Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF PSYCHOLOGY AND EDUCATIONAL SCIENCES
Date
2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021– 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი N1 ის შესაბამისად

2. 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვები ჩატარდეს 18 - 24 იანვარი და საჯარო დაცვები 18 - 24 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 2

2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“

საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1 ის მიხედვით.

2. 2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 18 - 24 იანვარი და 18-24 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 1

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2021-2022 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01   ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცე­ბუ­ლი ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის  სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე

ვბრძანებ:

1.გამოცხადეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2021 წლის 11 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.   თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუ­თები­:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 1 /შევსებული ცხრილი - მათი  დამადასტურებელი  დოკუმენტაციით);

დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

3.კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრისა.

4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.

5.ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.

6.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 13

ოქმი N11

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს

სხდომის ოქმი N 11

 01. 10. 2021

სხდომის დღის წესრიგი:

1. 4 ოქტომბრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების ფორმატი.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი, ია კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი, შორენა მამუკაძე

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

 იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

ანა კვირიკაშვილი

მარიამ ხოშტარია

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 20 წევრი.

განიხილეს:

1. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ მოახსენა საბჭოს რექტორთან დეკანების შეხვედრის შედეგების შესახებ 4 ოქტომბრიდან თსუ-ში სწავლა-სწავლების ფორმატის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ დეკანებმა და რექტორმა იმსჯელეს საქართველოს მთავრობის 30.09.2021 N481 დადგენილებით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების შესაძლებლობების შესახებ. დეკანებმა აღნიშნეს, რომ რესურსების გათვალისწინებით, რაც ესაჭიროება მთავრობის მიერ გამსაზღვრული რეგულაციების სრულად დაცვას, სწავლება შესაძლებელია ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდეს, ძირითადი აქცენტით ონლაინ რეჟიმზე. ყველა ფაკულტეტს თავისი სპეციფიკა და საჭიროება აქვს და შესაბამისად ონლაინ და ოფლაინ ფორმატის კომბინაცია ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მოამზადა წინადადებები და აუცილებელია ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელოს სწავლების ფორმატის შესახებ.

ფაკულტეტის საბჭოს წევრმა, დეკანის მოადგილემ სასწავლო დარგში, ასოც.პროფ. ხათუნა  მარწყვიშვილმა საბჭოს წარუდგინა ფაკულტეტზე 4 ოქტომბრიდან სწავლა-სწავლების წესის პროექტი. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სწავლა ფაკულტეტზე იქნება ონლაინ, რადგანაც სამუშაო ჯგუფებისთვის, სადაც 25-30 სტუდენტია, რეგულაციების მიხედვით საჭიროა 50-60-კაციანი აუდიტორია. ასეთი აუდიტორია მე-3 კორპუსში სულ 9 გვაქვს, ამას ემატება უფრო დიდი 2 აუდიტორია და 11 აუდიტორიაში მთლიანი ბაკალავრიატის სამუშაო ჯგუფების განაწილება ვერ ხერხდება 6 დღიან კვირაში. რადგანაც თსუ-ში მიღებულია სწავლების ჰიბრიდული ფორმა, შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარება შესაძლებელია პირისპირ.

პედაგოგიური პრაქტიკა ხორციელდება შემდეგნაირად: განათლების დეპარტამენტის სტუდენტები სკოლებში ჰიბრიდული სწავლების ან სრულად საკლასო ოთახში საგაკვეთილო პროცესის აღდგენის პირობებში  სურვილისამებრ ირჩევენ გაკვეთილებზე დასწრების ონლაინ ან საკლასო ოთახში დაკვირვების ფორმას. პროფესიული პრაქტიკისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება პრაქტიკის განხორციელების ადგილზე მოქმედი წესების შესაბამისად.

შუალედური და დასკვნითი გამოცდები საბაკალავრო საფეხურის ყველა საგანში შესაძლებელია ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში. მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე გადაწყვეტილებას იღებენ საგნის პედაგოგები სტუდენტებთან შეთანხმებით და გამოცდები შეიძლება ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე, პედაგოგების მიერ ფაკულტეტზე/აუდიტორიაში ან საგამოცდო ცენტრში.

ლექტორებისა და სტუდენტების სურვილის შემთხვევაში საკონსულტაციო შეხვედრები  შესაძლებელია ჩატარდეს ლაივ-ფორმატში (შესაბამისი სივრცის უზრუნველოყოფის მიზნით ფაკულტეტის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმირების საფუძველზე).

აზრი გამოთქვეს:

საბჭომ იმსჯელა ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ სწავლების ფორმატზე. ერთხმად აღინიშნა, რომ ონლაინ სწავლება არსებულ ვითარებაში არის ყველაზე ადეკვატური არსებული რეგულაციებისა და ფაკულტეტის სასწავლო ფართის რესურსის გათვალისწინებით. მით უმეტეს, რომ გაურკვეველია რა პროცენტითაა აცრილი მოწვეული ლექტორები და სტუდენტები. ასევე აღნიშნეს, რომ საკონსულტაციო შეხვედრები ამის მსურველი სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა უნდა შეიზღუდოს რაოდენობა- 10 სტუდენტამდე ერთ ჯერზე. აზრთა სხვადახვაობა გამოიწვია გამოცდების ჩატარების საკითხმა.

ასოც. პროფესორებმა შ. მამუკაძემ, ე. ფირცხალავამ, ლ. ხეჩუაშვილმა აღნიშნეს, რომ დროა გამოცდები პირისპირ ჩატარდეს, რადგანაც შეუძლებელია კონტროლის მექანიზმის შემუშავება და საერთოდ აზრი არ აქვს გამოცდების ჩატარებას, სრული ფორმალობაა ამ პირობებში, რადგანაც ძალიან ბევრი ხერხი აქვთ გადაწერის.

პროფ. ჭკუასელმა განაცხადა, რომ ის არაა თანახმა საგამოცდო ცენტრში ჩაუტარდეთ განათლების მეცნიერებების მიმართულების  სტუდენტებს გამოცდა, ჯობს კორპუსში თვითონ პედაგოგებმა ჩაუტარონ პირისპირ. მათ ზეპირი კომპონენტიც აქვთ, რაც შეიძლება ან პირისპირ ან ონლაინ ჩატარდეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ სტუდენტებს ექნებათ არგუმენტი, რომ მათ დროებით უნდა იქირაონ საცხოვრებელი, რაც გაურთულებს ცხოვრებას.

სტუდენტებმა ა.კვირიკაშვილმა და მ. ხოშტარიამ აღნიშნეს, რომ შუალედური გამოცდებისთვის სტუდენტებს გაუჭირდებათ გადაწყობა, განსაკუთრებით მათ, ვინც რაიონში ცხოვრობს და ისინი მხარს არ დაუჭერენ შუალედური გამოცდების პირისპირ ჩატარებას, თუმცა ემხრობიან ფინალური გამოცდის ჩატარებას საგამოცდო ცენტრში. პროფ. ლ. სურმანიძე დაეთანხმა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სირთულეების თავიდან ასაცილებლად ჯობს შუალედური გამოცდებიც ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური კი - პირისპირ.

