Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“

2023 წლის  13 ივნისს, 11:00 საათზე, 107 აუდიტორიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი,  ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ფილოსოფოს სტუდენტთა სამეცნიერო წრე  მართავს მეექვსე ყოველწლიურ  სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენციას „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო    განრიგის  დამტკიცების    შესახებ“ თსუ  რექტორის  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 მაისის №14/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის გიორგი ღაღანიძის   2023   წლის   5 ივნისის N14884/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ეკონომიკისა    და    ბიზნესის    ფაკულტეტზე    ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად.
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
3.კონკურსი  გამოცხადდეს  2023  წლის  16  ივნისს.    საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის   17 ივლისიდან   2023   წლის 21 ივლისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს  გადაეცეს  არაუგვიანეს  2023  წლის 15 სექტემბრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:


თეორიული  ეკონომიკის  კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -კატეგორია ,,ა”;
ეკონომეტრიკის  კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“;

5.   ასოცირებული  პროფესორების  თანამდებობებზე  ასარჩევმა  კანდიდატებმა  უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   (დადგენილი     ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი    აკადემიური    ხარისხის    დამადასტურებელი    დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი    (უცხო    ქვეყანაში    მიღებული  განათლების    ან/და სამეცნიერო    ხარისხის    აღიარების    კანონმდებლობით    დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო  -  პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს       ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2023  წლის  17  ივლისიდან   2023
წლის 21 ივლისის  ჩათვლით.  ჩათვლით 1000-დან  1700 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე    (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,   თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403.
8. ბრძანება   განთავსდეს   გაზეთ   "თბილისის   უნივერსიტეტი"-ს   ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი     ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 130/01-01

ჯაბა სამუშია კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპს შეხვდა

 

მეცნიერები, არქეოლოგები სამხრეთ კორეიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან თსუ-ში საერთაშორისო კონფერენციას "Tri-national Archaeological Cooperation and Academic Exchange: Georgia, Azerbaijan, Korea" გამართავენ.

 

აღნიშნულ სემინართან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ-კორეულ არქეოლოგიურ კონფერენციას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, სემინარის მასშტაბი გაიზრდება.

 

„ჩვენ კორეელ კოლეგებს ვთავაზობთ ერთობლივი არქეოლოგიური კვლევის განხორციელებას ფაზისში. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ექსპედიცია რეგიონში,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა  რწმუნებულმა თსუ-ს აღუთქვა მხარდაჭერა კორეის რესპუბლიკასთან ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.

სრულად

ბრძანების N:

გარდაიცვალა პროფესორი ვასილ კაჭარავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

დარგის საუცხოო მცოდნემ, დიდი კომპეტენციის სპეციალისტმა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგმა უნივერსიტეტში მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში სტუდენტებისა და კოლეგების განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. ბატონი ვასილი წლების განმავლობაში “ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციასაც” ხელმძღვანელობდა. იგი აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია. ჩვენი უნივერსიტეტისთვის დიდი დანაკლისია ასეთი მეცნიერისა და პიროვნების გარდაცვალება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას!

 

 

სრულად

ბრძანების N:

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

სასწავლებლად გიწვევთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრა­ტუ­რაში დემოგრაფიის განხრით. აკრედიტებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ თსუ-ში მოქმედებს 2014 წლიდან.

პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სოციალურ მეცნიე­რებათა მაგისტრის  აკადემიური  ხარისხი (დემოგრაფიაში).

პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე. პროგრამით გათვალისწინებულ საგ­ნებს კითხულობენ უნივერსიტეტისა და ქვეყნის წამყვანი პროფესორები და მეცნიერები. არსებობს პერსპექტივა, რომ როგორც სწავლის, ასევე მისი დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლონ პარიზის დემოგრაფიის შემსწავ­ლელ ეროვნულ ინსტიტუტთან და გაეროს დემოგრაფიულ ცენტრთან კაიროში. ასეთი თანამშრომლობის ტრადიცია გასული წლების განმავლობაში უკვე არსებობდა.

თსუ-ში, 2016 წლიდან ასევე მოქმედებს სადოქტორო პროგრამა დემოგრაფიაში. მაგისტრა­ტუ­რის ყველა კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს სწავლა გაარძელოს დოქტორანტურაში და დაიცვას დისერტაცია სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. დღეისათვის ჩვენს დოქტორანტურაში ყოფილი ჩვენი მაგისტრი 8 დოქტორანტი სწავლობს.

