თარიღი
2018-06-21
თარიღი
სთ
მისამართი
21 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ გაიხსნება, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენცია მიმართულია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შორის ღია და მრავალმხრივი დისკუსიის შესაძლებლობების შესაქმნელად.
კონფერენციის სამუშაო თემებია: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოეკონომიკა, რეგიონული და ნაციონალური კვლევები, გარემოს დაცვა, გლობაზლიაცია.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი).
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107.
მსგავსი ღონისძიებები
სემინარი - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური სკოლა ევროპულ სივრცეში“.
თარიღი
2019-06-20
თარიღი
სთ
მრგვალი მაგიდა - “ანთროპოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”
თარიღი
2019-02-19
თარიღი
სთ