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ რა სირთულეებიც იქნება შუალედური გამოცდებზე, ზუსტად იგივე სირთულეებს ექნება ადგილი ფინალურზეც. ზუსტად ვიცი, რომ წინააღმდეგობა იქნება დიდი, მაგრამ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ახერხებენ სტუდენტები გადაწერას. კვლევის შედეგებით ძალიან დიდი პროცენტია „ა“ შეფასებები, რაც ანომალიაა. ფეისბუკზე ვნახე გვერდი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მათ მაგივრად გამოცდების ჩაბარებას. ისედაც ერთმანეთის ექაუნთებს იყენებენ, საერთო ჩეთში პასუხებს უზიარებენ. ეს პროფანაცია და თავის მოტყუება უნდა მორჩეს.

რადგანაც აზრთა სხვადასხვაობაა და ყველა აზრს აქვს არსებობის და მხარდაჭერის უფლება, გთავაზობთ რამდენიმე წინადადებას და ყველას ვუყაროთ კენჭი ცალ-ცალკე.

პირველი წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს პირისპირ.

მეორე წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური გამოცდა კი -პირისპირ.

მესამე წინადადებაა: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ.

საბჭოს მდივანი დააყენებს ყველა წინადადებას კენჭისყრაზე ცალ-ცალკე.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში

მომხრე: 12

წინააღმდეგი: 8

თავი შეიკავა: 0

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:  საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ, ხოლო ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში.

მომხრე: 7

წინააღმდეგი: 11

თავი შეიკავა: 2

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე პროგრამებზე შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ.

მომხრე: 2

წინააღმდეგი: 16

თავი შეიკავა: 2

დაადგინეს:

საბაკალავრო (ძირითად და მაინორ) პროგრამებზე, ასევე, ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე  შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდეს საგამოცდო ცენტრში.

დაადგინეს:

~

მიღებულ იქნას ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტი 4 ოქტობრიდან სწავლების ფორმატის შესახებ მასში ცვლილების შეტანით: შეიზღუდოს ერთჯერადად კონსულტაციაზე მოსული სტუდენტების რაოდენობა 10-მდე.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე                  

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესის, პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის, გამოცდებისა და სამაგისტრო დაცვების ჩატარების წესის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

სასწავლო პროცესის, პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის, გამოცდებისა და სამაგისტრო დაცვების ჩატარების წესის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

ონლიან რეჟიმში სწავლების პროცესში მოქმედებს შემდეგი წესები:

1. სტუდენტები ვალდებულები არიან:

  • დარეგისტირებული იყვნენ zoom-ისა და ილერნინგის (moodle) პლატფორმაზე თსუ-ს მეილით.
  • zoom-ის აპლიკაციით სარგებლობისას გამოიყენონ საკუთარი სახელი და გვარი ისე, რომ ლექტორს შეეძლოს მათი იდენტიფიკაცია.
  • ზუმში ლექციაზე დასწრებისას და ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ჩართული ჰქონდეთ მიკროფონი და კამერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ ჩაუთვალოს შესაბამისი აქტივობა (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდგენდეს ის შემთხვევები, როდესაც ლექტორის თხოვნით სასურველია მიკროფონების გამორთვა).

2. პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულები არიან:

  • დაგეგმონ ონლიან ლექცია-სემინარები ზუმში და ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სტუდენტებს moodl-ზე გახსნილ სალექციო კურსის ფორუმზე.
  • moodl-ის პლატფორმაზე ატვირთონ: სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო მასალა (რიდერი, სახელმძღვანელო) და/ან სილაბუსით გათვალისწინებული დავალებებისა და აქტივობების შესრულებისათვის საჭირო მასალა.
  • სტუდენტებს გააცნონ შეფასების სისტემა, დროულად მიაწოდონ შესასრულებელი დავალებების/აქტივობების ვადები და გასწორებული დავალებები / ნამუშევრები.
  • ლექციის ზუმის საინდენფიკაციო ბმული, ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

3. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვალდებულები არიან:

  • დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, ასევე, კიბერუსაფრთხოების წესები. ლექცია/სემინარების ვიდეოჩანაწერები, ლინკები, ID და პაროლები არ უნდა გაზიარდეს სოციალური მედიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, არ უნდა გადაეცეს მესამე პირს. პირადი მონაცემების გადასაცემად გამოიყენება მხოლოდ LMS და moodl-ის პლატფორმა, თსუ ელფოსტა.
  • კომუნიკაციისთვის ისარგებლონ მხოლოდ თსუ-ს და არა - პირადი ელ-ფოსტით.

4. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დადგენილი და შეთანხმებული ცხრილების მიხედვით, რომელიც ატვირთულია ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.

5. ონლიან სწავლების პროცესის მიმდინარეობა Zoom-ის აპლიკაციაში და Moodl-ის პლატფორმაზე სტუდენტებისთვის მასალის მიწოდების და/ან დავალებების შესრულება-გასწორების პროცესი ექვემდებარება მონიტორინგს.

6. სტუდენტებს, რომელთაც აქვთ პრობლემები ინტერნეტთან დაკავშირებით, განცხადებით (შესაბამისი დასაბუთებითა და ახსნა-განმარტებით) უნდა მიმართონ დეკანს 8 ოქტომბრამდე. თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, დავალებების აღდგენის/ჩაბარების ინდივიდუალური განრიგი სტუდენტმა უნდა შეათანხმოს საგნის პედაგოგთან არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ მისცეს სტუდენტს დავალებების აღდგენის საშუალება.

7. პედაგოგიური პრაქტიკა

განათლების დეპარტამენტის სტუდენტები პედაგოგიურ პრაქტიკას გადიან ონლაინ ფორმატში. ხოლო სკოლებში ჰიბრიდული სწავლების ან სრულად საკლასო ოთახში საგაკვეთილო პროცესის აღდგენის შემთხვევაში, სტუდენტები სურვილისამებრ ირჩევენ გაკვეთილებზე დასწრების ონლაინ ან საკლასო ოთახში დაკვირვების ფორმას.

8. პროფესიული პრაქტიკა, პრაქტიკული კურსები

პროფესიული პრაქტიკისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება პრაქტიკის განხორციელების ადგილზე მოქმედი წესების შესაბამისად.

9. გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების ფორმატი და წესები:

  • 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამოცდების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მოგვიანებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად.
  • შუალედური გამოცდების დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი წესები:
  • გამოცდები ჩატარდება თსუ-ის გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის და თსუ-ის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის საფუძველზე (თსუ რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).
  • სწავლების სამივე საფეხურზე გამოცდები ხორციელდება მხოლოდ e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში, პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც.
  • ფაკულტეტის ყველა პროგრამის გამოცდების ცხრილს გეგმავს საგნის პედაგოგი ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
  • გამოცდები ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
  • გამოცდების დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge გამოცდამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე.
  • გამოცდის მსვლელობის დროს სტუდენთან ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირების შემთხვევაში (დენის, ინტერნეტის გათიშვა), სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით გამოგზავნოს განცხადება ფაკულტეტზე.
  • შუალედური და დასკვნითი გამოცდის აღდგენის, ასევე დამატებით გამოცდაზე გასვლის პირობები, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და  თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).
  • გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოცდის აღდგენა დასაშვებია სტუდენტის განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება იგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
  • სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.
  • ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის. საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.
  • სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.
  • ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.
  • წერითი და ზეპირი გამოცდის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის თანხმობის შემთხვევაში.

დასკვნითი და დამატებითი გამოცდები:

  • დასკვნითი გამოცდების დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების იგივე ფორმატი და წესები, რაც შუალედური გამოცდების შემთხვევაში.
  • საბაკალავრო პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი. ხოლო დანარჩენი პროგრამების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.

10 ეპიდსიტუაციის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაცვა განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, მოქმედებს შემდეგი წესები:

  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.
  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.
  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.
  • სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
  • სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.

 11. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

12.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 12

ოქმი N10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს

სხდომის ოქმი N 10

16. 09. 2021

განსახილველი საკითხები:

  1. დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამა -  დაემატოს 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი: „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“;
  2. დამატებითი  პროგრამა  -პედაგოგიკა - დაემატოს არჩევითი 5-კრედიტიანი კურსები: (1) „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“;
  3. სადოქტორო პროგრამა - განათლების მეცნიერებები - პროგრამის არჩევით კურსებს დაემატოს აჩევითი 5-კრედიტიანი სასწავლო საგანი:„საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“;
  4. საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია. სასწავლო კურსში - ჯამრთელობის ფსიქოლოგიის საფუძვლები, შედის შემდეგი ცვლილებები: ა) სასემინარო აქტივობის 30 ქულის მაგივრად იქნება 20 ქულა; ბ) სილაბუსით გათვალისწინებული პრეზენტაცია ჩანაცვლდეს რეფერატით; გ) რეფერატის შრფასება 10 ქულის ნაცვლად იქნება 20;
  5. საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია. სასწავლო კურსში - განწყობის ფსიქოლოგია 1 შედის შემდეგი ცვლილებები: ა)2 შუალედური გამოცდის ნაცვლად იქნება 1 შუალედური გამოცდა; ბ) გამოცდა ჩატარდება ტესტის ფორმატით;
  6. მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება;
  7. ფილოსოფია-ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის  1989  წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა და მინიჭებული აკადემიური ხარისხის და სპეციალობის დაზუსტება.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭის ყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ია აფთარაშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი, ნინო ლაბარტყავა, შორენა მამუკაძე,

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 21 წევრი.

განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ირინე ჟვანიამ საბწოს წარუდგინა პირველი საკითხი, რომელიც ეხებოდა დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამისათვის 5 კრედიტიანი არჩევითი კურსის - „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“ - დამატებას. ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ კურსის სილაბუსი განხილულია და რომ ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამას დაემატოს  5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავიშეიკავა: 0

დაადგინეს: დაემატოს  5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“ - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამას.

2.საბჭოს წარუდგინეს ორი ახალი 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი: (1) „დასწავლისუნარისდარღვევისმქონემოსწავლეთასწავლებისმეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, რომელიც უნდა დაემატოს დამატებითისპროგრამას  - პედაგოგიკა. აღნიშნული კურსები შემუშავდა ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“  ფარგლებში.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

დამატებით პროგრამას  - პედაგოგიკას - დაემატოს  ორი 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - (1) „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონემოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დაემატოს ორი 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - (1) „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“ - დამატებით პროგრამას  - პედაგოგიკას.

3. ფაკულტეტის საბჭომ, ასევე, განიხილა სადოქტორო პროგრამისათვის - „განათლების მეცნიერებები“ - არჩევითი 5-კრედიტიანი კურსის - „საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“ - დამატების საკითხი.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებები“ - დაემატოს არჩევითი   5 - კრედიტიანი კურსი - „საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დაემატოს სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებები“ - არჩევითი  5 -კრედიტიანი კურსი - „საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“.

4. ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარედგინა შემდეგი საკითხი, რომელიც ეხებოდასასწავლო კურსში - ჯამრთელობის ფსიქოლოგიის საფუძვლები (პროგრამა - ფსიქოლოგია) - ცვილებებს.  აღნიშნული ცვლილებების გულისხმობს: ა) სასემინარო აქტივობის 30 ქულაშეიცვალოს 20 ქულით; ბ) სილაბუსით გათვალისწინებული პრეზენტაცია ჩანაცვლდეს რეფერატით; გ) რეფერატის 10 ქულიანი შეფასება შეიცვალოს 20 ქულიანი შეფასებით.

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებებს.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სასწავლო კურსში -„ ჯამრთელობის ფსიქოლოგიის საფუძვლები“ - შევიდეს შემდეგი ცვლილებები:  ა) სასემინარო აქტივობის 30 ქულა შეიცვალოს 20 ქულით; ბ) სილაბუსით გათვალისწინებული პრეზენტაცია ჩანაცვლდეს რეფერატით; გ) რეფერატის შეფასება 10 ქულა შეიცვალოს 20 ქულიანი შფასებით.

5. ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარედგინა შემდეგი საკითხი, რომელიც ეხებოდა სასწავლო კურსში - განწყობის ფსიქოლოგია 1 ცვლილებას.  შედის შემდეგი ცვლილებები:

ა) 2 შუალედური გამოცდის ნაცვლად იქნება 1 შუალედური გამოცდა;

ბ) გამოცდა ჩატარდება ტესტის ფორმატით;

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებებს.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სასწავლო კურსში -„განწყობის ფსიქოლოგია 1“ - შევიდეს  ცვლილებები.

6. მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება.

ფაკულტეტის საბჭომ განიხილა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  დაფინანსებულია ადგილების რაოდენობაზე ინფორმაცია.

საბჭომ კენჭი უყარა დაფინანსებული ადგილების განაწილებას:

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს მასწავლებელტა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარი.

7. ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989 წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა და მინიჭებული აკადემიური ხარისხის და სპეციალობის დაზუსტება

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტიდან შემოსულია წერილი (N15914/10 17/08/2021), რომელშიც ითხოვენ თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის განცხადებასთან დაკავშირებით დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნას და მინიჭებული აკადემიური ხარისხის და სპეციალობის დაზუსტებას.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ქეთევან ოთარის ასული წურწუმია (ამჟამად ჩიქვინიძე) 1983 წელს (ბრძ. N4/583,25.08.1983წ.) ჩაირიცხა თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დღის განყოფილების ფსიქოლოგიის სპეციალობაზე.

1989 წელს (ბრძ.N4/748,19.09.1989წ.) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დღის განყოფილების  კურსდამთავრებულ ქეთევან ოთარის ასულ წურწუმიას (შარშანდელი კურსმოსმენილი)  მიენიჭა კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა - ფსიქოლოგი, სპეციალიზაცია-შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1989 წლის (თარიღი არ ფიქსირდება)   ივნისის სხდომის (ოქმი უნომრო) გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის  განყოფილების(ძველი) კურსდამთავრებულ ქეთევან ოთარის ასულ ჩიქვინიძეს (წურწუმია) მიენიჭა კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობით   - შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციით.

საქმის წარმოებისას აგრეთვე გამოირკვა, რომ 1989 წელს აღნიშნული ბრძანებით (სპეციალობით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია) საგანმანათლებლო პროგრამა ქეთევან ჩიქვინიძესთან ერთად დაასრულა კიდევ ხუთმა სტუდენტმა (ბრძანებაN4/748,19.09.1989წ. აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ), მათ პირად საქმეებში არსებული დოკუმენტაციით და დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით დასტურდება მათი სწავლების ფაქტი ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 

წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნულ კურსდამთავრებულთა სიას :

„მიენიჭოს სათანადო კვალიფიკაცია და მიეცეს შესაბამისი დიპლომი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დღის განყოფილების კურსდამთავრებულთ. კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა - ფსიქოლოგი, სპეციალიზაცია - შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

დიპლომი ჩვეულებრივი

ნადარაია მარინა ელიზბარის ასული

ფურცელაძე მანანა ლეონიდეს ასული

ჩხეტიანი ლია რუბენის ასული

ჭიჭინაძე სოფიკო კონსტანტინეს ასული

ჯაფარიძე თამარ ჯუღუს ასული

ჩიქვინიძე ქეთევან ოთარის ასული (შარშანდელი კურსმოსმენილი)

ვინაიდან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ დგინდება ქეთევან ჩიქვინიძის სახელზე გასაცემი ახალი დიპლომის ფორმისათვის სავალდებულო მონაცემები, ფაკულტეტმა უნდა განსაზღვროს აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმის ნომერი, თარიღი და დააზუსტოს  ქეთევან ჩიქვინიძის სპეციალობა და აკადემიური ხარისხი რექტორის N4/748,19.09.1989წ. ბრძანებაზე დაყრდნობით.

მაშასადამე ფაკულტეტის საბჭომ უნდა შეიტანოს შესწორება ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიისივნისის სხდომის (თარიღი არ ფიქსირდება) ოქმში (სპეციალობა შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია) და მინიჭებული კვალიფიკაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა-შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია. ოქმის  ნომრად პირობითად განისაზღვროს ქეთევან ჩიქვინიძის კვალიფიკაციის მინიჭების ბძანების ნომერი, რომელსაც წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (4/პ) ნომრის პირობითობის აღსანიშნავად და თარიღად ამავე ბრძანების თარიღი (19.09.1989) ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

განისაზღვროს და დაზუსტდეს ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989 წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის აკადემიური ხარისხი და სპეციალობა.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფსიქოლოგიის   ფაკულტეტის  შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალობის 1989  წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ქეთევან ჩიქვინიძის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 4/პ, თარიღად 19.09.1989, ხოლო კვალიფიკაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა - შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე                   

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

ოქმი N9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 9

10.09. 2021

დღის წესრიგი:

1.  2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების შეტანის დამტკიცება.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად

განსახილველ საკითხთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები:

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე,  ლილი ხეჩუაშვილი, ნინო ლაბარტყავა.

განათლების  მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18  წევრი

განიხილეს:

1. 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების შეტანა

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა განიხილეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში შესულისი ცვლილებება. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამამ „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია" - გაიარა აკრედიტაცია და, შესაბამისად, მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარს დაემატება ახალი აკრედიტებული პროგრამა. პროგრამის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, პროგრამა მიიღებს 10 სტუდენტს

ფაკულტეტის საბჭომ ჯენჭი უყარა წინადადებას, შევიდეს ცვლილება ანკეტა-კითხვარში - ახალაკრედიტებული სამაგისტრო პროგრამა „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“.

მომხრე: 18

 წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა- კითხვარში შესული  ცვლილება.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე      

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებითი გამოცდის (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) დაცვების კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებითი გამოცდის (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) დაცვების კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“, საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებითი გამოცდის (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) კომისიები დანართი N1 ის შესაბამისად

2. 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებითი გამოცდები (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) ფაკულტეტზე ჩატარდეს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 10

ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებითი გამოცდის (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებითი გამოცდის (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის (შუალედური/დასკვნითი გამოცდა, 09.06.2014, №48/2014) მე-3.დ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებითი გამოცდის (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) ვადები დანართი №1 ის შესაბამისად

2. 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამატებით გამოცდები (სამაგისტრო ნაშრომის დაცვა) ფაკულტეტზე ჩატარდეს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 11

ოქმი N8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 8

10. 08. 2021

დღის წესრიგი:

  1. 2021 ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა წარდგინება;
  2. 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა წარდგინება
  3. 60 კრედიტიანი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის კურსდამთავრებულთა წარდგინება
  4. პროფესორთა სტატიების წარდგენა ფულად ჯილდოზე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭის ყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

 ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ია კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ია აფთარაშვილი.

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა  პეტრიაშვილი

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18  წევრი.

განიხილეს:

1. ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს წარუდგინა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების სიები.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

