Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF PSYCHOLOGY AND EDUCATIONAL SCIENCES
Date
ოქმი N1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 1

4.02. 2021

დღის წესრიგი:

  1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება.
  2. 2021-2022 წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება.
  3. თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობის   კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა და აკადემიური ხარისხის დაზუსტება.
  4. სამაგისტრო პროგრამის: “გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია” დამტკიცება.
  5. ინტერდისციპლინური ცენტრის დებულების დამტკიცება.
  6. პროფესორების დამატებით ანაზღაურების შესახებ.
  7. ასოც.პროფ. გ.ყიფიანის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საგამოცდო რეგულაციების შესახებ.
  8. ასოც.პროფესორ ნ.ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება.
  9. მე-2 კორპუსში ფაკულტეტის კუთვნილი ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის საკითხი.
  10. პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლიდან მათი ანაზღაურების სისტემის შესახებ პრეზენტაცია. მომხსენებელი დ. ჩუბინიძე
  11. სხვა.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, ეთერ ღვინერია.

სტუდენტები:

 ქეთევან ცანავა.

კენჭისყრაში მონაწილეობდა 20  წევრი

განიხილეს:
1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ცვლილებები სილაბუსებში. მან აღნიშნა, რომ სილაბუსები დაეგზავნა საბჭოს წევრებს გასაცნობად. ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა განიხილეს სილაბუსებში შესული ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებები შევიდა: საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“, საბაკალავრო პროგრამის „ოკუპაციური თერაპია“, სამაგისტრო პროგრამის „იურიდიული ფსიქოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „შრომისა და ორგანიზაციის
ფსიქოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“, სადოქტორო პროგრამის „განათლების ფსიქოლოგია’’, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის /300 -კრედიტი/; დამატებით/minor/პროგრამის; მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის; სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ სილაბუსებში (იხ.დანართი1).

კენჭი უყარეს:
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილ სილაბუსებში შესული ცვლილებები.

2. 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა სამაგისტრო პროგრამების ანკეტა-კითხვარი და შესთავაზა ემსჯელათ მისაღებიუ კონტიგენტის რაოდნეობებზე. ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა განიხილეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი. პროფესორმა მზია წერეთელმა მოითხოვა 10 ადგილი სამაგისტრო პროგრამისთვის „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“, ხოლო პროფესორმა ლალი სურმანიძემ მოითხოვა 5 ადგილი სამაგისტრო პროგრამისთვის „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“. სხვა ცვლილება ანკეტა-კითხვარში არ შესულა.
კენჭი უყარეს:
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი წარმოდგენილი ფორმით: განათლების ფსიქოლოგია და კვლევა - 10 ადგილი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია -5 ადგილი, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია -15 ადგილი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 14 ადგილი, იურიდიული ფსიქოლოგია 10 ადგილი, განათლების მეცნიერებები- 60 ადგილი.

3. თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა და აკადემიური ხარისხის დაზუსტება.

ფაკულტეტის საბჭოზე განსახილველდა გამოტანილ იქნა საკითხი, რომელიც ეხებოდა თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების
პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებულის, ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნასა და აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭის ინფორმაცია მიაწოდა საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ. მან აღნიშნა, რომ თსუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურიდან ფაკულტეტზე შემოვიდა წერილი (#22387/10, 23.12.2020), რომელშიც ითხოვენ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნასა და აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და დადგინდა, რომ: ლეილა აშუროვა 2002 წელს (ბრძ. N01/01/32, 28.06.2002 წ. თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) გადაყვანილ იქნა თსუ ქვემო ქართლის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტის (ენა და ლიტ.) სპეციალობის IV კურსიდან V კურსზე. ამასთან, 2003 წელს (ბრძ. N21/01/43, 21.06.2003 წ.თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედ.და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვა დაშვებულ იქნა სახელმწიფო გამოცდაზე. 2003 წელს სახწლმწიფო საგამოცდო კომისიის 28 ივნისის /2003 წ./ გადაწყვეტილებით (ბრძ. N25/01/47, 01. 07. 2003 წ. თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ლეილა აშუროვას მიენიჭა კვალიფიკაცია და მიეცა დიპლომი დაწყებითი განათლების პედაგიგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქმის ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის 2003 წლის კვალიფიკაციის მინიჭების სხდომის ოქმები და ლეილა აშუროვას პირადი საქმე თსუ არქივში გადაცემული არ არის. ლეილა აშუროვას კვალიფიკაციის შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილ დიპლომსა და დიპლომის დანართში, სადაც მითითებულია, რომ ლეილა აშუროვას მიენიჭა დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფაკულტეტი ვალდებულია ლეილა აშუროვას სახელზე გასცეს ახალი დიპლომი მოქმედი ფორმით. ფაკულტეტმა უნდა განსაზღვროს ლეილა აშუროვას დიპლომში მისათითებელი სავალდებულო რეკვიზიტები. კერძოდ, მინიჭებული კვალიფიკაცია და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი. მინიჭებული კვალიფიკაცია განისაზღვროს ლეილა აშუროვას დიპლომზე დაყრდნობით - დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად პირობითად განისაზღვროს ლეილა აშუროვას კვალიფიკაციის მინიჭების ბძანების ნომერი, რომელსაც წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (25/პ). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში. საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და კენჭი უყარა წინადადებას, რომ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლეილა აშუროვას აკადემიურ ხარისხად განისაზღვროს დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 25/პ. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდეს ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალური მომართვის შემთხვევაში.

მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დადგინეს: თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა,
მათ შორის  ლეილა აშუროვას აკადემიური ხარისხად განისაღვროს დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობით. ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 25/პ. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

4. სამაგისტრო პროგრამის: გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა სამაგისტრო პროგრამა „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ და აღნიშნა, რომ პროგრამამ გაიარა ყველა ინსტანცია და მზადაა თსუ ცენტრალურ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში გადასაცემად. ფსიქოლოგიის
პროგრამების შემუშავების კომიტეტზე განხილული იქნა აღნიშნული პროგრამა, მასში შემავალი ყველა სილაბუსი და შესაბამისად და გაკეთდა დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამაგისტრო
პროგრამა მზადაა აკრედიტაციაზე წარსადგენად.

საბჭომ კენჭის უყარა სამაგისტრო პროგრამას „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამა - გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია და გადაეცეს ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრალურ სამსახურს განსხილველად.

5. ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცება
პროფესორმა ლალი სურმანიძემ აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი საუნივერსიტეტო იყო და 2019 წლიდან ის გადაეცა ფაკულტეტს. შესაბამისად, შემუშავდა ფაკულტეტის სტრატეგიული გეგმისა და მიზნების შესაბამისი დებულება, რომელმაც გაიარა იურიდიული სამსახურის ექსპერტიზა. უნდა მოხდეს აღნიშნული ცენტრის დებულების დამტკიცება. საბჭოს წევრებს წინასწარ დაეგზავნათ ცენტრის დებულება, რომელსაც ისინი გაეცნენ. საბჭომ კენჭი უყარა ცენტრის დებულების დამტკიცებას.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დაამტკიცეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე
საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დებულება.

