საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაია ლეთოდიანი

მაია ლეთოდიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამა „საფინანსო სერვისები“ მისთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. დღეს მაიას საკუთარ მცირე კომპანიას უძღვება ფარმაციის სფეროში. „ვმუშაობ სხვა ობიექტებზეც. მაქვს უშუალო შეხება როგორც ფარმაციასთან, ასევე ფინანსებთან“-განაცხადა მან.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ბუღალტერიც ყავდათ, გადაწყვიტა რომ თავადაც გარკვეულიყო საფინანსო საკითხებში და პროფესიის შესასწავლად თსუ პროფესიული განათლების ცენტრს მიმართა. ეს კი, მისივე სიტყვებით, თსუ-ს მიმართ დიდი ნდობით და პატივისცემით იყო განპირობებული.

 

 „გავიღრმავე ცოდნა, გადაწყვეტილებებში უფრო თავდაჯერებული გავხდი და სამსახურებრივი შედეგებიც გავიუმჯობესე. სასწავლო პროგრამის ფარგლებში გვყავდა გამოცდილი ლექტორები, ტრენინგებს გვიტარებდნენ გამოცდილი ბანკირები. გარდა ფინანსებისა, საფუძვლიანად გავიარეთ თანამედროვე მომსახურეობის სფეროს სპეციფიკა, სამართალი, უცხო ენა და სხვა“,-აღნიშნა მაია ლეთოდიანმა. მისივე თქმით, სწროედ პროგრამიდან გამომდინარე შეიცვალა მისი მიდგომა საქმისადმი, მომსახურების ხარისხი და, თავისთავად, საქმიანობის  შედეგი.

თარიღი: 26/06/2023