eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ციხელაშვილი

მარიამ ციხელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარია.

 

პროფესიისადმი ინტერესი საყვარელი მწერლის ერთ-ერთმა გმირმა განაპირობა, რომელიც მუზეუმში მუშაობდა. „იმდენად მომეწონა მისი საქმიანობა, ვფიქრობდი სად შეიძლებოდა მესწავლა, შემდეგ მუზეუმში ან ბიბლიოთეკაში რომ შემძლებოდა დასაქმება“,-ამბობს მარიამი.

 

საბოლოოდ არჩევანი თსუ-ში საბიბლიოთეკო საქმის პროფესიულ პროგრამაზე გააკეთა, რომელიც 2023 წელს წარმატებით დაასრულა. „vet.emis.ge-ზე პროგრამების თვალიერება დავიწყე არჩევანი კი, რა თქმა უნდა, თსუს პროფესიული განთლების ცენტრზე შევაჩერე, ჩვენს ქვეყანაში ასეთი პროფესიული განათლების ცენტრის არსებობა უდიდესი მნიშვნელობის მგონია თავისი მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამებით“, - .განაცხადა მარიამ ციხელშვილმა. ის თავის პროფესიულ არჩევანში დარწმუნებულია, რადგან აღმოაჩინა, რომ პროგრამაზე სწავლის პერიოდი და თსუ ბიბლიოთეკის კედლებში გატარებული სამუშაო დღეები მას ზრდის არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც.

თარიღი: 14/07/2025