მიენიჭოთ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია

დიპლომი წარჩინებით

აბრამიშვილი ანი

ალაფიშვილი ვიკა

აფციაური მარიამ

გეჯაძე ანა

გოგიბერიძე სესილი

თოლორდავა მარიამ

ლობჟანიძე ანა

მარგიანი ნიკოლოზ

მახათაძე მარიამ

ნოზაძე ანი

პაიაშვილი მარიამ

რჩეულიშვილი ქეთევანი

სამუშია სალომე

ტოტოჩავა მარიამ

ჭანკვეტაძე თამუნა

ჭელიძე ანა

ჭირაქაძე ანა

ჯოჯუა სოფიო

დიპლომი ჩვეულებრივი

ადუაშვილი გვანცა

ალთუნაშვილი სოფიო

არეშიძე ნინი

ბაირამოვა მადონა

ბეზარაშვილი მარიამ

ბერაძე ელენე

გაბელია თეკლე

გეგიძე ქეთევანი

გვილავა დიანა

გობრონიძე მარიამ

გოგიჩაშვილი სოფიკო

დიხამინჯია დეა

ეფრემიძე საბა

ვაწაძე თინათინი

ზვიადაძე დიანა

თავდგირიძე შაქრო

თოდუა ანასტასია

იშხნელი თამარი

კანაშვილი ელენე

კაპანაძე ტარიელ

კარბელაშვილი თინათინ

კაშია ნინაკა

კაციტაძე ნუცა

კერესელიძე სალომე

კიკვაძე გვანცა

ლაზვიაშვილი ნინო

ლუარსაბიშვილი თეონა

მაილაშვილი მარიტა

მალაციძე მარიამი

მასტრენკო თამთა

მესხორაძე ანანო

მხეიძე მარიამი

ნანავა თამრიკო

ნატმელაძე თამთა

ნაჩხატაშვილი ნინო

პეტაშვილი ხატია

სიხარულიძე თინიკო

სოხაშვილი ნინო

უგულავა თამარ

ფილიპია მარიამ

ქავთარაძე სალომე

ქაჯაია ანი

ყავრიშვილი დავით

შავშიშვილი ნატა

შვანგირაძე ნინო

ცერცვაძე მარიამ

ჭარელიშვილი მარიამ

ჭყონია მარიკა

ხაბულიანი ირაკლი

ხეთაგური მარიამი

ხმალაძე ანა

ჯმუხაძე რატი

ჯოხაძე ნატა

ჯღარკავა სოფიო

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს მიენიჭოთ

სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეთ

შესაბამისი დიპლომი.

კენჭი უყარეს წინადადებას:

მიენიჭოთ ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ  შესაბამისი

დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი: ოკუპაციური თერაპია

დიპლომი ჩვეულებრივი

ბოლოთაშვილი   ნინო     

გორელაშვილი თიკო        

გაბრავა ნათია                    

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს მიენიჭოთ

ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ  შესაბამისი დიპლომი.

კენჭი უყარეს წინადადებას:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი წარჩინების

 ბუბუნაური მაკა                 

 გურაბანიძე სოფიო            

ზარანდია ქეთინო              

როინიშვილი რუსუდან    

ქვათაძე ნინო                       

შოთაძე მარიამი                  

დიპლომი ჩვეულებრივი

გუგეშაშვილი გვანცა           

თუთბერიძე ელენე              

კბილაშვილი თამარ            

უფლისაშვილი ანანო          

ყალაბეგაშვილი ელა           

ჩიხლაძე ნინო                       

ხარებაშვილი ანა                 

ხოტივრიშვილი რუსუდან

ჯაფოშვილი თეკლე             

ბერიშვილი რიმა                   

მაჭავარიანი მანანა                

კეკელიძე თამარ                    

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი

დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა.

კენჭი უყარეს წინადადებას:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი

დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა.

დიპლომი წარჩინების

ავეტიან სვეტლანა              

გალოიან დიანა                  

მანასიან ინა                        

დიპლომი ჩვეულებრივი

ალბერტიან ფაუსტინა        

ბალასანიან ემმა                  

ბახჩაგულიან არმინე           

ბეზოიან ვარსენიკ              

მანუკიან ლინა                    

მარდანოვა ჯაჰან                 

ჩოპუროვა ნიარ                  

მამედალიზადე ნაფილა    

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა.

2. ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს წარუდგინა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების სიები. კენჭი უყარეს წინადადებას:

მიენიჭოთ გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის

სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა ,,გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“

დიპლომი ჩარწინებით

გოლაშვილი მარიამ                 

დათუსანი მარიამ                     

დოინჯაშვილი ეკატერინე      

დოლიძე დადუნა                     

მენთეშაშვილი დავით             

ქასრაშვილი ანა                         

ღლონტი თამარი                       

ჩიქვინიძე ჯული                       

ხარაბაძე თამთა                          

დიპლომი ჩვეულებრივი

ბუიღლიშვილი ანი                   

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს მიენიჭოთ

 გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და

მიეცეთ შესაბამისი დიპლომი.

კენჭი უყარეს წინადადებას:

მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“

დიპლომი წარჩინებით

ბაკაშვილი მარიამი                       

ნამგალაური ანი                              

სოფრომაძე მირანდა                       

უკლება მერი                                    

ქსოვრელი მარიამ                           

ცანავა ქეთევან                                

დიპლომი ჩვეულებრივი

დვალიძე ნანა                                       

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

2020/სამაგისტრო პროგრამის „განათლების ფსიქოლგია და კვლევა“ 2021 სასწავლო წლის

გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური

ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი .

კენჭი უყარეს წინადადებას:


მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,, იურიდიული ფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით

გოგაძე თამუნა                                       

 მახვილაძე მარიამ                                 

დიპლომი ჩვეულებრივი

ვადაჭკორია ნინო                                 

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი

სამაგისტრო პროგრამის „ იურიდიული ფსიქოლოგია“  2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის

სემესტრის კურსდამთავრებულებს.

კენჭი უყარეს წინადადებას:

მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი

 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“

დიპლომი წარჩინებით

თენიეშვილი ანანო                       

იაშვილი მიხეილ                          

იოსელიანი ეკატერინე                 

მიქაია ნინო                                   

რობაქიძე ქეთი                              

საათაშვილი ივანე                        

შეყილაძე მარი                               

ჩაჩანიძე ნინო                                 

დიპლომი ჩვეულებრივი

როსებიშვილი მარიამი                    

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი სამაგისტრო პროგრამის „ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“ 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს.

კენჭი უყარეს წინადადებას:

მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით

გასვიანი მარიამი                       

თათულაშვილი თამთა             

მამულაშვილი თინათინ            

პოპიაშვილი მარიამ                    

როჭიკაშვილი მარი                     

ფარჯიანი ლელა                         

ღუდუშაური ზურაბ                    

ხეჩიკაშვილი გვანცა                   

დიპლომი ჩვეულებრივი

ავქოფაშვილი თეონა              

ბოლქვაძე ნია                           

გადელია თეონა                       

ინასარიძე მარიამი                  

ლაზარაშვილი მარიამ           

ქაჩლიშვილი სალომე            

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს.

კენჭი უყარეს წინადადებას:

3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთა მიერ 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამის შესრულება.

აბდუშელიშვილი თეონა

ათაბაგი ნათია

ასათიანი პაპუნა

ასლამაზიშვილი ნინო

ახალბედაშვილი გიგა

ბარბაქაძე ხატია

ბატიაშვილი მაგდა

ბიბილაშვილი გიორგი

ბურთიკაშვილი ანა

გაგოშიძე ეკატერინე

გამყრელიძე ცირა

გელაშვილი ნიკა

გიორგაძე თეა

გოგრიჭიანი ნინო

გონაშვილი გულიკო

გორგაძე ქეთევან

გუგულაშვილი გვანცა

გუგუნავა ნია

გურასპაშვილი მარიამი

გურული კონსტანტინე

გურული სალომე

დათუნაშვილი ანი

დარსალია თამარ

დოლბაია ნანა

ელისაშვილი თამარ

ენუქიძე თამარ

ესართია მარიამ

ზირაქაძე ანანო

ზურაბაშვილი ზვიადი

თითბერიძე თამარ

იორამაშვილი ნინო

კაკაურიძე მთვარისა

კაპანაძე სოფიო

კაღაშვილი ნათია

კვინიკაძე მამუკა

კიკაბიძე ქრისტინე

კობახიძე მელანო

ლავრელაშვილი თამარ

ლაფაჩი თამუნა

ლურსმანაშვილი თინათინ

მაგკოევი ინდიანა

მარტაშვილი მანანა

მაყიშვილი თამთა

მაჭარაშვილი ქეთი

მელაშვილი ხათუნა

მელისკაური ანა

მელიქიძე ანა

მეტრეველი ნატალი

მიქელაძე დარინე

ნათაძე ნინო

ნებიერიძე ანა

ნიქაბაძე თამთა

ომანაძე ნინო

პაპიძე ალექსანდრა

პიტიურიშვილი ანა

ჟვანია აქსანა

რაზმაძე თამარ

რიჟამაძე ნინო

სოხაძე ლია

სუხიაშვილი მერი

უკლება ირმა

ურუშაძე ანა

ფერაძე ანნა

ქადაგიშვილი სალომე

ქამხაძე ვალერი

ქარდავა ინგა

ყალიჩავა ხატია

შატაკიშვილი ეკატერინე

ჩეგიანი ნინო

ცენტერაძე მარიკა

ცერცვაძე ირინე

ძულიაშვილი ნინო

წამალაშვილი ნინო

ჭილავა ხატია

ჭინჭარაული მარიამ

ჭიღლაძე ქეთი

ჭოჭუა ნათელა

ჭუმბაძე ჟანა

ხართიშვილი ლაშა

ხომასურიძე გიორგი

ხუბაშვილი ელენე

ხუცუნაშვილი სალომე

ჯალაღონია თეონა

ჯალაღონია ნატალია

ჯანანაშვილი ანა

ჯანანაშვილი თათია

ჯინორიძე სალომე

ჯღარკავა სალომე

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთა მიერ 2020-2021 სასწავლო წლის პროგრამა შესრულებულად ჩაითვალოს.

4. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა, რომ  შემოვიდა ვლადიმერ გამსახურდიას, ხათუნა მარწყვიშვილისა და მაია მესტვირიშვილის განცხდებები სამეცნიერო პუბლიკაციების ფულად პრემიასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ სამივე სტატია აკმაყოფილებს  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმით (28.05.2019) განსაზღვრულ პირობებს და ასევეთსუ-ის რექტორის პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საუნივერსიტეტო წესის განსაზღვრის შესახებ.

საბჭომ კენჭი უყარა საკითხს:

 ვლადიმერ გამსახურდიამ სტატიისათვის - „Reinventing General Psychology—70 Years jubilee of Jaan Valsiner’s“, ხათუნა მარწყვიშვილმა სტატიისათვის - „Creativity myths: Prevalence and correlates of misconceptions on creativity Wondrous Life“ და მაია მესტვირიშვილმა სტატიისათვის - „Self-control and Self-consciousness: Regulation or Acceleration of Selfdiscrepancy Distress?“ - მიიღონ ფულადი ჯილდო.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

სკოპუსში ინდექსირებულ, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისათვის  ასისტენტ პროფესორმა ვლადიმერ გამსახურდიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა ხათუნა მარწყვიშვილმა და მაია მესტვირიშვილმა მიიღონ ფულადი ჯილდო.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფ. თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოც. პროფ. ირინე ჟვანია

View More

Order N:

ოქმი N7

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 7

14.07.2021

დღის წერსიგი:

  1. აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მუშაობის მონიტორინგის წესის დამტკიცება;
  2. დოქტორანტურის დებულების დამტკიცება;
  3. სტუდენტების სტიპენდიების შესარჩევი კონკურსის კრიტერიუმებში ცვლილებების საკითხი;
  4. საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის: „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“ დამატების საკითხი;
  5. სამაგისტრო პროგრამა "იურიდიული ფსიქოლოგია" - სასწავლო კურსთან -  „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“ - დაკავშირებული ცვლილებების საკითხი (შეიცვალა საკონტაქტო საათები, დაემატა ლიტერატურა);
  6. სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“ - დამატების საკითხი;
  7. დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა- 3 ახალი სასწავლო კურსის დამატების საკითხი (კურსები: „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“), „მედიაწიგნიერება“;
  8. სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - პროგრამაზე მიღების წინაპირობების ცვლილების საკითხი;
  9. სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- დაფინანსების ცვლილების საკითხი.
  10. აკადემიური პერსონალის კონკურსისთვის ასაკობრივი ზღვრის საკითხი;
  11. ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, მაია მესტვირიშვილი, შორენა მამუკაძე, ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი.

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი:

ზაქრო ქიტიაშვილი.

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18 წევრი

მოისმინეს:

1. თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ დააყენა „აკადემიური პერსონალის სამეცნიერო შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესის“ დამტკიცების საკითხი. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი განსახილველად რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საბჭოს სხდომაზე, მასთან დაკავშირებითა გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, რაც ნაწილობრივ აისახა დოკუმენტში.  დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საბოლოო ვარიანტი დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

აზრი გამოთქვეს:

პროფესორმა ვახტანგ ნადარეიშვილმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ეს არის საკმაოდ რთული შრომა და აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო შრომის ანაზღაურების პირობებისა და მონიტორინგის წესის  დოკუმენტში. ამასთან დაკავშირებით პროფესორმა გაგოშიძემ უპასუხა, რომ აუცილებელია მოლაპარაკება ადმინისტრაციასთან აღნიშნულ საკითხზე, მომავალში საბჭო განაახლებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა   თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი დამტკიცებას.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი“.

2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოზე განსახილველად დააყენა დოქტორანტურის დებულებაში ცვლილებების დამტკიცების საკითხი. აღნიშნული დებულება რამდენჯერმე უკვე იყო განხილული საბჭოს სხდომაზე, შეტანილ იქნა ცვლილებები და კონსენსუსი მიღწეულია. აღნიშნული დებულება იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით გაიმართა და საბოლოო სახე მიიღო. ბოლო ვერსიაც წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს. მან იკითხა, თუ აქვთ საბჭოს წევრებს მოსაზრებები დოქტორანტურის დებულების ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით.

 საბჭომ კენჭი უყარა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში ცვლილებებს.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

 დამტკიცდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება ახალი რედაქციით.

3. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებში ცვლილებების შეტანის საკითხი

ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა მარწყვიშვილმა მოახსენა საბჭოს სტუდენტების სტიპენდიების შესარჩევი კონკურსის კრიტერიუმებში ცვლილებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ შესარჩევი კონკურსისათვის სტუდენტები აგზავნიდნენ შეუსაბამო მასალას. ეს იყო შინაარსობრივად შეუსაბამო უხარისხო სტატიები, გაურკვეველ ტრენინგებსა თუ სემინარებში მონაწილეობა. ამიტომ კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს ახალი, უფრო მკაცრი კრიტერიუმები შეიტანოს შესარჩევი კონკურსისთვის და წარმოადგინეს საბჭოზე განსახილველად. დოკუმენტში  - „პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები“ - აისახა გარკვეული ცვლილებები. აღნიშნული დოკუმენტი წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა ცვლილებების შეტანის საკითხი დოკუმენტში - „პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები“

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს:

შევიდეს ცვლილებები წარმოდგენილი სახით დოკუმენტში -  „პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები“.

4. საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის: „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“ დამატების საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ახალი კურსის - „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“ - სილაბუსი. მან აღნიშნა, რომ ახალი კურსი უნდა დაემატოს საბაკალავრო პროგრამას - „ფსიქოლოგია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სილაბუსი წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: დაემატოს ახალი კურსი - „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“- საბაკალავრო პროგრამას - „ფსიქოლოგია“.  

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს: დაემატოს ახალი კურსი - „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“- საბაკალავრო პროგრამას - „ფსიქოლოგია“.  

5. სამაგისტრო პროგრამა "იურიდიული ფსიქოლოგია" - სასწავლო კურსში -  „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“ - ცვლილებების შეტანის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა საბჭოს წევრებს მოახსენა იმ  ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შევიდა სასწავლო კურსში - „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“. მან აღნიშნა, რომ კურსი იკითხება „იურიდიული ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო კურსის ფარგლებში. ასევე, ხაზი გაუსვა ცვლილებებს, რომელიც ეხება  საკონტაქტო საათებსა და ლიტერატურას. კურსის სილაბუსი წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: შევიდეს ცვლილებები სასწავლო კურსში - „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“.  

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს: შევიდეს ცვლილებების სასწავლო კურსში - „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“.  

6. სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“ - დამატების საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ კურსი - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“  უნდა დაემატოს არცევით საგნად სამაგისტრო პროგრამას - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კურსის სილაბუსი განსახილველად წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: დაემატოს სასწავლო არჩევითი კურსი - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“  სამაგისტრო პროგრამას - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინა: დაემატოს არჩევითი სასწავლო კურსი - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“ სამაგისტრო პროგრამას - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“.

7. დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა- 3 ახალი არჩევითი ასასწავლო კურსის დამატების საკითხი (კურსები: „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“)

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოს წევრებს წარუდგინა ახალი სასწავლო არჩევითი კურსების  - „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“ - სილაბუსები. მან აღნიშნა, რომ კურსები  -„აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ - შემუშავდა ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის -  „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“- ფარგლებში. მნიშვნელოვანია, მოხდეს აღნიშნული კურსების პილოტირება და შესაბამისად, ისინი ემატება დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას. გარდა ამისა, კიდევ ერთი ახალი სასაწავლო კურსი - „მედიაწიგნიერება“ - უნდა დაემატოს იგივე პროგრამას. ახალი კურსების სილაბუსები წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: დაემატოს ახალი სასწავლო არჩევითი კურსები  - „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“ - დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას.  

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს:  დაემატოს ახალი სასწავლო არჩევითი კურსები  - „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“ - დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას.  

8. სადოქტორო პროგრამაზე - „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - მიღების წინაპირობების ცვლილების საკითხი

ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა ფაკულტეტის საბჭოს წევრებს მოახსენა სადოქტორო პროგრამაზე  -„გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - მიღების წინაპირობების ცვლილებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა მოითხოვა მიღების წინაპირობების შეცვლა. ახალი ჩანაწერის მიხედვით,  პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების,  განათლების მეცნიერებების, ბიზნეს ადმინსიტრირებისა და სამართლის, ჰუმანიტარული მეცნირებების მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომი)”.

საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: შევიდეს ცვლილებები   სადოქტორო პროგრამაზე - „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - მიღების წინაპირობებში.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სადოქტორო პროგრამაზე - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ შევიდეს ცვლილებები მიღების წინაპირობებში შემდეგი სახით: „პროგრამაზე  სწავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, განათლების მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის, ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომი).“

9. სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- დაფინანსების ცვლილები საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაში ფაკულტეტის N5 საბჭოს 27.05.2021 წლის ოქმში ტექნიკური ხარვეზი გაიპარა და შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის ეს საკითხი უნდა განიხილოს ფაკულტეტის საბჭომ. კეროდ, ჟურნალის დაფინანსება 2000 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 2500 ლარი. ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა ჟურნალის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ხარვეზზე და მხარი დაუჭირა დაფინანსებაში ცვლილების შეტანას და საკითხი კენჭის ყრაზე დააყენა.

საბჭომ კენჭი უყარა საკითხს: სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ დაფინანსებაში 2000 ლარი შეიცვალოს 2500 ლარით და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ ფაკულტეტის ბიუჯეტიდან ჟურნალი დაფინანსდეს 2500 ლარის ოდენობით“.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შეიცვალოს ფაკულტეტის N5 საბჭოს 27.05.2021 დადგენილება და სტუდენტური ელექტრონული ჟურნალი - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ დაფინანსდეს ფაკულტეტის ბიუჯეტიდან 2500 ლარის ოდენობით.

10. აკადემიური პერსონალისთვის კონკურსში მისაღებად ასაკობრივი ზღვრის ერთჯერადად მოხსნის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს სხდომაზე დააყენა 06.07.2021 წლის N106/01-01 რექტორის ბრძანებით გამოცხადებული კონკურსისათვის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე  ასაკობრივი ზღვრის მოხსნის საკითხი. მან აღნიშნა, რომ საკონკურსო ვადა გაუვიდა აკადემიკოს ირაკლი იმედაძეს და ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე გამოცხადდა კონკურსი. ასოც. პროფესორებმა ლ. არუთინოვამ, ხ. მარწყვიშვილმა, ა. ქიტიაშვილმა აღნიშნეს, რომ სამართლიანია ირაკლი იმედაძესაც ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. მისი მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია ფაკულტეტისთვის. მას დიდი გამოცდილება აქვს ფსიქოლოგიის ისტორიისა და მეთოდოლოგიის დარგში.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: ასოცირებული პროფესორის  გამოცხადებულ კონკურსზე მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ეთხოვოს აკადემიურ საბჭოს ასოცირებული პროფესორის გამოცხადებულ კონკურსზე ასაკობრივი ზღვრის მოხსნა.

11. ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭო მოახსენა, რომ რადგანაც ცვლილებები შევიდა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში, ასევე ფაკულტეტზე ახალი ცენტრი-სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრი გაიხსნა, ამავე დროს, დამხმარე პერსონალის პოზიციებსა და მათ აღწერილობაში შევიდა ცვლილება, ფაკულტეტის დებულებაშიც უნდა აისახოს აღნიშნული ცვლილებები. მან მოახსენა საბჭოს, რომ ეს ცვლილებები დებულებაში დაგზავნილი ჰქონდათ საბჭოს წევრებს.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: შევიდეს წარმოდგენილი ცვლილებები ფაკულტეტის დებულებაში

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შევიდეს ქვემოთ წარმოდგენილი ცვლილებები ფაკულტეტის დებულებაში:

ამოღებულ იქნას დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტი.

დებულების მე-20 მუხლი სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის

ფუნქციები ჩამოყალობდეს ახალი რედაქციით

დებულების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და დაემატოს „ორი წლის ვადით“

დებულების 31-ე მუხლი: ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ერთეულები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციიით- დაემტაოს სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრი.

დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამხმარე სტრუქტურული ერთეული შედგება ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირველი და მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტების, წამყვანი სპეციალისტების, სპეციალისტების, ლაბორატორიის გამგის, უფროსი ლაბორანტის, ლაბორანტის, პროფესორის ასისტენტებისგან“.

დებულების 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 44. დამხმარე პერსონალი

ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნებიან უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები: სამსახურის უფროსი, პირველი და მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტი, სპეციალისტი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორანტი, პროფესორის ასისტენტი და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული (შტატგარეშე), ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები.“.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე      

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

ოქმი N6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის

ოქმი N 6

22.06.2021

დღის წესრიგი:

  1. სამაგისტრო პროგრამების: განათლების ფსიქოლოგია, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება განხილვა და დამტკიცება;
  2. ცვლილება სადოქტორო პროგრამაში - განათლების მეცნიერებები (ორი ახალი კურსი);
  3. 21-22 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობის განხილვ/დამტკიცება.

საბჭოს სხდომა ჩატარდა დისტანციურად ზუმის პლატფორმაზე.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, მაია მესტვირიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

 ასოცირებული პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი, იზაბელა  პეტრიაშვილი, ზაქარია ქიტიაშვილი.

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 16 წევრი

განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. სამაგისტრო პროგრამების: განათლების ფსიქოლოგია, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება განხილვა და დამტკიცება

ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს მოკლედ მოახსენა რეაკრედიტაციისათვის მომზადებული პროგრამების შესახებ. ეს პროგრამებია: განათლების ფსიქოლოგია, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სამაგისტრო პროგრამებმა  აკრედიტაცია გაიარა 2011 წელს  და ამჟამად წარდგენილია რეაკრედიტაციაზე. სამაგისტრო პროგრამები დაფუძნებულია საქართველოს ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მოთხოვნებზე. სამაგისტრო პროგრამები აღწერს და განსაზღვრავს პროგრამის სახელწოდებას, უმაღლესი განათლების საფეხურს, მისანიჭებელ კვალიფიკაციას, კრედიტების რაოდენობას (120 კრედიტი), პროგრამის მიზნებსა და სწავლის შედეგებს, სწავლება-სწავლის მეთოდებს, სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემას, დასაქმების სფეროებს, პროგრამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ადამიანურ რესურსსა და სტრუქტურას.  პროგრამები განახლებული და დასრულებულია.

ფაკულტეტის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი პროგრამები.

წარმოდგენილი სამაგისტრო პროგრამები და სილაბუსები წინასწარ დაეგზავნათ ფაკულტეტის საბჭოს წევრებს.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა რეაკრედიტაციისათვის განახლებულ პროგრამებს - „განათლების ფსიქოლოგია“, „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“, „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ და „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“.

მომხრე: 16

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა განახლებული პროგრამები: „განათლების ფსიქოლოგია“, „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“, „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“, „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“.

2. ცვლილება სადოქტორო პროგრამაში - განათლების მეცნიერებები (ორი ახალი კურსი)

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოზე განსახილველად მეორე საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ სადოქტორო პროგრამაში - „განათლების მეცნიერებები“ - შედის ცვლილება, რომელიც გულისხმობს ორი ახალი კურსის დამატებას. პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი კურსების დამატება დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს, რათა აღნიშნული კურსებისათვის შესაძლებელი იყოს ლექტორების მოწვევა. ეს კურსებია: „Teaching and Learning in Natural and Virtual Learning Environments“, „Vocational Education for Sustainable Development“. მოცემული კურსების სილაბუსები წინასწარ დაეგზავნათ ფაკულტეტის საბჭოს წევრებს.

საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებებს“ - დაემატოს ორი ახალი კურსი: „Teaching and Learning in Natural and Virtual Learning Environments“, „Vocational Education for Sustainable Development“.

მომხრე: 16

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებებს“ - დაემატოს ორი ახალი კურსი: „Teaching and Learning in Natural and Virtual Learning Environments“, „Vocational Education for Sustainable Development“.

3. 21-22 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობის განხილვა/დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭომ განიხილა მესამე საკითხი, რომელიც ეხებოდა 60 კრედიტიან პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ სტუდენტთა კვოტებს. განათლების მიმართულებამ წარმოადგინა კვოტების რაოდენობა.

საგნები კვოტები
ბიოლოგია 8
გეოგრაფია 6
ისტორია 10
მათემატიკა 7
სამოქალაქო განათლება 20
ფიზიკა 3
ქართული ენა და ლიტერატურა 35
ქიმია 5
გერმანული ენა 3
ინგლისური ენა 20
რუსული ენა 10
ფრანგული ენა 3
სულ 130

საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობის დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 16

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობ: ბიოლოგია - 8, გეოგრაფია - 6, ისტორია -10, მათემატიკა - 7, სამოქალაქო განათლება -20, ფიზიკა - 3, ქართული ენა და ლიტერატურა - 35, ქიმია - 5, გერმანული ენა - 3, ინგლისური ენა - 20, რუსული ენა - 10, ფრანგული ენა -3.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე      

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

View More

Order N:

2021 წლის 7 ივნისის N6/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N6/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების დანართში ტექნიკური ხარვეზის გასწორების გამო.

ვბრძანებ:

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N6/26 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და დანართს ჩამონათვალში დაემატოს სამაგისტრო პროგრამა: ,,ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირების“ წინასწარი და საჯარო დაცვის ვადები.

2. ბრძანების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 8

2021 წლის 7 ივნისის N7/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N7/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების დანართში ტექნიკური ხარვეზის გასწორების გამო.

ვბრძანებ:

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N7/26 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და დანართს ჩამონათვალში დაემატოს სამაგისტრო პროგრამა: ,,ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირების“ წინასწარი და საჯარო დაცვის კომისიის შემადგენლობა.

2. ბრძანების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 9

2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი N1 ის შესაბამისად

2.2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 10 - 20 ივნისი და 10-20 ივლისი.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 6

2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020– 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1 ის მიხედვით.

2. 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 10- 20 ივნისი და 10-20 ივლისი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

View More

Order N: 7