Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ევროკავშირის კვლევების ბრწყინვალების ცენტრი:
დემოკრატიის მდგრადობა საქართველოში
Jean Monnet Center of Excellence: 
Democracy Resilience in Georgia

 

ბრწყინვალების ცენტრის „Democracy Resilience in Georgia” (CoE DRG) მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი დემოკრატიის განვითარებას.  მიზნის მიღწევისთვის, ცენტრი ორიენტირებულია, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღების გათვალისწინებით, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით შემდეგი სფეროების განვითარებაზე:

1) ადამიანის უფლებების მდგრადობა (თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები),

2) ინფორმაციული მდგრადობა (უტყუარი ისტორიული კონტექსტი, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ინფორმაციაზე წვდომის საშუალებებია),

3) სოციალური უსაფრთხოება (მიგრაცია: ემიგრაცია და იმიგრაცია, მიგრაცია და სოციალური უსაფრთხოება) და

4) გარემოსდაცვითი უსაფრთხოება (კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა).

 

პროექტის ფარგლებში იქმნება მულტიდისციპლინარული ცენტრი, რომელიც  მიზნების მისაღწევად გამოიყენებს შემდეგ მეთოდებს:

ა) სწავლების ხელშეწყობა,

ბ) კვლევითი საქმიანობა,

გ) დისკუსიის ხელშეწყობა მიზნობრივ ჯგუფებთან.

 

ცენტრის საქმიანობა ორიენტირებულია ცნობიერების ამაღლებაზე სამიზნე ჯგუფებში, (ახალგაზრდები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება) განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, სადაც დეზინფორმაციის საშიშროება ყველაზე მაღალია (მაგ. თანასწორობა, ევროინტეგრაცია) ან არსებობს პირველადი ინფორმაციის ნაკლებობა ცენტრიის ძირითად საკითხებთან მიმართებაში (მაგ. მიგრაციის პოლიტიკა, გარემო და კლიმატის ცვლილება).