გვანცა ბუაძე “საქართველოს ბანკის” დისტანციური ბანკირი და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
პროფესიულ პროგრამაზე “საფინანსო სერვისები” (თბილისი) სწავლა რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. პირველ რიგში, მისი გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპუტაციამ განაპირობა. მეორე, და მთავარი, მიზეზი კარიერულ, პროფესიულ და პირად განვითარებაზე ზრუნვა იყო.
ორი შვილის დედა მიიჩნევს, რომ სწორედ პროფესიული განათლების შემდეგ შეძლო საბანკო სექტორში კარიერული წინსვლა.