6. პროფესორების დამატებით ანაზღაურების შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ახალი რეგულაცია დამატებით ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საბჭოს წინა დადგენილებით (25.01.2019, N1 საბჭოს სხდომის ოქმი) ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს ვინც არ კითხულობდა ლექციებს სხვა უნივერსიტეტებში დამატებით ანაზღაურებული ჰქონოდათ არა უმეტეს 4 საათისა; ანაზღაურება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დატვირთვა 1 საათს აღემატებოდა. საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს შესთავაზა დამატებითი ანაზღაურების შესახებ მიეღოთ ახალი დადგენილება, რომლის მიხედვით პედაგოგს, სავალდებულო საათობრივი დატვირთვის შემდეგ აუნაზღაურდეს 1-დან 6 საათის ჩათვლით დამატებითი საათები მიუხედავად იმისა კითხულობს თუ არა სხვა უნივერსიტეტში. საბჭომ კენჭი უყარა ცვლილებას: ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს დამატებით
აუნაზღაურდეს მაქსიმუმ 6 საათი.

მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს აუნაზღაურდეს დამატებით არა უმეტეს 6 საათისა.

7. ასოც.პროფ. გ.ყიფიანის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საგამოცდო რეგულაციების შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოც.პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოზე განსახილველად დააყენა ასოც.პროფესორ გიორგი ყიფიანის წინადადებები გამოცდების ჩატარების წესთან
დაკავშირებით. აღნიშნული წინადადებები ეხებოდა წერით გამოცდაზე საგამოცდო საკითხების ხელით დაწერას და ხელნაწერის ჩაბარეას ნაცვლა ვორდის ფაილის გაგზავნისა. ასევე
წამოყენებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სტუდენტმა გამოიყენოს შესაბამისი პარამეტრების მქონე ვიდეოთვალი, რომელიც ლექტორს მისცემს სტუდენტის უახლოესი პერიმეტრის გაკონტროლების საშუალებას. აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფესორებმა ხ. მარწყვიშვილმა, თ. აბაშიძემ. მათ აღნიშნეს, რომ სტუდენტებს არ ექნებათ შესძლებლობა შესაბამისი პარამეტრების ვიდეოკამერით უზრუნველყონ კომპიუტერი დისტანციური გამოცდის პირობებში. ზოგიერთ სტუდენტს არც დისტანციური სწავლებისთვის საჭრო პირობები აქვს და ფაკულტეტი ინდივიდულური, ასინქრონული სწავლების გეგმით უზრუნველყოფს ასეთ სტუდენტებს. საბჭომ განიხილა აღნიშნული წინადადებები და მხოლოდ ერთი წინადადებ დააყენა კენჭის ყრაზე.
საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: სავალდებულოა, სტუდენტმა ჩააბაროს ლექტორს წერითი გამოცდა ღია კითხვების შემთხვევაში ხელნაწერის სახით.
მომხრე: 0
წინააღმდეგი: 20
თავი შეიკავა: 0

8. ასოც.პროფესორ ნ.ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ასოც. პროფესორის ნინო ლაბარტყავას განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ასოც. პროფესორი ლაბარტყავა ითხოვს შემოქმედებით შვებულებაში გასვლას გაზაფხულის სემესტრში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოც. პორფესორს ლაბარტყავას შვებულების პერიოდში
დაგეგმილი აქვს მუშაობა: 1. სამეცნიერო სტატიაზე იმპაქტფაქტორიანი ჟურნალისთვის ადრეული განათლების მიმართულებით (პირობითი სახელწოდებაა - ,,სასკოლო მზაობის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების გზების პილოტირება’’) და 2. დამატებით რიდერზე საგნისთვის ,,ქცევითი პრობლემები სკოლაში’’ . საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა ასოც. პროფესორის ნინო ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულების დამტკიცებას.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: მიეცეს ასოც. პროფესორს ნინო ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება 1 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით.

9. მე-2 კორპუსში ფაკულტეტის კუთვნილი ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო მე-2 კორპუსში მდებარე ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ოთახებთან დაკავშირებული საკითხი. მან აღნიშნა, რომ ცენტრი 3 ოთახით და ბიბლიოთეკით (რომელშიც დაახლოებით 5000 წიგნია) გადმოეცა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს. მე-2 კორპუსის სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დეკანთან საუბარი ჰქონდა ადმინისტრაციას ცენტრის კუთვნილი ფართის 2 ოთახის ერთ აუდიტორიად გადაკეთების თაობაზე, რაზეც მიიღო დეკანის თანხმობა. ამ ეტაპზე საკითხი ეხება ცენტრის კუთვნილ ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე მე-2 კორპუსშია განთავსებული. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ.გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ზოგადად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს პრინციპული მიდგომა საუნივერსიტეტო სივრცეების საერთო სარგებლობაში გამოყენების თაობაზე, რასაც თვითონაც მიესალმება. მისი გადმოცემით, ნამდვილად არ უნდა იყოს ჩაკეტილი სივრცეები და კაბინეტები უნივერსიტეტში და ყველას უნდა შეეძლოს კონკრეტული ფართის გამოყენება. სამწუხაროდ აღნიშნული ბიბლიოთეკის 5000 წიგნი მე-3 კორპუსის ბიბლიოთეკაში ვერ განთავსდება, მეორეც, ეს სივრცე ყოველთვის გამოიყენებოდა ვორქშოფების ჩასატარებლად 20 ადამიანთან და ასევე უცხოელი სტუმრების მისაღებად. ამ ეტაპზე დაგეგმილი იყო ბიბლიოთეკის ფართის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის სივრცედაც გამოყენება, რადგან აღნიშნულ ცენტრს არ აქვს თავისი კუთხე.

აზრი გამოთქვეს:
პროფესორმა ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული სივრცე არ არის ჩაკეტილი და მას იყენებს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც, მათ კორპუსში ფართის სიმცირის გამო. ეს მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ღიაა სტუდენტებისთვის და ასევე იმ ლექტორებისთვის, ვისაც მცირე ვორქშოფების ჩატარება სურთ. ასოც.პროფესორებმა ე. ფირცხალავამ და ლ. არუთინოვმა აღნიშნეს, რომ ეს უნიკალური ბიბლიოთეკაა, რომლის განთავსება ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გამორიცხულია, ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში კი შესაბამისი
ფართი არ არის. ამ ბიბლიოთეკით სარგებლობენ არა მხოლოდ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. ფაკულტეტს არ გააჩნია ისეთი თავისუფალი სივრცე, სადაც ჩატარდებოდა ვორქშოფი, თუნდაც დისერტაციის დაცვა, რომელიც ჩვეულებრივ აუდიტორიაში ხდება. სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტაციაც აუდიტორიაში ან ერთ-ერთი სასწავლო- სამეცნიერო ინსტუტის ოთახში მიმდინარეობს ხოლმე, რაც უხერხულობას ქმნის. ამიტომ
ნიშვნელოვანია მე-2 კორპუსში ამ მულტიფუნქციური სივრცის არსებობა, არა მხოლოდ ფაკულტეტის,არამედ სხვა სტუდენტებისთვისსაც. კენჭი უყარეს წინადადებას: მე-2 კორპუსში შენარჩუნებულ იქნას ფაკულტეტის კუთვნილებაში არსებული ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის ფართი, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც მულტიფუნქციური სივრცე.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შენარჩუნებულ იქნას ფაკულტეტის კუთვნილებაში არსებული ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის ფართი მე-2 კორპუსში, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც მულტიფუნქციური სივრცე.

10. პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლის მარტიდან მათი ანაზღაურების სისტემის შესახებ პრეზენტაცია. მომხსენებელი დ. ჩუბინიძე
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა დიმიტრი ჩუბიძემ გააკეთა მოხსენება პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლიდან მათი
ანაზღაურების სისტემის შესახებ. მან დეტალურად განიხილა სისტემის შემადგენელი კომპონენტები სავალდებულო პედაგოგიური, სამეცნიერი-კვლევითი და სერვისული დატვირთვის
მიმართულებით. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე. გამოთქვეს მოსაზრებები და მომხსენებლს შესთავაზეს გარკვეული ცვლილებების შეტანა, განსაკუთრებით, სამეცნიერი- კვლევითი საქმიანობის შეფასების ნაწილში. საბჭომ იმსჯელა და დიმიტრი ჩუბინიძეს სთხოვა შეჯერებული შენიშვნების გათვალისწინებით ხელმეორედ წარმოადგინოს განსახილველად პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და ანაზღაურების სისტემის საკითხი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე    

 საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1 ის მიხედვით.

2. 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 20 - 25 იანვარი და 18-22 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 2

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“

საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი N1 ის შესაბამისად

2. 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 20 - 25 იანვარი და 18-22 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 3

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასკვნითი გამოცდებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვების ჩატარების წესის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

 დეკანის ბრძანება

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

დასკვნითი გამოცდებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვების ჩატარების წესის შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის 245/01-01,  2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამოცდები და სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ფაკულტეტზე ჩატარდეს დისტანციურად.

2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი და წესი:

1) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი და დამატებითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე და ასევე, სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ხორციელდება მხოლოდ, e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მოითხოვოს მიკროფონისა და კამერის ჩართვა.

2) დაუშვებელია სოციალური ქსელების გამოყენება გამოცდის ჩატარების მიზნით. ლექტორები და სტუდენტები კომუნიკაციისთვის სარგებლობენ თსუ ელ-ფოსტით და elearning-ის პლატფორმით (და არა - ფეისბუკით ან პირადი ელფოსტით). 

3) დასკვნითი და დამატებითი წერითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. დამატებითი და ძირითადი გამოცდა უნდა იყოს ანალოგიური და შეესაბამებოდეს სილაბუსით გაწერილ ფორმატს.

4) ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.

5) ფაკულტეტზე ბაკალავრიატის (ფსიქოლოგიისა და განათლების დეპარტამენტი) პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებისა და ასევე, ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.

6) გამოცდის დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები სემესტრის დასრულებისთანავე წერილობით, წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge

3. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

თუ გამოცდის მიმდინარეობის დროს სტუდენტთან დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი (დენის, ინტერნეტის გათიშვა), მაშინ ის ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პედაგოგს და/ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით აგზავნის განცხადებას ფაკულტეტზე.

4. გამოცდის გადავადება, საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება,  სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა.

1) გამოცდის გადავადება, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და  თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).

2) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) ძირითადი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი.

5. საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება. 

1) სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.

2) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის.

3) საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.

6. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

1) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.

2) სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.

3) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.

4) სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

7. საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელება, პერსონალური მონაცემების დაცვა

1) სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.

2) წერითი და ზეპირი გამოცდის, ასევე, სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.

8. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 1

ოქმი N17

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 17

17.12. 2020

დღის წესრიგი:  

  1. 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიში
  2. 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება
  3. პროფესორ ნანა სუმბაძის შემოქმედებითი შვებულების საკითხი

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, თამარ აბაშიძე, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ნინო ლაბარტყავა, მაია მესტვირიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევა ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

დიანა ზვიადაძე, ქეთევან ცანავა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი.

სხდომა ჩატარდა ზუმის აპლიკაციით.

განიხილეს:

1. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით.

ფაკულტეტის დეკანმა და საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თ. გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა 2020 წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან ხარჯვის შესახებ ინფორმაცია.

  • კერძოდ, 2020 წლის მარტის დასაწყისში ჩატარდა მუსიკათერაპიის ვოქრშოფი, რომელიც მოწვეულმა სპეციალისტებმა მარინა ალთუნაშვილმა და სუზან მეცნერმა. უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების ანაზღაურებაში დაიხარჯა 1500 ლარი. სასტუმროს მომსახურების(ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა) ხარჯები - 2290ლარი; აეროპორტში დახვედრა, გაცილება, მგზავრობის ხარჯები - 2900 ლარი;
  • რიდერების და წიგნების თარგმნის და რედაქტირების ანაზღაურება - 6665 ლარი; მომზადდა რიდერები და მეთოდიკების აღწერილობა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კურსისთვის და ასევე რედაქტირებულ იქნა ლ. ხეჩუაშვილის მონოგრაფია „ ცხოვრების ისტორია და ტრანსფორმაციული გამოცდილებები“.
  • მივლინება ქვეყნის გარეთ - 10228 ლარი; პანდემიის პირობებში ეს მუხლი ვერ გაიხარჯა.
  • მიღებებისა და ოფიციალური სადილის, წვეულებისა და სხვა ღონისძიებების ხარჯები - 5182 ლარი;
  • წიგნადი ფონდი - 4000 ლარი;
  • პროფესორების დაჯილდოება სტატიის გამოქვეყნების გამო: 8*2500=20000. სასიხარულოა, რომ წელს 8 სტატია გამოქვეყნდა იმპაქტ-ფაქტორიან, მაღალი აკადემიური დონის საერთაშორისო ჟურნალებში.

აზრი გამოთქვეს: პროფ. ქ. ჭკუსელმა იკითხა, რა ბედი ეწია გაუხარჯავ ბიუჯეტს და შესაძლებელია თუ არა დაზოგილი თანხების გამოყენება შემდეგ წელს. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია დაზოგილი თანხების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ფაკულტეტის საჭიროების მიხედვით გამოყენება, თუმცა არა მიმდინარე, არამედ მომავალი წლის ბიუჯეტში. ამისათვის აუცილებელია ბიუჯეტის კვარტალური მონიტორინგი და დროული გადაწყვეტილება გაუხარჯავი თანხების დაგეგმვის შესახებ.

საბჭომ იმსჯელა დეკანის ანგარიშზე 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და ერთხმად დაამტკიცა.

 მომხრე: 19

 წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას დეკანის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.

2. ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ საბჭოს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტი. მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს დაეგზავნათ ბიუჯეტი გასაცნობად და შეამჩნევდნენ, რომ ფაკულტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი მომატებულია. ისევ იქნება შესაძლებლობა პროფესორების წახალისების სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ასევე საფაკულტეტო პიერდ-რევიუ ორენოვანი ჟურნალის გამოცემისთვის, რიდერებისთვის.

საბჭომ იმსჯელა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საკითხებზე და ერთხმად დაამტკიცა.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტი.

3. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს გააცნო პროფესორ ნ. სუმბაძის წერილი შემოქმედებითი შვებულების თაობაზე. ნ. სუმბაძე ითხოვს შემოქმედებით შვებულებას მე-2 სემესტრში სახელმძღვანელოზე მუშაობის დასასრულებლად.

საბჭოს მდივანმა, ი. ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა ნ. სუმბაძისთვის შემოქმედებითი შვებულების შუამდგომლობის საკითხი.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაადგინეს: გაეწიოს შუმადგომლობა პროფესორ ნ. სუმბაძეს შემოქმედებითი შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით გაზაფხულის სემესტრში - 1 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

ოქმი N16

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 16

3.12. 2020

დღის წესრიგი:  

  1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის მიერ   პროგრამის შესრულების საკითხი
  2. ბაკალავრიატის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარების განხილვა და დამტკიცება

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა.

ასისტენტ პროფესორები:

ნინო ლაბარტყავა, თეონა ლოდია.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევა ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

განიხილეს:

1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის მიერ   პროგრამის შესრულების საკითხი

საბჭომ განიხილა საკითხი, რომელიც ეხებოდა მსმენელ გვანცა აბულაძის მიერ მასწავლებლის მომზადების პროგრამის შესრულებას.

საბჭომ კენჭი უყარეს საკითხ: გაფორმდეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის გვანცა აბულაძის  მიერ 2020 წელს პროგრამის შესრულება.

