, ორდღიანი საერთაშორისო (ქართულ-გერმანული) კონფრენცია - „ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრობლემის სისხლისსამართლებრივი რეგულირების გამოწვევები (შედარებითი მიმოხილვა სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის კვალდაკვალ) გაიხსნება.

ღონისძიება ჩატარდება გერმანელი პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების მონაწილეობით. კერძოდ, გერმანული მხრიდან მომხსენებლები იქნებიან: სებასტიან შთერნბერგერი, ვუპერტალის პროკურატურის პროკურორი და პროფ. ქარმენ თილე, ოდერის ფრანქფურტის ვიადრინას უნივერსიტეტის პროფესორი, დეკანის მოადგილე. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორები. ასევე, საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო  და არასამთავრობო სტურქტურის წარმომადგენლები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები