Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
კოტე

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, სადაც მისი პედაგოგი იყო პროფესორი ერეკლე ტატიშვილი.

 1941 წელს, თბილისში შეიქმნა ანტისაბჭოთა პატრიოტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება ომის ქარცეცხლში გახვეული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ორგანიზაციის დაარსების ინიციატორი იყო მწერალი კოტე ხიმშიაშვილი, რომელიც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 35-ე სათადარიგო ლეგიონში განჯაში, მაშინდელ კიროვაბადში იყო დისლოცირებული. კოტე ხიმშიაშვილს მისმა პედაგოგმა ერეკლე ტატიშვილმა, გაუგზავნა გერმანელი მაღალჩინოსნის მიერ დაწერილი დაშიფრული წერილი, რომელიც მას თბილისის კომენდანტისათვის უნდა წარედგინა, როდესაც გერმანელები თბილისში შემოვიდოდნენ, ამ წერილის საფუძველზე ამბოხებულები ქალაქს გადმოიბარებდნენ. ამ დროს აჯანყებულებს უნდა მოშველებოდა ვერმახტის ქართული დანაყოფი, გივი გაბლიანის მეთაურობით, რომელიც ამ დროს უკვე კავკასიონთან იდგა, ხოლო შემდეგ საქართველოსკენ ვერმახტის ქართული ლეგიონის ძირითადი შემადგენლობაც დაიძრებოდა  გენერალ შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით. მიუხედავად შეთქმულების მონაწილეთა სიფრთხილისა, აჯანყება გამჟღავნდა და მათ გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს. 1942 წლის 17 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 17 ახალგაზრდა, რომელთაც შეთქმულების ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა დაუმტკიცდათ, მათ შორის იყო "საქართველოს გათავისუფლების ფრონტის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი კოტე ხიმშიაშვილი. 2002 წლის 22 ივლის სსაქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველ მწერალთა მემორიალური დაფა, სადაც ამოტვიფრულია შეთქმულთა ერთ-ერთი მეთაურის, კოტე ხიმშიაშვილის სახელიც. 2020 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას (ჩუღურეთის რაიონი, სვანეთისუბანი). 1934 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ბებია ელისაბედი",  მისმა ერთ-ერთმა მოთხრობამ "გლობუსი" პრემიაც კი აიღო. კოტე ხიმშიაშვილს ეკუთვნის რომანი "ჯონქა ხორნაული". კოტე ხიმშიაშვილი არის "საქართველოს გათავისუფლების ფრონტის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი, მწერალ დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას ძმა.

ბიბლიოგრაფია

View More

Order N: 1917

> The delegation of Estonian Vocational Education Center Ida-Virumaa Kutsehariduskeskus visited the TSU Center of Vocational Education <

The delegation of Estonian Vocational Education Center Ida-Virumaa Kutsehariduskeskus visited the TSU Center of Vocational Education.

 

Menu

 

On December 13-17 of this year, the delegation of the Estonian Vocational Education Center Ida-Virumaa Kutsehariduskeskus visited the TSU Center of Vocational Education.

 

Within the framework of the visit, the guests got acquainted with the administration and teaching-learning processes of the vocational education programs at the TSU Center of Vocational Education.

 

The Estonian delegation visited partner colleges under the auspices of TSU.

 

During the visit, the parties agreed on the implementation of future plans and new joint projects.

View More

Order N:

Admissions are now open at TSU Center of Vocational Education in Tbilisi at vocational training programmes – “Laboratory Health and Safety”

Admissions are now open at TSU Center of Vocational Education in Tbilisi at vocational training programmes - “Laboratory Health and Safety”


Programme admission prerequisites are - Bachelor&#39;s academic degree in the fields of natural sciences, life sciences, applied biosciences, biotechnology, environmental protection, agriculture, agriculture, medicine and public health, pharmacy, pharmacology and/or professional qualifications related to laboratory activities (in the following fields: laboratory assistant of chemical analysis of substances and materials; chemical and food products specialist; chemical and food industry safety specialist; chemical production specialist; pharmaceutical drug manufacturing specialist; medical and pharmaceutical equipment operator; pharmacy and pharmacy assistant; veterinary service specialist).


Application for training programme is open – 18-22 June, 2022


Interested candidates can apply for the training programme at: www.vet.emis.ge.

 

  •  Upon registration/authorization on the web-page, the applicant should select “Vocational training and retraining programmes”, choose “Programmes” window and search for “Laboratory Health and Safety” through search panel.
  •  The information about the dates of the implementation of the training programme, the learning outcomes to be achieved and the number of available seats can be found on the website.
View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გარდაცვალების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2021  წლის  18  ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 15 მარტის MES 2 22 0000258477 (თსუ კანცელარიაში რეგისტრაციის N 4758/10-02; 15.03.2022) წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი გარდაცვალების გამო წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებულ სტუდენტებს (დანართი №1).
2.  ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოში  (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64).

 
რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 238/01-04

ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება“-ის (assuming responsibility for Climate change – arCc) ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერისტეტში სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის N5758/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება“ -ის (assuming responsibility for Climate change – arCc) ფარგლებში    სტუდენტებისათვის ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე  - კომისიის  თავმჯდომარე,  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ბ) ნანა  მამაგულიშვილი  -  კომისიის  წევრი,  უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
გ) გიორგი ღვედაშვილი - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) თინათინ დავითაშვილი - კომისიის მდივანი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი.
2. დამტკიცდეს გამარჯვებულის შერჩევის წესი (დანართი №1).
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით    დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 78/01-01

ოქმი N14

იხილეთ დანართი

View More

Order N:

STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამისღია კარის დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.

აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, დოქტორი ჰალილ გუვენი, თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები და სტუდენტები  შეხვდნენ.აბიტურიენტები თსუ ქიმიის ლაბორატორიებს გაეცვნენ და სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

ღია კარის დღეზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოლიდარობა და განაცხადა, რომ თსუ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოზიცია ღიად გამოხატა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამაც (EUA), რომლის წევრიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „შეხვედრაზე გამოვხატეთ ჩვენი თანაგრძნობა ჩვენი უკრაინელი კოლეგების, პროფესორების, სტუდენტების მიმართ; ვუამბეთ ახალგაზრდებს, თუ რას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად. იგეგმება, უფრო მეტის გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ უკრაინელი სტუდენტები, შეძლებისდაგვარად დავასაქმოთ პროფესორები,“-განაცხადა რექტორმა. მისივე თქმით, სწორედ ევროპული ღირებულებები და ევროპული სტანდარტები უდევს საფუძვლად პირველ ქართულ უნივერსიტეტს.

გიორგი შარვაშიძის თქმით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც თსუ-ში ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. „ახალგაზრდები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს, რაც ხელს შეუწყობს მათ არამხოლოდ საქართველოში, არამედ  საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებას. ეს იქნება პირველი პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირტებას გაივლის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“,-განაცხადა მან.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს ონლაინ მიესალმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე პროვოსტი, ქიმია-ბიოქიმიის საპატიო პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ტონგი და ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა აძლევს ახალგაზრდებს.

აბიტურიენტებთან შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა თსუ სტუდენტების  საერთაშორისო კომპანიებში  დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა. „საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისაერთაშორისო კომპანიებში დასაქმდებიან. რაც უაღრესად ხელსაყრელია  დღევანდელ ვითარებაში,როცა ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიები და კვალიფიციური ცოდნა ფარმაციაში,“- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორის ნოდარ სურგულაძის თქმით,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში საქართველოს განათლებაში 40 მილიონ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განახორციელა. ფონდის პირველი მიზანი, ქართულ უნივერსიტეტებში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იყო. „თსუ კურსდამთავრებულები მიიღებენ იმ ტიპის განათლებას, რომელსაც სტუდენტები სან-დიეგოს უნივერსიტეტში, კალიფორნიაში იღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დასაქმდნენ თავიანთი სპეციალობის შესაბამისად და კონკურენტუნარიანი იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“- განაცხადა ნოდარ სურგულაძემ.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, „ინფრასტრუქტურა, რომელიც მოაწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ფაკულტეტზე, არის ფასდაუდებელი საჩუქარი. ასევე, მეორე კორპუსში არსებული ქიმიის სხვა სასწავლო აუდიტორიებისა და ლაბორატორიების რემონტი უკვე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ სტუდენტებს,როგორც სან დიეგოს ლაბორატორიები, ისე თსუ-ს სხვა ლაბორატორიებიც მოემსახურება. ასე რომ აბიტურიენტებს ყველანაირი საფუძველი და მოტივაცია აქვთ რომ თსუ ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთონ არჩევანი,“- განაცხადა რამაზ ხომერიკმა.

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჯიბუტმა აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს, მან ისაუბრა  სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ.

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მებაღიშვილი თსუ-ს თანაკლასელებთან ერთად ესტუმრა და სახალისო ექსპერიმენტებში მიიღო მონაწილეობა: „მოხარული ვარ,რომ აქ ვარ. მოვუსმინე თითოეულ მომხსენებელს და დღეს კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩავაბარო თსუ-ში და გავიღრმავო ცოდნა არამხოლოდ ქიმიაში, არამედ სხვა საგნებშიც.“

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.

ღონისძიება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობისა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართა.

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის, ზაზა წაქაძის 2022 წლის 22 მარტის N6427/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების    მიზნით   გამოცხადდეს   ონლაინ   რეგისტრაცია   ბაგების   საერთო საცხოვრებლის 50 (ორმოცდაათი) ადგილზე.

2.  ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდეს  სტუდენტის  პორტალზე  2022 წლის 24 მარტის 11:00 საათიდან 2022 წლის 25 მარტის 16:00 საათამდე.

3.   დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 47/02-01  

ნეიტრინო - ახალი ფანჯარა სამყაროს შესაცნობად

 ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

 

16 ქვეყ­ნის 55 სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის 250-მდე მეც­ნი­ერი KM3NeT პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში „სამ­ყა­როს ახ­ალ ფან­ჯა­რას ხსნის“. პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­დან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ შა­ნი­ძე და დოქ­ტო­რან­ტე­ბი — გო­გი­ტა პა­პა­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქის­ტა­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ. KM3NeT ხმელ­თა­შუა ზღვის ფსკერ­ზე, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ახ­ალი თა­ობ­ის ნე­იტ­რი­ნოს 2 ტე­ლეს­კო­პის აწყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

 

კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რის სი­დი­დის ნე­იტ­რი­ნოს ორი ტე­ლეს­კო­პი — ARCA და ORCA — ხმელ­თა შუა ზღვა­ში, 2500 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, ორ ლო­კა­ცი­აზე — საფ­რან­გეთ­თან და იტ­ალი­ას­თან — წყალ­ქვეშ მონ­ტაჟ­დე­ბა. ტე­ლეს­კო­პე­ბი ათე­ულ­ობ­ით ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ერ აღი­არ­ებ­ული ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე „უც­ნა­ური“ ნა­წი­ლა­კის — ნე­იტ­რი­ნოს შეს­წავ­ლის­თვის გა­მო­იყ­ენ­ება. ამ ეტ­აპ­ზე საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან ტე­ლეს­კო­პის 10%-ია ჩაშ­ვე­ბუ­ლი, იტ­ალი­ას­თან — 5%. ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები, რო­გორც ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, ას­ევე უკ­ვე ჩაშ­ვე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობ­ენ.

 

ამ დრო­ის­თვის KM3NeT-ის ახ­ალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბი — გო­გი­ტა პა­პა­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქის­ტა­ური კვლე­ვი­თი ვი­ზი­ტით მარ­სე­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ცენ­ტრში ას­ევე მუ­შა­ობ­ენ კო­ლა­ბო­რა­ცი­აში მო­ნა­წი­ლე პო­ლო­ნე­ლი, ფრან­გი, რუ­მი­ნე­ლი, გერ­მა­ნე­ლი, იტ­ალი­ელი მეც­ნი­ერ­ები.

 

„პან­დე­მი­ის გა­მო, ძი­რი­თა­დად, დის­ტან­ცი­ურ­ად სა­ქარ­თვე­ლო­დან ვმუ­შა­ობ­დით. ახ­ლა უკ­ვე ორი კვი­რაა მარ­სელ­ში კვლე­ვი­თი ვი­ზი­ტით ვიმ­ყო­ფე­ბით. ამ დრო­ის­თვის ჩვენ ვმუ­შა­ობთ ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზ­ისა და ზღვა­ში ჩა­საშ­ვე­ბად ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის აწყო­ბა-ტეს­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს ვი­ზი­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­კვე­ული ეტ­აპ­ის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლია და და­მა­ტე­ბით, ად­გილ­ზე ვეც­ნო­ბით პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის პრო­ცესს,“ — აცხა­დებს თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტი გი­ორ­გი ქის­ტა­ური.

 

KM3NeT-ის ექ­სპე­რი­მენ­ტს ორი ამ­ოც­ანა აქ­ვს — ნე­იტ­რი­ნო თვი­სე­ბე­ბის დად­გე­ნა და მი­სი სა­შუ­ალ­ებ­ით ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი კვლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, იტ­ალი­ას­თან გან­თავ­სე­ბუ­ლი ტე­ლეს­კო­პი ას­ტრო­ფი­ზი­კის, საფ­რან­გეთ­თან კი — ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­იყ­ენ­ება.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი მეც­ნი­ერ­ები ნე­იტ­რი­ნოს ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვლე­ვენ.

 

პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 000 ევ­როს შე­ად­გენს.

 

„ფუნ­და­მენ­ტურ ფი­ზი­კა­ში ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი თავ­მოყ­რი­ლია თე­ორი­აში, რო­მელ­საც ეწ­ოდ­ება „სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლი“. ამ თე­ორი­აში რამ­დე­ნი­მე ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლა­კია, მათ შო­რის ერთ-ერ­თი არ­ის ნე­იტ­რი­ნო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ცუ­დად არ­ის შეს­წავ­ლი­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მი­სი თვი­სე­ბე­ბი „სტან­დარ­ტულ მო­დელ­ში“ არ ჯდე­ბო­დეს, სწო­რედ, ამ­იტ­ომ შე­იქ­მნა მის შე­სას­წავ­ლად მსოფ­ლი­ოში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სა­მეც­ნი­ერო კო­ლა­ბო­რა­ცია და გა­მო­იყო უზ­არ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი“, — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

 

რო­გორ ხსნის KM3NeT სამ­ყა­როს ახ­ალ ფან­ჯა­რას?

 

გა­სა­ღე­ბი ნე­იტ­რი­ნოა. უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კი, რო­მე­ლიც ვარ­სკვლა­ვის გულ­ში მიმ­დი­ნა­რე თერ­მო­ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ცი­ებ­ის­ას წარ­მო­იქ­მნე­ბა, ვრცელ­დე­ბა სწორ­ხა­ზოვ­ნად, სუს­ტად ურ­თი­ერ­თქმე­დებს სხვა ნივ­თი­ერ­ებ­ებ­თან, რის გა­მოც წარ­მოქ­მნი­სას მი­ღე­ბულ თვი­სე­ბებს არ კარ­გავს და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებს სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ახ­ალი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბი­სა და კვლე­ვის სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს. ნე­იტ­რი­ნოს სა­შუ­ალ­ებ­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად ზე­ახ­ალი ვარ­სკვლა­ვის აფ­ეთ­ქე­ბის ან აქ­ტი­ური გა­ლაქ­ტი­კე­ბის ბირ­თვე­ბის შეს­წავ­ლა.

 

 

„ეს ყვე­ლა­ზე უც­ნა­ური ნა­წი­ლა­კია. ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ვარ­სკვლა­ვის გუ­ლი­დან წა­მო­ვი­დეს და იქ მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცი­ებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ტა­ნოს. მზის ნე­იტ­რი­ნო­ებს ჩვე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის ძა­ლი­ან და­ბა­ლი ენ­ერ­გი­ები აქ­ვს, თუმ­ცა მი­სი და­ფიქ­სი­რე­ბა სხვა ექ­სპე­რი­მე­ტებ­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ფი­ზი­კო­სებ­მა მი­სი გა­ზომ­ვა შეძ­ლეს. ეს არ­ის ნა­წი­ლა­კი, რო­მელ­საც ზუს­ტად შე­უძ­ლია გვითხრას, თუ რო­გორ ხდე­ბა ვარ­სკვლა­ვის გულ­ში ენ­ერ­გი­ის წარ­მოქ­მნა, ზე­ახ­ალი ვარ­სკვლა­ვის აფ­ეთ­ქე­ბა, მა­ღა­ლი ენ­ერ­გი­ებ­ის კოს­მო­სუ­რი სხი­ვე­ბის აჩ­ქა­რე­ბა. კოს­მო­სი­დან მო­სუ­ლი ნე­იტ­რი­ნოს „და­ჭე­რით“ და მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით სამ­ყა­როს შე­სას­წავ­ლად ახ­ალი ფან­ჯრის გან­ხსნა შეგ­ვიძ­ლია. ას­ეც ჰქვია ამ პრო­ექ­ტს — „KM3NeT opens a new window on our universe“,- აცხა­დებს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის მი­ზა­ნი სწო­რედ, ამ უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კის „და­ჭე­რა“ და დაკ­ვირ­ვე­ბა-შეს­წავ­ლაა. სტან­დარ­ტუ­ლი ტე­ლეს­კო­პე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ის არა -ცის­კენ, არ­ამ­ედ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით „იყ­ურ­ება“.