 მომხრე: 19

 წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მსმენელ გვანცა აბულაძის მიერ 2020 წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისური ენა-საბაზო და საშუალო საფეხური) შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ბაკალავრიატის 2021-2022 წლის  ანკეტა-კითხვარების განხილვა და დამტკიცება

საბჭოს წევრებს წინასწარ დაეგზავნათ ბაკალავრიატის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარები. საბჭოს წინაშე წარდგენილი იყო ანკეტა-კითხვარები შემდეგი პროგრამებისათვის: ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები ითხოვენ 225 ადგილს. ჩაბარდება შესაბამისი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), უცხოური ენა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისტორიისთვის 40, ხოლო მათემატიკისთვის 25). მათთვის ვინც აირჩევს მათემატიკას გამოიყოფა 70 ადგილი, ხოლო - ისტორიისთვის 155.

საბჭომ კენჭი უყარა ფსიქოლოგიის პროგრამის ანკეტა - კითხვარს.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: ფსიქოლოგიის პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის თანახმად ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამისათვის გამოიყოფა 225 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), უცხოური ენა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისტორიისთვის 40, ხოლო მათემატიკისთვის 25.  მათთვის ვინც აირჩევს მათემატიკას გამოიყოფა 70 ადგილი, ხოლო - ისტორიისთვის 155.

  • მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო   პროგრამის ხელმძღვანელი ითხოვს 50 ადგილს. ბარდება შესაბამისი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 6; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51), უცხოური ენა (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 3; მათემატიკისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21, ხოლო ისტორიისთვის 41).  ადგილების კვოტა საგნების მიხედვით თანაბრად არის გადანაწილებული (მათემატიკა - 25 ადგილი, ისტორია - 25 ადგილი).

საბჭომ კენჭი უყარა მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამის ანკეტა-კითხვარს.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ანკეტა-კითხვარი რომლის თანახმად პროგრამისათვის გამოიყოფა 50 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 6; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51), უცხოური ენა (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 3; მათემატიკისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21, ხოლო ისტორიისთვის 41).  ადგილების კვოტა საგნების მიხედვით თანაბრად არის გადანაწილებული (მათემატიკა - 25 ადგილი, ისტორია - 25 ადგილი).

  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა

ფაკულტეტის საბჭოზე, ასევე განიხილეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის მიხედვითაც პროგრამის ხელმძღვანელი ითხოვს 75 ადგილს; ჩასაბარებელი გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 50), უცხოური ენა (კოეფიციენტი 2; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 30), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: მათემატიკა - 45, ხოლო ისტორია - 30 ადგილი.

საბჭომ კენჭი უყარა  დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარს

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის მიხედვითაც პროგრამისთვის გამოიყოფა  75 ადგილი; ჩასაბარებელი გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 50), უცხოური ენა (კოეფიციენტი 2; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 30), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით: მათემატიკა - 45, ხოლო ისტორია - 30 ადგილი.

  • ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ხელმზღვანელი ითხოვს 20 ადგილს. პროგრამაზე მისაღები გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), უცხოური ენა (ინგლისური; კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ბიოლოგია (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა (კოეფიციენტი 1; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათემატიკისთვის 21, ფიზიკა/ქიმია 26). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: ფიზიკა -3, ქიმია -3, მათემატიკა - 14. 

საბჭომ კენჭი უყარა ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარს.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის თანახმადაც პროგრამისთვის უნდა გამოიყოს 20 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), უცხოური ენა (ინგლისური; კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ბიოლოგია ( კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა (კოეფიციენტი 1; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათემატიკისთვის 21, ფიზიკა/ქიმია 26). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: ფიზიკა -3, ქიმია -3, მათემატიკა - 14. 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის შესახებ

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანების პუნქტ „1“-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2020 წლის 19 ნოემბრიდან   4 დეკემბრის ჩათვლით.

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge;

2.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას;

3.ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს;

4.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა                          

ფაკულტეტის დეკანი

View More

Order N: 11

ოქმი N15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 15

24.11. 2020

დღის წესრიგი:  

  1. ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის აკადემიური ხარისხის მინიჭების წარდგინება;
  2. ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის 2004  წლის კურსდამთავრებულ ლარისა პატარაიას დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა;
  3. ფაკულტეტის  კვლევის ინსტიტუტიციური განხილვის კომიტეტის დებულების დამტკიცება;
  4. ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება;
  5. უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ღირებულების განსაზღვრა;
  6. სხვა

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ანასტასია ქიტიაშვილი, მაია მესტვირიშვილი.

ასოცირებული პროფესორი : 

ზაქარია ქიტიაშვილი, ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

განიხილეს შემდეგი საკითხები

1. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხი:

I.მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა ,,ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“

 დიპლომი წარჩინებით

  1.  ასათიანი ანა                                     

დიპლომი ჩვეულებრივი

  1.    ჯანიაშვილი ვანო                           

კენჭი უყარეს წინადადებას: ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

II. მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“

დიპლომი წარჩინებით

  1. შეყლაშვილი თინათინ            

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ალიევა კონულ                     
  2. ლალიაშვილი თამარ           
  3. მახარაძე გივი                        

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

  მომხრე: 19

  წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

III. მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,, იურიდიული ფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით

  1. კაბულაშვილი ანა                
  2. კორძახია ქეთევანი              
  3. ნასარიძე მარიამ                    

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ითაშვილი სალომე              
  2. შენგელია ლელა                   

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

IV. მიენიჭოს კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. მიროტაძე ანნა                                    

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოს კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

V. მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით

  1. გამყრელიძე თინათინ                    
  2. გერგაული ანა 
  3. ტაბატაძე ნინო                                 

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. არაყიშვილი ქეთევან                     
  2. ბიკაშვილი ნინო                              
  3. რამიშვილი ნანა                              
  4. შოთნიაშვილი ანა                            

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VI. მიენიჭოთ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“

დიპლომი წარჩინებით

  1. ლეკვეიშვილი მარიამ             
  2. დიპლომი ჩვეულებრივი
  3. ჯიქიძე ეკატერინე                    

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VII. მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. აქიაშვილი თამთა                   

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცე შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VIII. მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

 დიპლომი წარჩინებით

  1. აგაჯანოვა ფატმა             
  2. ანთიძე თამთა                 
  3. ბებრიშვილი მარიამი     
  4. ბეგაშვილი ნინო             
  5. კურმაშვილი ქეთი          
  6. მანდარია თამთა             
  7. ნოზაძე თამარ                 
  8. ქარდავა თეონა               
  9. ჩაფიძე მარიკა                 

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. არუთინიანი სერგო        
  2. ასლამაზიშვილი ლალი
  3. გველესიანი სოფიკო      
  4. ეცადეიშვილი თინა        
  5. კაციტაძე მირანდა          
  6. ლეშკაშელი ნინო         
  7. მარიამიძე ეკა               
  8. სუხიაშვილი მერი        
  9. ქველიძე ნატო              
  10. ჩოქური ელენე             
  11. ჯამაგიძე ეკა                

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

IX. მიენიჭოთ  მასწავლებლის განათლების მაგისტრის   აკადემიური  ხარისხი  და  მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი  - ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა

დიპლომი წარჩინებით

  1. ბერულავა სოფიო      
  2. მამფორია მარიამ       
  3. პაპოშვილი ანა           

 დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ესტატეშვილი მარი  
  2. ლუტიძე ლანა           
  3. ფუტკარაძე მარინა   

სწავლების ძირითადი დარგი - გერმანული ენის  სწავლების მეთოდიკა

დიპლომი წარჩინებით

გარუჩავა ანა            

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ  მასწავლებლის განათლების მაგისტრის   აკადემიური  ხარისხი  და  მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

2. ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის 2004  წლის კურსდამთავრებულ ლარისა პატარაიას დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ი. ჟვანიამ საბჭოს მოახსენა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის  ბაკალავრიატის 2004  წლის კურსდამთავრებულ ლარისა პატარაიას დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნასა და მინიჭებული აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. საბჭო დეტალურად გაეცნო აღნიშნულ საკითხს. აღინიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ შესწორება უნდა შევიდეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 2004 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  14 ივნისის ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობის ოქმში და მინიჭებული კვალიფიკაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

საბჭომ კენჭი უყარა შესწორების შეტანას:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფსიქოლოგიის   ფაკულტეტის  ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობის 2004  წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლარისა პატარაიას  აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 4/პ, ხოლო აკადემიურ ხარისხად განისაზღვროს ფსიქოლოგიის  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

3. ფაკულტეტის კვლევის ინსტიტუციური განხილვის დებულების განხილვა და კომიტეტის შექმნა

ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით უკვე სამი წელია მიმდინარებს ფაკულტეტზე კვლევის განხილვის კომიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტის შემუშავება. ეს დოკუმენტი ეყრდნობა ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის დებულებას. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტზე არსებობდეს ასეთი კომიტეტი, რაც საბჭოს წევრებმაც გაიზიარეს. შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭოზე დადგა საკითხი კვლევის საფაკულტეტო განხილვის საბჭოს დაარსების შესახებ.

აზრი გამოთქვეს: ასოც.პროფესორებმა ლ. ხეჩუაშვილმა, ხ. მარწყვიშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციებისთვის, რადგან ითხოვენ ადამიანებზე, როგორც კვლევის სუბიექტებზე ჩატარებული კვლევის ეთიკური პრინციპების განხილვის შედეგს და კომიტეტის დასკვნას.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა კვლევის საფაკულტეტო განხილვის კომიტეტის დებულებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დადაგინეს: მიღებულ იქნას კვლევის საფაკულტეტო განხილვის კომიტეტის დებულება. დაევალოთ ინსტიტუტების ხელმძღვანელებს წარმოადგინონ კომიტეტში თითო წევრი.

4. ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ დააყენა საკითხი ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რადგან მისი წევრი ასოც.პროფესორი გ.გოროშიძე აღარ არის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. მან საბჭოს შესთავაზა საგამომცემლო საბჭოს წევრების დამტკიცება შემდეგი შემადგენლობით: მ. წერეთელი, ი. კუტალაძე, ლ. არუთინოვი, ქ. ჭკუასელი, ი. პეტრიაშვილი, ი. აფთარაშვილი, ე. ფირცხალავა, ხ. მარწყვიშვილი, მ დესპოტაშვილი, შ.მამუკაძე. საბჭოს თავმჯდომარე თ. გაგოშიძე.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და კენჭი უყარეს ფაკულტეტის საგამამოცემლო საბჭოს შემადგენლობას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ:   პროფესორები: მზია წერეთელი, იამზე კუტალაძე,  ქეთევან ჭკუასელი. ასოცირებული პროფესორები: ლუიზა არუთინოვი, იზაბელა პეტრიაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ია აფთარაშვილი, შორენა მამუკაძე, მედეა დესპოტაშვილი. საბჭოს თავმჯდომარეა პროფესორი თ. გაგოშიძე

5. უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ღირებულების განსაზღვრა

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ საბჭომ უნდა იმსჯელოს და განსაზღვროს უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასური. იქვე აღნიშნა, რომ საფასურის განსაზღვრა ფაკულტეტს დამოუკიდებლად შეუძლია. საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და შეთანხმდნენ, რომ უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასური სახელმწიფო გრანტის ორმაგი ოდენობით განისაზღვროს.

საბჭომ კენჭი უყარა უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის სახელმწიფო გრანტის ორმაგი ოდენობით განსაზღვრის საკითხს.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასური შეესაბამება სახელმწიფო გრანტის ორმაგ ოდენობას - 4500 ლარს.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01   ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.გამოცხადეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2020 წლის 19 ნოემბრიდან   27 ნოემბრის ჩათვლით.

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge;

2.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 2 /შევსებული ცხრილი - მათი  დამადასტურებელი  დოკუმენტაციით);

დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

3.კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2020 წლის 9 დეკემბრისა.

4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.

5.ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.

6.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა                             

ფაკულტეტის დეკანი                                                                       

View More

Order N: 10

ოქმი N14

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის ოქმი N 14

28.09. 2020

დღის წესრიგი:

  1. განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის - „განათლების მეცნიერებები“ - აკრედიტაციის პროცესში საექსპერტო დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებების შესახებ.
  2. საბაკალავრო პროგრამაში "ოკუპაციური თერაპია" ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგებით გამოწვეული ცვლილებების შესახებ.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად. საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტი წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

მზია წერეთელი, ლალი სურმანიძე.

ასოცირებული პროფესორები :

ირინე ჟვანია, ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე, მედეა დესპოტაშვილი, ანასტასია ქიტიაშვილივ, ლუიზა არუთინოვა, მანანა მელიქიშვილი.

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

ქეტი ცანავა, მარინა ბორჩაშვილი.

ელექტრონულ კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 21 წევრი. განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის -

„განათლების მეცნიერებები" - აკრედიტაციის პროცესში საექსპერტო დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებების შესახებ.

მოისმინეს:

ფაკულტეტის საბჭომ იმსკელა საკითხზე, რომელიც ეხებოდა განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“

აკრედიტაციის პროცესში საექსპერტო დასკვნაში წარმოდგენილი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ:

  • „აუცილებელია განისაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები და საკანონმდებლო მოთხოვნები. ასევე, უნდა განისაზღვროს ქართულ ენაში მინიმალური ენობრივი კომპეტენცია“ - შესაბამისად, არაქართულენოვანი პირების პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნები, რომელიც ასახული იყო პროგრამის დანართად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, აისახა პროგრამის სტრუქტურაშიც პროგრამაზე დაშვების წინაპირობებში/იხ.დანართი 1 - პროგრამის ჩარჩო და სტრუქტურა/ ;
  • „აუცილებელია, პრაქტიკული კვლევის სასწავლო კურსს წინაპირობად განესაზღვროს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების სასწავლო კურსი. „ - შესაბამისად, განისაზღვრა პრაქტიკული კვლევის კურსის წინაპირობა, რაც აისახა როგორც სასწავლო კურსში, ასევე პროგრამის სტრუქტურაში. /იხ.დანართი 2 ,3 - კვლევის პრაქტიკული კურსი, დანართი 1 - პროგრამის სტრუქტურა /

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: არაქართულენოვანი პირების პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნები, რომელიც ასახული იყო პროგრამის დანართად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, აისახება პროგრამის სტრუქტურაშიც პროგრამაზე დაშვების წინაპირობებში/იხ.დანართი 1 - პროგრამის ჩარჩო და სტრუქტურა/;

განისაზღვროს პრაქტიკული კვლევის კურსის წინაპირობა, რაც უნდა აისახოს, როგორც სასწავლო კურსში, ასევე პროგრამის სტრუქტურაში. /იხ.დანართი 2 ,3 - კვლევის პრაქტიკული კურსი, დანართი 1 - პროგრამის სტრუქტურა /.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

 

View More

Order N:

2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი

 სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი


ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების, სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გადადის სწავლების ორგანიზების ე.წ. შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე. მოდელი გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას როგორც სააუდიტორიო, ასევე, დისტანციურ რეჟიმში. 
საბაკალავრო საფეხურზე სემესტრი დაყოფილი იქნება ე.წ. ონლაინ და სააუდიტორიო დღეებად და კვირებად . ფსიქოლოგიისა და განათლების დეპარტამენტებისთვის მონაცვლეობით გამოიყოფა ონლაინ და სააუდიტორიო კვირები. პირველ, მესამე, მეხუთე და ა.შ. კვირებში სრულ ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში სწავლობს განათლების დეპარტამენტი ფსიქოლოგიის დეპარტამენტს  კი ამ კვირების განმავლობაში აქვს სააუდიტორიო სწავლება. მეორე, მეოთხე, მეექვსე და ა.შ. კვირაში კი - პირიქით.
ფაკულტეტის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ყველა კურსი (გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მაგ. პრაქტიკული კურსები) გადადის სრულ დისტანციურ სწავლებაზე და ამისათვის იყენებს zoom-ის აპლიკაციასა და ილერნინგის პლატფორმას.