არსებობს კურსდამთავრებულთა შრომითი დასაქმების კარგი პერსპექტივა, როგორც სპეციალობით, ასევე მომიჯნავე დარგებშიც. მზარდი ინტერესი და მოთხოვნა დემოგრაფთა პროფესიულ კადრებზე გამოწვეულია ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში დემოგრაფიული პრობლემების მწვავე აქტუალურობით.

საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთ­ხოების  კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია დემოგრაფიული კომპონენ­ტი. დღეს ქვეყნების მდგრადი განვითარება წარმოუდგენელია დემოგრაფიული განვითარების გარეშე. მეტად აქტუალური და მოთხოვნადია დემოგრაფიული პრობლე­მების ცოდნა ისეთი პოლიტიკების შემუშავებისათვის, როგორიც არის  ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, მიგრაციული პოლიტიკა, რეგიონული პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, და ა.შ.

აღნიშნული უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა წარმატებით დასაქმებას შემდეგ სამინისტროებსა და უწყებებში: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის; საგარეო საქმეთა; განათლებისა და სხვ. ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების ანალიტიკური სამსახურები. ნებისმიერი სისტემური ბიზნესის განვითარება შეუძლებელია დემოგრაფიული პრობლემების ანალიზისა და პროგნოზის გარეშე, ამდენად, სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიონალ დემოგრაფთა დასაქმება ბიზნეს-სტრუქტურებში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით მიიღო 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა დადგენილება „დემოგრაფიული უსაფრთხოების ეროვნული კონცეფციის შესახებ“. დადგენილებით ქვეყნის სამინისტროებსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს ევალებათ დემოგრაფიული პრობლემები გაითვალისწინონ თავიანთ პერსპექტიულ და მიმდინარე საქმიანობაში. დადგენილების მიხედვით, უახლოეს პერსპექტივაში, საშუალო სკოლებში შემოღებული უნდა იქნეს დემოგრაფიის საგნის სწავლება. საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით შექმნილია სახელმწიფო კომისია მოსახლეობის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს ზრდის მოთხოვნებს დემოგრაფიის სპეციალობის კადრებზე. დემოგ­რაფი­ისადმი ყურადღება სულ უფრო იზრდება ბიზნესის მხრიდანაც.

მაგისტრატურაში სწავლის პროცესში სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური ყოველთვიური სასტიპენდიო შეთავაზებით.

განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ დემოგრაფიის მაგისტრატურაში სტუდენტთა სწავლა დაფინანსდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამებით.

დემოგრაფიაში სწავლის გაგრძელება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის ბაკა­ლავრს: სოციოლოგს, ეკონომისტს, გეოგრაფს, ისტორიკოსს, ჟურნალისტს, ფილოლოგს, ფილოსოფოსს და ა.შ.

მაგისტრატურაში სწავლის იმ მსურველებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდა დასჭირდებათ ერთი გამოცდის ჩაბარება დემოგრაფიის ზოგადი ცნებების შესახებ, ისინი ასევე გაივლიან ერთ ზოგად გასაუბრებას, მათ შორის ინგლისურ ენაში B1 დონეზე.

მოხარული ვიქნებით, პასუხი გავცეთ თქვენთვის ყველა საინტერესო კითხვას და გაგიწიოთ საჭირო კონსულტაცია, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:

                             599-54-09-59    ვაჟა ლორთქიფანიძე

                             322 266-35-00         ანზორ სახვაძე

 

მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ  ჩავატარებთ ღია კარის დღეს.

მომავალ შეხვედრამდე,

15 ივნისი 15:00 საათი

უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 202 აუდიტორია. 

                                   

       პროგრამის ხელმძღვანელი  აკად.  ვაჟა ლორთქიფანიძე

სრულად

ბრძანების N:

სწავლის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობა სტუდენტებს

სწავლის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობა სტუდენტებს:

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა: „ბიზნესის ადმინისტრირება“

 

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეტს (University of Bucharest) შორის ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ორივე პარტნიორი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაზე დაშვებულმა სტუდენტებმა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირების“ მოთხოვნების წარმატებით შესრულების შემდეგ მიიღონ ორი სამაგისტრო ხარისხი (MBA) ერთდროულად ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან. პროგრამა მოიცავს ორ აკადემიურ წელს. სტუდენტები პირველ წელს (2 სემესტრი) ისწავლიან საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მეორე წელს (2 სემესტრი) რუმინეთში, ბუქარესტის უნივერსიტეტში. სასწავლო პროგრამის შემოთავაზებული სასწავლო კურსები შეჯერებულია და დადგენილია პარტნიორების ადგილობრივი აქტებით.