 

„ჩვე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის ფუნ­ქციაა, და­ვაკ­ვირ­დეთ ნე­იტ­რი­ნოს ქცე­ვას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გაიაროს მთე­ლი დე­და­მი­წა. ტე­ლეს­კო­პი გან­თავ­სე­ბუ­ლია წყალ­ში 2500 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, რად­გან აქ არ­ის ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა შე­ვის­წავ­ლოთ ის ნა­წი­ლა­კე­ბი, რო­მე­ლიც ნე­იტ­რი­ნომ გა­აჩ­ინა. სხვას არ­აფ­ერს არ შე­უძ­ლია წარ­მოქ­მნას ნა­წი­ლა­კი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წი­დან ამ­ოვა. ნე­იტ­რი­ნოს მი­ერ წარ­მოქ­მნილ და­მუხ­ტულ ნა­წი­ლა­კებს აქ­ვთ ძა­ლი­ან სუს­ტი, მკრთა­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა, რა­საც ჩერენკოვის გამოსხივებას ვუ­წო­დებთ. ტე­ლეს­კო­პის ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით ამ გა­მოს­ხი­ვე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით, აღ­ვად­გენთ გა­მოს­ხი­ვე­ბის წყა­როს — ნა­წი­ლა­კის ტრა­ექ­ტო­რი­ას (კვალს), რო­მე­ლიც დი­დი სი­ზუს­ტით ნე­იტ­რი­ნოს ტრა­ექ­ტო­რი­ას იმე­ორ­ებს. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ვსაზღვრავთ, თუ სა­იდ­ან მო­დის ნე­იტ­რი­ნო და რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია,“ — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ქსე­ლი

 

ხმელ­თა­შუა ზღვის ფსკერ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ტე­ლეს­კო­პის მი­ერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი პირ­ველ ეტ­აპ­ზე საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლაქ ტუ­ლო­ნის მახ­ლობ­ლად გან­თავ­სე­ბულ ექ­სპე­რი­მენ­ტის მარ­თვის ცენ­ტრში მი­დის, სა­იდ­ან­აც უკ­ვე გა­ფილ­ტრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ლი­ონ­ში გან­თავ­სე­ბულ კომ­პი­უტ­ერ­ულ ცენ­ტრში იგ­ზავ­ნე­ბა. ლი­ონ­ის კვლე­ვითს ცენ­ტრი მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი რე­სურ­სი აქ­ვს, შე­სა­ბა­მი­სად KM3NeT პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მთავარი სამუშაო კომპიუტერული სივრცე ლიონშია.

 

 

თუმ­ცა, მკვლევ­რებს ლი­ონ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სერ­ვე­რე­ბი­დან მო­ნა­ცე­მე­ბის ჩა­მოტ­ვირ­თვა და და­მუ­შა­ვე­ბა სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში, შე­სა­ბა­მის მძლავრ კომ­პი­უტ­ერ­ულ სერ­ვერ­ზეც შე­უძ­ლი­ათ. შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის გრან­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სა­მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად, მო­ნა­ცემ­თა გა­და­მუ­შა­ვე­ბა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დეს. ახ­ალ­მა ცენ­ტრმა, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შეზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თუ­ლო­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ობა გა­ზარ­და.

 

„KM3NeT-ის სრუ­ლი წევ­რე­ბი 2018 წლი­დან გავ­ხდით და მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზ­ის გა­კე­თე­ბა ლი­ონ­ის კომ­პი­უტ­ერ­ულ ცენ­ტრში გვი­წევ­და. შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო გრან­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად შე­ვი­ძი­ნეთ მძლავ­რი სერ­ვე­რი და მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზი თბი­ლის­ში გა­ვაგ­რძე­ლეთ. თუმ­ცა, ცხა­დია ლი­ონ­ის ცენ­ტრა­ლურ კომ­პი­უტ­ერ­ულ სერ­ვერ­საც ვი­ყე­ნებთ.