ონლაინ (ზუმის) კვირები


ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა ლექციადა სემინარი ტარდება ზუმში (გამონაკლისს წარმოადგენს ინგლისური ენა, რომელიც მთელი სემესტრის განმავლობაში ტარდება აუდიტორიაში). 
ონლიან ლექციები და სემინარები ტარდება დამტკიცებული ცხრილის მიხედვით სინქრონულ რეჟიმში.

სააუდიტორიო კვირები


ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
სააუდიტორიო კვირებში აუდიტორიებში გადაინაცვლებს: 
•    დიდი (100 და მეტი სტუდენტი) სავალდებულო და პირველი დონის არჩევითის ბლოკის საგნების სემინარები (პირველი და მეორე მესამე დონის დიდი, სავალდებულო საგნების და ასევე, პირველი დონის ყველა დიდი საგნის სემინარები).
•    პრაქტიკული საგნები (მაგ. როგორებიცაა ტრენინგები, კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში, აკადემიური წერა). 
•    ასევე, მესამე დონის ე.წ. პატარა (30 სტუდენტი) საგნები სემინარებიანად (მაგ. პათოფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგიის საფუძვლები, ფსიქ. დიაგნოსტიკა, ფსიქ. კონსულტაცია და სხვ.) 
 
მუდმივად ონლაინ რეჟიმში რჩება: 
დიდი (100 და მეტი სტუდენტი) სავალდებულო და პირველი დონის არჩევითის ბლოკის საგნების ლექციები; 2 (და მეტ) სემინარიანი არჩევითი კურსების ლექციები თავისი სემინარებით (მეორე და მესამე დონის არჩევითი საგნების დიდი ჯგუფები, მაგ. ქცევის გამოყენებითი ანალიზი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, პოლიტიკური ფსიქოლოგია და სხვ.); ასევე, სტატისტიკა 1-ის სასემინარო და სალექციო ჯგუფები.
შესაბამისად, საგნების ნაწილი რჩება სრულიად ონლაინ რეჟიმში, ნაწილი კი - კვირა გამოშვებით ტარდება აუდიტორიაში. 

განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამები
სააუდიტორიო კვირებში აუდიტორიებში გადაინაცვლებს განათლების დეპარტამენტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის, მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამისა და ასევე, განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სასემინარო/პატარა სალექციო (50 სტუდენტამდე) ჯგუფები.
დიდი საგნები (50 და მეტი სტუდენტი) რჩება ონლაინ რეჟიმში.
მულტილინგვური განათლების პროგრამის პირველი-მეორე კურსის სწავლება მიმდინარეობს სააუდიტორიო, მესამე და მეოთხე კურსის კი - დისტანციურ რეჟიმში.

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა
•    პროგრამის ფარგლებში თეორიული საგნების სწავლება წარიმართება ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. რამდენიმე საგანში, ძირითადად, პირველი კურსის შემთხვევაში თეორიული კურსის შემთხვევაშიც 3-5 შეხვედრა დაინიშნება სემესტრის განმავლობაში, ჯგუფის და სწავლების პროცესის გასაცნობად და ჯგუფის შესაკვრელად. 
•    კურსები, რომლებიც უნარ-ჩვევას მოიცავს, ჩატარდება სტუდენტებთან შეხვედრით. პირველი და მეორე კურსი დაიყოფა 5-7 კაციან ჯგუფებად. 
•    მესამე კურსზე და მეოთხე კურსზე (5-5 სტუდენტი) სწავლება წარიმართება დისტანციურად.
•    პრაქტიკა ჩატარდება პრაქტიკის ბაზებზე ან თემში, იმ წესების დაცვით, რაც დაწესებულებაში ან საზოგადოებაში იქნება. 


 
ონლიან რეჟიმში სწავლების პროცესში მოქმედებს შემდეგი წესები


სტუდენტები ვალდებულები არიან:
•    დარეგისტირდნენ zoom-ისა და ილერნინგის (moodle) პლატფორმაზე თსუ-ს მეილით.
•    zoom-ის აპლიკაციით სარგებლობისას გამოიყენონ საკუთარი სახელი და გვარი ისე, რომ ლექტორმა შეეძლოს მათი იდენტიფიკაცია. 
•    ზუმში ლექციაზე დასწრებისას და ასევე, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ჩართული ჰქონდეთ მიკროფონი და კამერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ ჩაუთვალოს შესაბამისი აქტივობა (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდგენდეს ის შემთხვევები, როდესაც ლექტორის თხოვნით სასურველია მიკროფონების გამორთვა).
პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულები არიან: 
•    დაგეგმონ ონლიან ლექცია-სემინარები ზუმში და ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სტუდენტებს moodl-ზე გახსნილ სალექციო კურსის ფორუმზე. 
•    moodl-ისპლატფორმაზე ატვირთონ: სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო მასალა (რიდერი, სახელმძღვანელო) და/ან სილაბუსით გათვალისწინებული დავალებებისა და აქტივობების შესრულებისათვის საჭირო მასალა. 
•    სტუდენტებს გააცნონ შეფასების სისტემა, დროულად მიაწოდონ შესასრულებელი დავალებების/აქტივობების ვადები და გასწორებული დავალებები / ნამუშევრები. 
•    ლექციის ზუმის საინდენფიკაციო ბმული, ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. 

 

* * * * * *


•    პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა უნდა დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, ასევე, კიბერუსაფრთხოების წესები. ლექცია/სემინარების ვიდეოჩანაწერები, ლინკები, ID და პაროლები არ უნდა გაზიარდეს სოციალური მედიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, არ უნდა გადაეცეს მესამე პირს. პირადი მონაცემების გადასაცემად გამოიყენება მხოლოდ LMS და moodl-ის პლატფორმა, თსუ ელფოსტა. 
•    პედაგოგები და სტუდენტები კომუნიკაციისთვის სარგებლობენ მხოლოდ თსუ-ს და არა - პირადი ელ-ფოსტით. 
•    სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დადგენილი და შეთანხმებული ცხრილების მიხედვით, რომელიც ატვირთულია ფაკულტეტის ვებ-გვერდზე. 
•    სააუდიტორიო და ზუმის სალექციო ცხრილიდგება ცენტრალიზებულად ფაკულტეტის ყველა პროგრამისთვის. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისთვის ცნობილია ყველა საგნის ზუმის შესაბამისილინკი/ ID და პაროლი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). 
•    ონლიან სწავლების პროცესის მიმდინარეობა Zoom-ის აპლიკაციაში და Moodl-ის პლატფორმაზე სტუდენტებისთვის მასალის მიწოდების და/ან დავალებების შესრულება-გასწორების პროცესი ექვემდებარება მონიტორინგს.
 

View More

Order N:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ


ძვირფასო სტუდენტებო, ელექტრონული (ონლაინ) სწავლებისას გამოიყენება მასალები, რომლებიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. ასეთია ლექციების აუდიო/ვიდეოჩანაწერები, ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტომასალა (ხმა, გამოსახულება და ა.შ.), მათ შორის, ე.წ. „სქრინშოთი". ამ მონაცემთა დაცვა ითვალისწინებს მათ მოსმენას, შენახვასა და სხვა პირებისთვის გაზიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ასახულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში. ამგვარად, ყოველი თქვენგანის, აგრეთვე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა პერსონალური მონაცემების გამოყენებისას ეს გარემოება უნდა იქნეს გათვალისწინებული.
შესაბამისად, საგანგებო ვითარებაში პროფესორთა მიერ საკუთარი სტუდენტებისათვის ელექტრონული ფორმატით მიწოდებული სალექციო მასალები (პოდკასტები, ვიდეო/აუდიოლექციები) გამოყენებულ უნდა იქნეს:

  • მხოლოდ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ;
  • მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის - ჩანაწერები გამოიყენება მხოლოდ დანიშნულებისამებრ სარგებლობისთვის;
  • არ შეიძლება მათი გაზიარება არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის და სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის;
  • არ შეიძლება მათი გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით და ან სხვა ნებისმიერი საშუალებით;
  • არ უნდა აქციოთ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომად;

გაფრთხილებთ:

ამ წესთა უგულებელყოფა ქმნის ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის საფრთხეს, რამაც შეიძლება შექმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის პრეცენდენტი.
გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების შესახებ აცნობოთ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს ელექტრონულ ფოსტაზე: tsu.psychology@tsu.ge

View More

Order N:

ოქმი N13

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის

ოქმი N 13

17.09. 2020

დღის წესრიგი:

  1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტაკითხვარის დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად. საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტი წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

მზია წერეთელი ლალი სურმანიძე

ასოცირებული პროფესორები :

ირინე ჟვანია, ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე, მანანა მელიქიშვილი, ლუიზა არუთინოვი

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

ქეთევან ცანავა

ელექტრონულ კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 19 წევრი.

განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება

მოისმინეს:

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ ანკეტა-კითხვარის მიხედვით იყო კვოტა 100 ადგილი. აპლიკანტების და განათლების დეპარტამენტის თხოვნით დაემატა 25 ადგილი (სულ 125). 60 კრედიტიანი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილები განაწილებულია საგნებისა და მოდულების მიხედვით. კერძოდ,

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) 35 2150 27
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) 3 2150 3
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური) 10 2150 10
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური) 6 2250 6
სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური) 21 2250 15
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) 1 2250 1
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური) 4 2250 4
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 8 2250 7
ინგლისური ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 28 2250 19
გერმანული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 2 2250 2
ფრანგული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 1 2250 1
რუსული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 6 2250 5

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარის დამტკიცებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობის დაფინანსების წესი

საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობის დაფინანსების წესი

მუხლი 1. მიზანი

საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტი) სტუდენტების მონაწილეობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტის ჩართვას საერთაშორისო სასწავლო

და კვლევითი პროექტების, ასევე პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა

და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში.

მუხლი 2. დაფინანსების მოთხოვნის უფლების მქონე პირი

1. ამ წესის მიზნებისათვის დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვს ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტს/სტუდენტთა ჯგუფს.

მუხლი 3. დაფინანსების ობიექტები

1. ფაკულტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი კატეგორიის აქტივობები:

ა) საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობა;

ბ) კვლევით პროექტებში მონაწილეობა;

გ) საერთაშორისო მოდელირებებში მონაწილეობა;

დ) გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;

ე) სტაჟირება, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში (ტრენინგები, სემინარები და სხვა) და სასწავლო კურსებში მონაწილეობა;

ვ) საზაფხულო და სხვა სკოლები;

ზ) სტუდენტური კონგრესები, სიმპოზიუმები, შეხვედრები და სხვა სტუდენტური პროექტები;

2. დაფინანსების მიზნების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ენიჭებათ ამ მუხლის პირველი ფუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ აქტივობებს.

მუხლი 4. ანაზღაურების სახეები და ოდენობები

1. ფაკულტეტის მიერ შეიძლება ანაზღაურდეს, ან დაფინანსდეს სტუდენტის მგზავრობის ხარჯი, საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯი და ღონისძიებაში მონაწილეობის საფასური. დაუშვებელია სტუდენტის სხვა ხარჯ(ებ)ის დაფინანსება.

2. ანაზღაურების ოდენობები, დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით,

განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ბაკალავრიატის სტუდენტისათვის:

ა.ა) არაუმეტეს 1500 ლარი;

ა.ბ) სხვა კონტინენტზე გამართული აქტივობის შემთხვევაში არაუმეტეს 2000 ლარი;

ბ) მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტისათვის არაუმეტეს 2500 ლარი;

ბ.ბ) სხვა კონტინენტზე გამართული აქტივობის შემთხვევაში არაუმეტეს 3000 ლარი;

3. ერთი და იგივე სტუდენტი შეიძლება დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 5. სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგიონოს დეკანის სახელზე დაწერილი განცხადება და მას უნდა დაურთოს:

ა) მოწვევა და მოწვევის ქართული თარგამანი, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული მთარგმნელის მიერ;

ბ) მგზავრობის ინვოისის დედანი ან გადახდის ქვითარი;

გ) სტუდენტის ცნობა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა სტუდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც გაამყარებს საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებაში მისი მონაწილეობისა და დაფინანსების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

მუხლი 6. განაცხადების განმხილველი კომისია

1. კონკრეტული სტუდენტის სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, დეკანის ბრძანებით ფაკულტეტზე იქმნება სტუდენტთა განაცხადების განმხილველი კომისია (შემდგომში - კომისია), რომლის შემადგენლობაში შედის მიმართულებების მიერ ნომინირებული ფაკულტეტის თითოეული მიმართულების აკადემიური პერსონალიდან არანაკლებ ერთი წარმომადგენელი და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის საბჭოში არჩეული ერთი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. კომისიას თავმჯდომარეობს დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში.

2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. კომისიის გადაწყვეტილების მისაღება აუცილებელია კომისიის ნახევარზე მეტი წევრების სხდომაზე დასწრება, ან კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა.

3. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დეკანის მოადგილის ხმა.

4. კომისიის სხდომებზე წარმოებს სხდომის ოქმი.

5. სტუდენტთა განცხადებების განხილვის საფუძველზე, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღება, წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი წერილის გაგზავნის საფუძველს.

View More

Order N:

სტუდენტთაგან(ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატების შერჩევის წესი

ა(ა)იპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან(ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატების შერჩევის წესი

1. თსუ–ის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე (შემდგომში – ფაკულტეტი) საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სწავლის საფასურის სემესტრულ დაფინანსებას ფაკულტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების  გათვალისწინებით, მათი შერჩევის საფუძველზე. 

2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის შესარჩევ მაგისტრატურის სტუდენტთა შეფასება ხდება სტუდენტის წინა სემესტრის GPA-ს საფუძველზე. კერძოდ,  დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას იღებს წინა სემესტრში არანაკლებ 3.33 GPA-ს მქონე სტუდენტი, რომელსაც იმავე სემესტრში დაგროვილი აქვს არანაკლებ 30 კრედიტი. 

3. მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტების შეფასება ხდება უნივერსიტეტის მიერ სამაგისტრო პროგრამაზე დაწესებულ მისაღებ გამოცდაზე, გასაუბრებაზე და გამოცდა-გასაუბრებაზე, სტუდენტის მიერ კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე შესაბამის სპეციალობაში მიღებული ქულების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე. 

(ა) სტუდენტებს, რომლებსაც სპეციალობაში მიღებული ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ, დაფინანსდებიან თანხის თანაბარი რაოდენობით.

4. ფაკულტეტისათვის გამოყოფილი საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებს შორის თანხის ოდენობებს ანაწილებს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების თაობაზე. 

5. მაგისტრატურის სტუდენტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა, ამ წესის მე–6 პუნქტის გათვალისწინებით, ნაწილდება ფაკულტეტის ორ დეპარტამენტზე - ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტებზე, გრანტის არმქონე სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად. 

6. მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრება მაგისტრატურის საფეხურისთვის გამოყოფილი საერთო თანხის 25%–მდე ოდენობით.

7. მაგისტრატურის სტუდენტთა სწავლის საფასურის სემესტრული დაფინანსება ითვალისწინებს სემესტრული გადასახადის 1/3, 1/2, ან 2/3–ის ოდენობით დაფინანსებას. გადაწყვეტილებას ამ პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობებიდან კონკრეტულ სტუდენტზე ერთ–ერთის გამოყენების თაობაზე იღებს შესაბამისი დეპარტამენტი.

7.1. დეპარტამენტის ფარგლებში დაფინანსების კონკურსში მონაწილე მაგისტრატურის ყველა სტუდენტის 1/3-ით, 1/2-ით ან 2/3-ით დაფინანსების შემდეგ დეპარტამენტისთვის განკუთვნილი თანხის სრულად ვერ გახარჯვის შემთხვევაში დარჩენილი თანხა გადანაწილდება დეპარტამენტის ამ სტუდენტთა სწავლის საფასურის 100%-მდე შესავსებად, სტუდენტთა რეიტინგის შესაბამისად (პირველად დაფინანსდება წინა სემესტრში საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტი, შემდეგ მეორე საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტი და ა.შ. თანხის ამოწურვამდე).

7.2. ამ წესის მე-7 და მე-71 პუნქტებით გათვალისწინებული წესით, დეპარტამენტის მიერ სტუდენტების დაფინანსებაზე თანხის განაწილების შემდეგ თანხის დარჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტში დარჩენილი ნაშთი აკუმულირდება ფაკულტეტზე და გამოიყენება ფაკულტეტის მასშტაბით საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის 100%-მდე შესავსებად (პირველად 100%-მდე დაფინანსება შეევსება წინა სემესტრში საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტს, შემდეგ - მეორე საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტს და ა.შ. თანხის ამოწურვამდე). 

8. ამ წესში გათვალისწინებული მიზნებისთვის რეიტინგების დადგენის დროს თუ ორ, ან მეტ სტუდენტს  თანაბარი აქვთ GPA, ამ სტუდენტებს შორის რეიტინგი დადგინდება შემდეგი კრიტერიუმებით:

(ა) წინა სემესტრის სასწავლო კურსებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული

(ბ) წინა სემესტრების - ჯამური GPA

(გ) წინა სასწავლო სემესტრებში გავლილ სასწავლო კურსებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული 

(დ) რეიტინგის შედგენისას, ამ მუხლის ა, ბ და გ პუნქტების გათვალისწინების შემდეგ დარჩენილი დასაფინანსებელი, თანაბარი ქულების მქონე სტუდენტები დაფინანსდნენ  თანხის თანაბარი ოდენობით. 

9. საუნივერსიტეტო დაფინანსების შერჩეულ კანდიდატთა სიაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის ფლობის დადასტურების შემთხვევაში, საუნივერსიტეტო დაფინანსება გადადის იმავე დეპარტამენტის, რეიტინგით მომდევნო სტუდენტზე. შესაბამისად, ამ უკანასკნელს მის მიერ გადახდილი სწავლის საფასური უბრუნდება, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოცულობის შესაბამისად.

10. ამ წესის გათვალისწინებით,დეპარტამენტისათვის განკუთვნილი თანხიდან სტუდენტების გარკვეული ნაწილის დაფინანსების შემდეგ დარჩენილი ნაშთი, რომელიც უფრო მცირეა ვიდრე 1/3 ,1/2 ან 2/3, გამოყენებული იქნება რეიტინგით მომდევნო სტუდენტის დასაფინანსებლად.

View More

Order N:

ოქმი N12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის

ოქმი N 12

14.09. 2020

დღის წესრიგი:

  1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტა- კითხვარის დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად. საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტი წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

მზია წერეთელი

ასოცირებული პროფესორები :

ირინე ჟვანია, ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე.

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

ელენე ბერაძე, მარინა ბორჩაშვილი, ანა კვირიკაშვილი, მარიამ ხოშტარია.

ელექტრონულ კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 19 წევრი.

მოისმინეს:

  1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება 

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამს კვოტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ამ პროგრამისათვის გამოყოფილია 100 ადგილი, რომელიც განაწილებულია საგნებისა და მოდულების მიხედვით. კერძოდ,

1 ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) 27
2 მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) 3
3 ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური) 10
4 გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური) 6
5 სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური) 15
6 ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) 1
7 ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური) 4
8 ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 7
9 ინგლისური ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 19
10 გერმანული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 2
11 ფრანგული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 1
12 რუსული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური) 5

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარის დამტკიცებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

ოქმი N11

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 11

8.09. 2020

დღის წესრიგი:  

  1. განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმში ცვლილებების შეტანის საკითხი:
  • ცვლილებების შეტანა სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“ არჩევით საგნებს დაემატოს:
  1.  „ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში“/3-კრედიტიანი კურსი/“;
  2. „საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება “ /3-კრედიტიანი კურსი/“;
  • დამატებით/minor/პროგრამა - არჩევით საგნებს დაემატოს „ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში“/5-კრედიტიანი კურსი/“.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად. ცვლილებებთან დაკავშირებული მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა.

ელექტრონულ კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა  24 წევრი

განიხილეს შემდეგი საკითხები:

1.განათლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმში ცვლილებების შეტანის საკითხი:

1.1 ფაკულტეტის საბჭოს წევრები გაეცნენ იმ არჩევითი კურსების სულაბუსებს, რომლებიც ემატება სამაგისტრო პროგრამას „განათლების მეცნიერებები“: (1) „ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში“/3-კრედიტიანი კურსი/ და (2) „საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება “ /3-კრედიტიანი კურსი/. კურსები მისაღები აღმოჩნდა ფაკულტეტის საბჭოს წევრებისთვის.

ფაკულტეტის საბჭომ ჯენჭი უყარა აღნიშნული ცვლილებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სამაგისტრო პროგრამას „განათლების მეცნიერებები“ დაემატოს შემდეგი არჩევითი კურსები:  1) „ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში“/3-კრედიტიანი კურსი/ და 2) „საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება “ /3-კრედიტიანი კურსი/“.

1.2 ფაკულტეტის საბჭოს წევრები, ასევე, გაეცნენ არჩევითი კურსის სილაბუსს - „ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში“/5-კრედიტიანი კურსი/, რომელიც უნდა დაემატოს დამატებით/minor/პროგრამას. აღნიშნული სილაბუსი მისაღები აღმოჩნდა საბჭოს წევრებისათვის.

ფაკულტეტის საბჭომ ჯენჭი უყარა აღნიშნული ცვლილებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: განათლების დამატებით/minor/პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი კურსი:  „ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში“/5-კრედიტიანი კურსი“.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N: