Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა გაცვლით სემინარი „თბილისი-ბერლინი 2023“

განობებთ, რომ დაიწყო საბუთების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის “Netzwerk Ost-West“  ფარგლებში დაგეგმილ სტუდენტთა გაცვლით სემინარში „თბილისი-ბერლინი 2023“ მონაწილეობის მისაღებად.

 

სემინარი გაიმართება 7-20 აგვისტოს: პირველი კვირა თბილისში, ხოლო მეორე – ბერლინში.

გაცვლითი სემინარის თემაა სამართალი და ტექნოლოგიები („Zwischen Technologie und Gesetz“), რომლის ფარგლებში, სტუდენტები სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით, დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და შემდგომ, გერმანელ სტუდენტებთან ერთად, წარადგენენ მოხსენებებს.

 

ყველა ხარჯი (ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

 

მონაწილეობის წინაპირობები:

  • სტუდენტის აქტიური სტატუსი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა);
  • გერმანული ენის კარგად ცოდნა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.