 

ჩვე­ნი სერ­ვე­რი იმე­ორ­ებს იგ­ივე სტრუქ­ტუ­რას, რაც ლი­ონ­შია. პროგ­რა­მუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც ვე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მიმ­სგავ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მე არ ვარ სპე­ცი­ალ­ობ­ით პროგ­რა­მის­ტი, ამ­იტ­ომ ბევ­რი რა­მის სწავ­ლა მო­მი­წია, თუმ­ცა სის­ტე­მა გავ­მარ­თე და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას ვუ­წევ. სის­ტე­მა „იუპ­იტ­ერ ჰა­ბი“ სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა, რომ სერ­ვერს ნე­ბის­მი­ერი ად­გი­ლი­დან და­ვუ­კავ­შირ­დეთ. ამ დრო­ის­თვის მას­ში ჩარ­თუ­ლია 42 მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მათ შო­რის არი­ან ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა აქ­ვთ არ­ჩე­ული და სა­შუ­ალ­ება აქ­ვთ სას­წავ­ლო-კვლე­ვით პრო­ცეს­ში უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­იყ­ენ­ონ,“ — ამ­ბობს თსუ დოქ­ტო­რან­ტი გო­გი­ტა პა­პა­ლაშ­ვი­ლი.

 

 

კვლე­ვის ახ­ალი შე­დე­გე­ბი

 

ამ დრო­ის­თვის საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან ტე­ლეს­კო­პის 10%-ია ჩაშ­ვე­ბუ­ლი, იტ­ალი­ას­თან — 5%. შე­სა­ბა­მი­სად, მეც­ნი­ერ­ებ­ის ძი­რი­თად ამ­ოც­ან­ას ჩაშ­ვე­ბუ­ლი ციფ­რულ-ოპ­ტი­კუ­რი მო­დუ­ლე­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­აზე დაკ­ვირ­ვე­ბა წარ­მო­ად­გენს.

 

„იმ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ­ლებ­საც თბი­ლი­სის მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრში, ვა­ან­ალ­იზ­ებ­დით, და­ვას­კვე­ნით, ჩაშ­ვე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბის ფო­ტო-დე­ტექ­ტო­რე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი იმ­დე­ნად ცუ­დად ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს, რომ უნ­და გა­მოვ­რთოთ. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტექ­ტო­რე­ბი პრო­ცე­სი­დან ჩახ­სნეს. პრი­ორ­იტ­ეტ­ული ამ­ოც­ანა იყო გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ­ად ახ­ალ პრინ­ციპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი დე­ტექ­ტო­რე­ბი ად­ეკ­ვა­ტუ­რად მუ­შა­ობს და და­კის­რე­ბულ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცია უკ­ვე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ.

 

ვაჩ­ვე­ნეთ, რომ წყალ­ში ჩაშ­ვე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი ზღვის ფო­ნის მო­შო­რე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა და გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვაკ­ვირ­დეთ კოს­მო­სურ ატ­მოს­ფე­რულ ნა­წი­ლა­კებს და ამ გზით ნე­იტ­რი­ნო­ებ­ის თვი­სე­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლოთ. ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლად ვიკ­ვლევთ ნე­იტ­რი­ნო­ებ­ის ოს­ცი­ლა­ცი­ებს (ნე­იტ­რი­ნოს ტი­პის ცვლი­ლე­ბას მოძ­რა­ობ­ის დროს) და შე­დე­გე­ბი და­მა­იმ­ედ­ებ­ელია, ანუ რო­დე­საც დე­ტექ­ტო­რი სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით ამ­ოქ­მედ­დე­ბა, მი­ვი­ღებთ რე­ალ­ურ შე­დე­გებს,“ — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

პა­რა­ლე­ლუ­რად KM3NeT პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით მიუონოს დაშ­ლე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­აზე მუ­შა­ობ­ენ და მათ აღ­დგე­ნას გეგ­მა­ვენ. მკვლევ­რე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ ამ ამ­ოც­ან­ის გა­დაჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა.

 

 

ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის „წი­ნა­პა­რი“

 

ახ­ალი თა­ობ­ის ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კო­პის წი­ნა­მორ­ბე­დი იყო "ANTARES“, რო­მე­ლიც ას­ევე საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან იყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი.თსუ-ის ფი­ზი­კოს­თა ჯგუ­ფი ამ პრო­ექ­ტშიც აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა, "ANTARES“ რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ურ­ად, ისე მას­შტა­ბის კუთხი­თაც ახ­ალი თა­ობ­ის ნე­იტ­რი­ნოს ტე­ლეს­კოპს ბევ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მეც­ნი­ერ­ებ­მა მი­სი გა­მორ­თვის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­იღ­ეს.

