იხილეთ დანართი
Order N:
იხილეთ დანართი
Order N:
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო, რომელიც იწურება 01.07.22 დაცვა დაინიშნოს შემჭიდროვებულ ვადებში
1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021– 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) სამაგისტრო პროგრამა ,,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ ვადები დანართი N1 ის შესაბამისად
2. 2021–2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვები ჩატარდეს 31 მაისი - 8 ივნისი და საჯარო დაცვები 17 - 21 ივნისი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს. 4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თამარ გაგოშიძე
Order N: 6
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლოწლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამა ,,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე.
ვბრძანებ:
პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო, რომელიც იწურება 01.07.22 დაცვა დაინიშნოს შემჭიდროვებულ ვადებში
1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები სამაგისტრო პროგრმა:,, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) დანართი N 1 ის მიხედვით.
2. 2021–2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 31მაისი - 8 ივნისი და 17-21 ივნისი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თამარ გაგოშიძე
Order N: 7
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
Order N:
იხილეთ კრიტერიუმები დანართის სახით
Order N:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 18 იანვრის N1/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების დანართში ტექნიკური ხარვეზის გასწორების გამო.
ვბრძანებ:
1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 18 იანვრის N1/26 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და დანართს ჩამონათვალში დაემატოს სამაგისტრო პროგრამა: ,, მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ წინასწარი და საჯარო დაცვის კომისიის შემადგენლობა.
2. ბრძანების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თამარ გაგოშიძე
Order N: 4
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 18 იანვრის N2/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების დანართში ტექნიკური ხარვეზის გასწორების გამო.
ვბრძანებ:
1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 18 იანვრის N2/26 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და დანართს ჩამონათვალში დაემატოს სამაგისტრო პროგრამა: ,, მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ წინასწარი და საჯარო დაცვის ვადები.
2. ბრძანების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თამარ გაგოშიძე
Order N: 3
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021– 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი N1 ის შესაბამისად
2. 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვები ჩატარდეს 18 - 24 იანვარი და საჯარო დაცვები 18 - 24 თებერვალი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თამარ გაგოშიძე
Order N: 2
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1 ის მიხედვით.
2. 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 18 - 24 იანვარი და 18-24 თებერვალი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თამარ გაგოშიძე
Order N: 1
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე
ვბრძანებ:
1.გამოცხადეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2021 წლის 11 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით. თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 1 /შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით);
დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
3.კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრისა.
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
6.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე
თამარ გაგოშიძე
Order N: 13
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს
სხდომის ოქმი N 11
01. 10. 2021
სხდომის დღის წესრიგი:
1. 4 ოქტომბრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების ფორმატი.
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
სხდომაში მონაწილეობა მიიღეს:
საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
ფაკულტეტის საბჭოს წევრები :
ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორები :
ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი, ია კუტალაძე
ასოცირებული პროფესორები:
მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე, ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი, შორენა მამუკაძე
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი
ასოცირებული პროფესორი :
იზაბელა პეტრიაშვილი.
სტუდენტები:
ანა კვირიკაშვილი
მარიამ ხოშტარია
კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 20 წევრი.
განიხილეს:
1. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ მოახსენა საბჭოს რექტორთან დეკანების შეხვედრის შედეგების შესახებ 4 ოქტომბრიდან თსუ-ში სწავლა-სწავლების ფორმატის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ დეკანებმა და რექტორმა იმსჯელეს საქართველოს მთავრობის 30.09.2021 N481 დადგენილებით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების შესაძლებლობების შესახებ. დეკანებმა აღნიშნეს, რომ რესურსების გათვალისწინებით, რაც ესაჭიროება მთავრობის მიერ გამსაზღვრული რეგულაციების სრულად დაცვას, სწავლება შესაძლებელია ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდეს, ძირითადი აქცენტით ონლაინ რეჟიმზე. ყველა ფაკულტეტს თავისი სპეციფიკა და საჭიროება აქვს და შესაბამისად ონლაინ და ოფლაინ ფორმატის კომბინაცია ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მოამზადა წინადადებები და აუცილებელია ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელოს სწავლების ფორმატის შესახებ.
ფაკულტეტის საბჭოს წევრმა, დეკანის მოადგილემ სასწავლო დარგში, ასოც.პროფ. ხათუნა მარწყვიშვილმა საბჭოს წარუდგინა ფაკულტეტზე 4 ოქტომბრიდან სწავლა-სწავლების წესის პროექტი. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სწავლა ფაკულტეტზე იქნება ონლაინ, რადგანაც სამუშაო ჯგუფებისთვის, სადაც 25-30 სტუდენტია, რეგულაციების მიხედვით საჭიროა 50-60-კაციანი აუდიტორია. ასეთი აუდიტორია მე-3 კორპუსში სულ 9 გვაქვს, ამას ემატება უფრო დიდი 2 აუდიტორია და 11 აუდიტორიაში მთლიანი ბაკალავრიატის სამუშაო ჯგუფების განაწილება ვერ ხერხდება 6 დღიან კვირაში. რადგანაც თსუ-ში მიღებულია სწავლების ჰიბრიდული ფორმა, შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარება შესაძლებელია პირისპირ.
პედაგოგიური პრაქტიკა ხორციელდება შემდეგნაირად: განათლების დეპარტამენტის სტუდენტები სკოლებში ჰიბრიდული სწავლების ან სრულად საკლასო ოთახში საგაკვეთილო პროცესის აღდგენის პირობებში სურვილისამებრ ირჩევენ გაკვეთილებზე დასწრების ონლაინ ან საკლასო ოთახში დაკვირვების ფორმას. პროფესიული პრაქტიკისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება პრაქტიკის განხორციელების ადგილზე მოქმედი წესების შესაბამისად.
შუალედური და დასკვნითი გამოცდები საბაკალავრო საფეხურის ყველა საგანში შესაძლებელია ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში. მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე გადაწყვეტილებას იღებენ საგნის პედაგოგები სტუდენტებთან შეთანხმებით და გამოცდები შეიძლება ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე, პედაგოგების მიერ ფაკულტეტზე/აუდიტორიაში ან საგამოცდო ცენტრში.
ლექტორებისა და სტუდენტების სურვილის შემთხვევაში საკონსულტაციო შეხვედრები შესაძლებელია ჩატარდეს ლაივ-ფორმატში (შესაბამისი სივრცის უზრუნველოყოფის მიზნით ფაკულტეტის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმირების საფუძველზე).
აზრი გამოთქვეს:
საბჭომ იმსჯელა ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ სწავლების ფორმატზე. ერთხმად აღინიშნა, რომ ონლაინ სწავლება არსებულ ვითარებაში არის ყველაზე ადეკვატური არსებული რეგულაციებისა და ფაკულტეტის სასწავლო ფართის რესურსის გათვალისწინებით. მით უმეტეს, რომ გაურკვეველია რა პროცენტითაა აცრილი მოწვეული ლექტორები და სტუდენტები. ასევე აღნიშნეს, რომ საკონსულტაციო შეხვედრები ამის მსურველი სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა უნდა შეიზღუდოს რაოდენობა- 10 სტუდენტამდე ერთ ჯერზე. აზრთა სხვადახვაობა გამოიწვია გამოცდების ჩატარების საკითხმა.
ასოც. პროფესორებმა შ. მამუკაძემ, ე. ფირცხალავამ, ლ. ხეჩუაშვილმა აღნიშნეს, რომ დროა გამოცდები პირისპირ ჩატარდეს, რადგანაც შეუძლებელია კონტროლის მექანიზმის შემუშავება და საერთოდ აზრი არ აქვს გამოცდების ჩატარებას, სრული ფორმალობაა ამ პირობებში, რადგანაც ძალიან ბევრი ხერხი აქვთ გადაწერის.
პროფ. ჭკუასელმა განაცხადა, რომ ის არაა თანახმა საგამოცდო ცენტრში ჩაუტარდეთ განათლების მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებს გამოცდა, ჯობს კორპუსში თვითონ პედაგოგებმა ჩაუტარონ პირისპირ. მათ ზეპირი კომპონენტიც აქვთ, რაც შეიძლება ან პირისპირ ან ონლაინ ჩატარდეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ სტუდენტებს ექნებათ არგუმენტი, რომ მათ დროებით უნდა იქირაონ საცხოვრებელი, რაც გაურთულებს ცხოვრებას.
სტუდენტებმა ა.კვირიკაშვილმა და მ. ხოშტარიამ აღნიშნეს, რომ შუალედური გამოცდებისთვის სტუდენტებს გაუჭირდებათ გადაწყობა, განსაკუთრებით მათ, ვინც რაიონში ცხოვრობს და ისინი მხარს არ დაუჭერენ შუალედური გამოცდების პირისპირ ჩატარებას, თუმცა ემხრობიან ფინალური გამოცდის ჩატარებას საგამოცდო ცენტრში. პროფ. ლ. სურმანიძე დაეთანხმა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სირთულეების თავიდან ასაცილებლად ჯობს შუალედური გამოცდებიც ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური კი - პირისპირ.
საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ რა სირთულეებიც იქნება შუალედური გამოცდებზე, ზუსტად იგივე სირთულეებს ექნება ადგილი ფინალურზეც. ზუსტად ვიცი, რომ წინააღმდეგობა იქნება დიდი, მაგრამ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ახერხებენ სტუდენტები გადაწერას. კვლევის შედეგებით ძალიან დიდი პროცენტია „ა“ შეფასებები, რაც ანომალიაა. ფეისბუკზე ვნახე გვერდი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მათ მაგივრად გამოცდების ჩაბარებას. ისედაც ერთმანეთის ექაუნთებს იყენებენ, საერთო ჩეთში პასუხებს უზიარებენ. ეს პროფანაცია და თავის მოტყუება უნდა მორჩეს.
რადგანაც აზრთა სხვადასხვაობაა და ყველა აზრს აქვს არსებობის და მხარდაჭერის უფლება, გთავაზობთ რამდენიმე წინადადებას და ყველას ვუყაროთ კენჭი ცალ-ცალკე.
პირველი წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს პირისპირ.
მეორე წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური გამოცდა კი -პირისპირ.
მესამე წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ.
საბჭოს მდივანი დააყენებს ყველა წინადადებას კენჭისყრაზე ცალ-ცალკე.
საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში
მომხრე: 12
წინააღმდეგი: 8
თავი შეიკავა: 0
საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში.
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 11
თავი შეიკავა: 2
საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ.
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 16
თავი შეიკავა: 2
დაადგინეს:
საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში.
დაადგინეს:
~
მიღებულ იქნას ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტი 4 ოქტობრიდან სწავლების ფორმატის შესახებ მასში ცვლილების შეტანით: შეიზღუდოს ერთჯერადად კონსულტაციაზე მოსული სტუდენტების რაოდენობა 10-მდე.
საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია
Order N:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
სასწავლო პროცესის, პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის, გამოცდებისა და სამაგისტრო დაცვების ჩატარების წესის შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე
ვბრძანებ:
ონლიან რეჟიმში სწავლების პროცესში მოქმედებს შემდეგი წესები:
1. სტუდენტები ვალდებულები არიან:
- დარეგისტირებული იყვნენ zoom-ისა და ილერნინგის (moodle) პლატფორმაზე თსუ-ს მეილით.
- zoom-ის აპლიკაციით სარგებლობისას გამოიყენონ საკუთარი სახელი და გვარი ისე, რომ ლექტორს შეეძლოს მათი იდენტიფიკაცია.
- ზუმში ლექციაზე დასწრებისას და ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ჩართული ჰქონდეთ მიკროფონი და კამერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ ჩაუთვალოს შესაბამისი აქტივობა (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდგენდეს ის შემთხვევები, როდესაც ლექტორის თხოვნით სასურველია მიკროფონების გამორთვა).
2. პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულები არიან:
- დაგეგმონ ონლიან ლექცია-სემინარები ზუმში და ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სტუდენტებს moodl-ზე გახსნილ სალექციო კურსის ფორუმზე.
- moodl-ის პლატფორმაზე ატვირთონ: სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო მასალა (რიდერი, სახელმძღვანელო) და/ან სილაბუსით გათვალისწინებული დავალებებისა და აქტივობების შესრულებისათვის საჭირო მასალა.
- სტუდენტებს გააცნონ შეფასების სისტემა, დროულად მიაწოდონ შესასრულებელი დავალებების/აქტივობების ვადები და გასწორებული დავალებები / ნამუშევრები.
- ლექციის ზუმის საინდენფიკაციო ბმული, ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
3. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვალდებულები არიან:
- დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, ასევე, კიბერუსაფრთხოების წესები. ლექცია/სემინარების ვიდეოჩანაწერები, ლინკები, ID და პაროლები არ უნდა გაზიარდეს სოციალური მედიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, არ უნდა გადაეცეს მესამე პირს. პირადი მონაცემების გადასაცემად გამოიყენება მხოლოდ LMS და moodl-ის პლატფორმა, თსუ ელფოსტა.
- კომუნიკაციისთვის ისარგებლონ მხოლოდ თსუ-ს და არა - პირადი ელ-ფოსტით.
4. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დადგენილი და შეთანხმებული ცხრილების მიხედვით, რომელიც ატვირთულია ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.
5. ონლიან სწავლების პროცესის მიმდინარეობა Zoom-ის აპლიკაციაში და Moodl-ის პლატფორმაზე სტუდენტებისთვის მასალის მიწოდების და/ან დავალებების შესრულება-გასწორების პროცესი ექვემდებარება მონიტორინგს.
6. სტუდენტებს, რომელთაც აქვთ პრობლემები ინტერნეტთან დაკავშირებით, განცხადებით (შესაბამისი დასაბუთებითა და ახსნა-განმარტებით) უნდა მიმართონ დეკანს 8 ოქტომბრამდე. თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, დავალებების აღდგენის/ჩაბარების ინდივიდუალური განრიგი სტუდენტმა უნდა შეათანხმოს საგნის პედაგოგთან არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ მისცეს სტუდენტს დავალებების აღდგენის საშუალება.
7. პედაგოგიური პრაქტიკა
განათლების დეპარტამენტის სტუდენტები პედაგოგიურ პრაქტიკას გადიან ონლაინ ფორმატში. ხოლო სკოლებში ჰიბრიდული სწავლების ან სრულად საკლასო ოთახში საგაკვეთილო პროცესის აღდგენის შემთხვევაში, სტუდენტები სურვილისამებრ ირჩევენ გაკვეთილებზე დასწრების ონლაინ ან საკლასო ოთახში დაკვირვების ფორმას.
8. პროფესიული პრაქტიკა, პრაქტიკული კურსები
პროფესიული პრაქტიკისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება პრაქტიკის განხორციელების ადგილზე მოქმედი წესების შესაბამისად.
9. გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების ფორმატი და წესები:
- 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამოცდების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მოგვიანებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად.
- შუალედური გამოცდების დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი წესები:
- გამოცდები ჩატარდება თსუ-ის გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის და თსუ-ის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის საფუძველზე (თსუ რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და №182/01-01, 26.12.2013).
- სწავლების სამივე საფეხურზე გამოცდები ხორციელდება მხოლოდ e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში, პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც.
- ფაკულტეტის ყველა პროგრამის გამოცდების ცხრილს გეგმავს საგნის პედაგოგი ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
- გამოცდები ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
- გამოცდების დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge გამოცდამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე.
- გამოცდის მსვლელობის დროს სტუდენთან ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირების შემთხვევაში (დენის, ინტერნეტის გათიშვა), სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით გამოგზავნოს განცხადება ფაკულტეტზე.
- შუალედური და დასკვნითი გამოცდის აღდგენის, ასევე დამატებით გამოცდაზე გასვლის პირობები, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და №182/01-01, 26.12.2013).
- გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოცდის აღდგენა დასაშვებია სტუდენტის განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება იგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
- სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.
- ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის. საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.
- სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.
- ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.
- წერითი და ზეპირი გამოცდის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის თანხმობის შემთხვევაში.
დასკვნითი და დამატებითი გამოცდები:
- დასკვნითი გამოცდების დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების იგივე ფორმატი და წესები, რაც შუალედური გამოცდების შემთხვევაში.
- საბაკალავრო პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი. ხოლო დანარჩენი პროგრამების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.
10 ეპიდსიტუაციის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაცვა განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, მოქმედებს შემდეგი წესები:
- სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.
- სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.
- სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.
- სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
- სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.
11. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
თამარ გაგოშიძე
Order N: 12