საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-02-21
თარიღი სთ
მისამართი
21 თებერვალს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,  სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ღონისძიება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. 

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა. მათ შორის გამოიფინება არქივებში დაცული ისტორიული მასალა - ენათა მრავალფეროვნების მატიანე. უნივერსიტეტის მუზეუმი წარმოადგენს გიორგი ახვლედიანის პირად არქივში დაცულ დოკუმენტებს, თუ როგორ ისწავლებოდა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ევროპული და აღმოსავლური ენები, სანსკრიტი, ასევე ოსური და აფხაზური ენების პროგრამებს, რომელიც ჯერ კიდევ 100 წლის წინ არსებობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ  იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება. 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე










მსგავსი ღონისძიებები