 

„ამ დე­ტექ­ტო­რის ზღვა­ში და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან საკ­მა­ოდ მა­სი­ურია და თა­ნაც ის­ეთ ად­გილ­ზე, სა­დაც შე­საძ­ლოა მის­მა ნა­წი­ლებ­მა ნა­ვი­გა­ცი­ის უს­აფ­რთხო­ებ­ას სა­შიშ­რო­ება შე­უქ­მნას. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მი, სა­დაც „ANTARES“-ის წყლი­დან ამ­ოღ­ებ­ის სტრა­ტე­გია შე­მუ­შავ­დე­ბა,“ — გან­მარ­ტავს რე­ვაზ შა­ნი­ძე.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი KM3NeT-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლა­ბო­რა­ცი­აში 2018 წლი­დან ჩა­ერ­თო.

 

View More

Order N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 21 იანვრის №11/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 თებერვლის №13/2022 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 21 იანვრის №11/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 თებერვლის №13/2022 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 10.03.2022, №5243/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 მარტის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 თებერვლის №13/2022 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კათედრაზე რექტორის 2022 წლის 21 იანვრის №11/01-01 ბრძანებით გამოცხადებული ასოცირებული პროფესორის საკონკურსო ადგილი (1 საშტატო ერთეული) დარჩა ვაკანტური.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

View More

Order N: 21/2022

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს (სომხეთი) შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანესიანმა. დელეგაციის ვიზიტის დროს საუბარი ასევე შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივი კრედიტების აღიარებას.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-ს მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია, „მსგავსი აკრედიტაციის მიღება სურს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. ერევნის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ამ კუთხით თსუ-ს მიერ განვლილი გზით, რათა სომეხი კოლეგები მოემზადონ ამ და სხვა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, თსუ-სა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა COVID 19-ის პანდემიის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური და მობილური გახდება.

„განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, გამოცდილებისა და რესურსების გაზიარება იყო ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანი. მთავარია, წავიდეთ წინ და ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მაქსიმალურად,“- განაცხადა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანესიანმა.

ვიზიტის ფარგლებში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია გაეცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, თსუ მედიცინის ფაკულტეტის და რამდენიმე სამედიცინო კლინიკის საქმიანობას.

View More

Order N:

Assistance of TSU Students to Ukraine

The first shipment of humanitarian aid has been sent from Ivane Javakhishvili Tbilisi State University to Ukraine with the support of the Embassy of Ukraine to Georgia.

The TSU Rector’s Office, Administration, Faculties, sport and creative teams have joined the initiative of TSU students to provide humanitarian aid to Ukrainian people. During a week, interested persons were bringing consumer goods, medicines, clothes and food to the humanitarian center organized by TSU students.

Students of the TSU Faculty of Law also joined the campaign in support of Ukrainian people. With the assistance of representatives of the National Blood Bank, volunteers donated blood to save the people who sustained injuries during the hostilities in Ukraine. The blood donation campaign lasted for two days.

In addition, Tbilisi State University offers various types of assistance to Ukrainian citizens staying in Georgia. Ukrainian students, studying at TSU and staying in Georgia, will be offered free accommodation at the student dormitory; moreover, they will receive scholarships during the spring semester of the 2021-2022 academic year.

Those Ukrainian students, who arrived in Georgia on vacation and failed to return to their homeland due to the hostilities in Ukraine, will also receive assistance. They will also be offered free accommodation at the TSU dormitory. Ukrainian citizens staying in Georgia will be able to join TSU’s short-term certification courses free of charge.  

TSU also offers psychological assistance to all Ukrainian citizens that will be provided by highly qualified specialists.

View More

Order N:

სხვა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თქვენთვის სასურველ საგანზე ადგილის გამოყოფის მიზნით ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ მეილზე შემდეგი სახით:

N; საგნის დასახელება.

მაგ: 1. აკადემიური წერა 2. საქართველოს ისტორია და ა.შ.

e-mail: ba@hum.tsu.ge

ინფორმაციას გამოყოფილი ადგილების შესახებ მიიღებთ ასევე მეილის საშუალებით.

განცხადებები მიიღება ა.წ. 1-3 მარტი.

წინასწარ და დაგვიანებით გამოგზავნილი განცხადებები არ განიხილება! 

პასუხები მოგივათ მეილზე, 4 მარტიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნული ეხება მხოლოდ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა განცხადებები ამ ფორმატში არ განიხილება!

View More

Order N:

გაზაფხულის სკოლა 2022(უფროსკლასელთათვის)

ძვირფასო მეგობრებო,
გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გაზაფხულის სკოლის, „1921 / 2022 მარტისა და თებერვლის ქრონიკები“, მუშაობაში. სკოლის თემატიკად განსაზღვრულია მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები და მინდინარე სიტუაციის ანალიზი. 
სკოლა იმუშავებს დისტანციურად, ზუმის ფორმატში, 9-დან 11 მარტის ჩათვლით,
დილის 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.
მსურველებს გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს:

>>> სარეგისტრაციო ბმული <<<

View More

Order N:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ა.წ. 2 მარტს, 23:00 საათზე დაიხურება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა (lms.tsu.ge) და  გაიხსნება 3 მარტს 12:00 საათზე.

