საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-14
თარიღი სთ
მისამართი
14 ნოემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი 2018 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა; კოლეჯმა ახალი სტატუსით გაიარა ავტორიზაცია და განახორციელა 120 პროფესიული სტუდენტის საკონკურსო ჩარიცხვა შემდეგ მოდულურ პროგრამებზე: ტელერეჟისურა, საოპერატორო ხელოვნება, ვიდეო მონტაჟი, სატელევიზიო გრაფიკა, ფოტოგრაფია, ტელე-რადიო წამყვანი და რეპორტიორი.

თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი იმ პირველი სატელევიზიო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც კოლეჯის ამჟამინდელი დირექტორის ზურაბ ოშხნელის  ინიციატივით ათეული წლების წინ დაარსდა, და სხვადასხვა სახელწოდებითა და სტატუსით 1989 წლიდან არსებობს.     

მისამართი: უზნაძის ქ. 68, მე-4 სართული.






მსგავსი ღონისძიებები