ამ პერიოდში ყველა საგანს დაემატება ადგილები და მოეხსნება შეზღუდვები.

 

View More

Order N:

გივი

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1946-1949 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი. 1951-1981 წლებში მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლად, 1975-1981 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად, შემდგომ უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგედ.

სადისერტაციო თემა -" საქართველოს სოციალურ - პოლიტიკური განვითარება XVII ს. პირველ ნახევარში", დაიცვა 1975 წელს.

ბიბლიოგრაფია

View More

Order N: 1924

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2021–20222 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

 აკადემიური   რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

 28 თებერვალი -7მარტი

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება საბაკალავრო პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  სასწავლო ცხრილის საფუძველზე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება   28 თებერვალს  12 საათზე

28 თებერვალს 12 საათიდან

საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამაგისტრო პროგრამებზე 

1 მარტი 13 საათიდან 

ბაკალავრიატის საფეხურზე საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

  • ძირითადი სპეციალობის/Major  სასწავლო კურსების  არჩევა მოხდება, მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები გაიხსნება  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის);
  • საფაკულტეტო სავალდებულო და საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსები გაიხსნება მხოლოდ მეშვიდე სემესტრიდან (და ზემოთ) სტუდენტებისათვის;
  • ბაზა გაიხსნება სხვა ფაკულტეტებზე მაინორის საგნებისათვის

1მარტი 16 საათიდან

  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის) , ასევე შესაძლებელი იქნება,  ყველა სემესტრის სტუდენტისათვის, როგორც საფაკულტეტო სავალდებულო, ასევე  საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი კურსები
  • სასწავლო პროცესისი მართვის ბაზში საგნები გაიხსნება სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
     

დისტანციურად კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ 11:00 საათიდან-13საათამდე  ZOOM meeting საშუალებით.

https://zoom.us/j/3513307181?pwd=eThnZDYwbmdvV01teEdvUlRjb2JqQT09

Meeting ID: 351 330 7181
Passcode: 542

იხილეთ კონტაქტი:

პოლიტიკის  მეცნიერება
ნათია დათიაშვილი,  მთავარი სპეციალისტი 
ტელეფონი: 591 297 830
ელ–ფოსტა: natia.datiashvili@tsu.ge

 

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
ქეთი ცაბაძე, წამყვანი სპეციალისტი
ტელეფონი: 577 575 610
ელ–ფოსტა: ketevan.tsabadze@tsu.ge

 

საერთაშორისო ურთიერთობები
თეა ხუნდაძე უფროსი სპეციალისტი
ტელეფონი:593 366 005
ელ–ფოსტა:  tea.khundadze@tsu.ge

 

საზოგადოებრივი გეოგრაფია 
ლუიზა აბაზაძე, მთავარი  სპეციალისტი
ტელეფონი: 555 337147
ელ–ფოსტა: luiza.abazadze@tsu.ge

 

სოციოლოგია  და  სოციალური მუშაობა
თამარ გოგორიშვილი, უფროსი სპეციალისტი 
ტელეფონი: 599 905 878
ელ–ფოსტა: tamrikogo@yahoo.com

 

ინტერდისციპლინური

მირანდა მიქაძე,  მთავარი სპეციალისტი
ტელეფონი: 591 008 0 85

View More

Order N:

არჩილ

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ბუნებისმეტყველების სპეციალობით.

1926 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრაზე. 1939-1944 წლებში იყო თელავის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების კათედრის გამგე. 1946-1982 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრის გამგე; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ზოოპარკში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, გორის, ქუთაისის, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1968-1975 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოში ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ამფიბიები; მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართული ზოოლოგიური ტერმინოლოგიის შედგენაში, პირველად ქართულ ენაზე ამ დარგში შეადგინა სახელმძღვანელოები; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი "ცხოველთა სამყაროს" მრავალტომეულის III ტომი; იყო გამოჩენილი პოპულარიზატორიც; ავტორია მრავალი საბავშვო მოთხრობისა ("სახალისო ბიოლოგია", "სისხლიანი ცრემლები" და სხვა).

ბიბლიოგრაფია

View More

Order N: 1904