სწავლა/სწავლების პირობების, სასწავლო ცხრილის, რეგულაციებისა და სწავლის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. აღნუშნულ მემორამდუმს ახლახანს მოეწერა ხელი ერთი მხრივ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მიერ, ხოლო მეორე მხრივ, ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორი მარიან პრედას მიერ.  2023 წლის ივნისის ბოლოს დაგეგმილია ხელმოწერილი ორიგინალი მემორანდუმების გაცვლა აღნიშნულ ორ უნივერსიტეტს შორის. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის  „ბიზნესის ადმინისტრირების“ ამოქმედება იგეგმება 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია     თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    აკადემიური    პერსონალის    (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა   ფაკულტეტის   დეკანის თამარ  გაგოშიძის 2023 წლის 30 მაისის N14403/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება
არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი   გამოცხადდეს   2023   წლის   6   ივნისს   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა.
4. კონკურსი     გამოცხადდეს     ფსიქოლოგიისა     და     განათლების     მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
განათლების მეცნიერებათა სასწავლო - სამეცნიერო დეპარტამენტი მასწავლებელთა განათლების  სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5. ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი  ფორმის  მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში    არ   შეიძლება   დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ   დანაშაულთან   ბრძოლის   შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი    ან/და    პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა     საგანმანათლებლო     დაწესებულებაში     საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი      აკადემიური      ხარისხის      დამადასტურებელი      დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის      გამოცდილების      დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევი   კანდიდატი,   კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ     შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)     და  დაადასტუროს ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიმღებ   აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11 (მე-3 კორპუსი) ოთახი N 108;
8.ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
9.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 125/01-01

ფუტსალის გუნდი ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუსტალის გუნდი 2022-2023 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე მატჩში „სტუდენტებმა“ „ქუთაისი 2“ 4-0 დაამარცხეს და ლიგა 2-ის თასს მეორედ დაეუფლნენ. სადებიუტო სეზონის ჩემპიონებმა ტიტული სამწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს.

 

ფინალური მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. გოლის ავტორები საბა ეგრისელაშვილი, ალექსი ტკაჩოვი, გრიგოლ ბოხაშვილი და გეგა კოშაძე გახდნენ. „ლიგა 2-ის პირველი ჩემპიონები ვართ. ახალი გუნდი გავაკეთეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით ამ წარმატებისკენ. უკვე მესამე წელი გავიდა და მინდა ბიჭებს ეს შრომა დავუფასო, მადლობა გადავუხადო. სეზონი მძიმედ დავიწყეთ, თუმცა შუა გზაში გავძლიერდით. უფრო მობილიზებულები გავხდით. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა დავისახეთ მიზნად და ჩვენი გულშემატკივრების, ხელმძღვანელების, მთლიანად სტაფის, ფეხბურთელების წყალობით ამ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ „თსუ“-ს და ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იზეიმა ეს ჩემპიონობა“,- განაცხადა თსუ 2-ის მთავარმა მწვრთნელმა დავით ბობოხიძემ.

 აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო სპორტისთვის 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში თსუ კალათბურთელებმაც გაიმარჯვეს -  მოიპოვეს ორივე უმაღლესი ტიტული - საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგეს.

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N:

ბრძანების N:

კურსი - ბავშვთა უფლებები (რეგისტრაცია)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი რეგიონში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს (დისტანციურად zoom) გთავაზობთ სამოქალაქო განათლების საკითხებზე საუბრებს. 
დაინტერესებული მოსწავლეები გაეცნობიან ბავშვთა უფლებების შესახებ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა მოკლე ისტორიული რაკურსი ბავშვთა უფლებების თაობაზე, ასევე შევეხებით იმ საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლითაც წესრიგდება ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები. ამასთანავე, საუბარი გვექნება გადარჩენის უფლებაზე, კერძოდ სიღარიბითა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაზარალებულ ბავშვთა უფლებებზე. ბოლოს კი შევეხებით თემას, თუ როგორ რეგულირდება ბავშვთა უფლებები უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ბიზნესის რეგისტრაციის დროს. 
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მითითებლ ლინკზე

>> სარეგისტრაციო ბმული << 
დღე: შაბათი 12:00 საათი
მასწავლებლის სახელი და გვარი: ელენე გოგაძე

რეგისტრაცია: 25 აპრილი - 3 მაისი
კურსი დაიწყება 6 მაისს

 

 

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 01 მაისის N99/01-01 ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად. საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 23 ივლისის N1 ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეულზე) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა რამაზ ბოჭორიშვილი. საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგები სამჯერ წარედგინა აკადემიურ თანამდებობაზე პირის არჩევაზე უფლებამოსილ ორგანოს - უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სამჯერვე მიჩნეული იქნა არასაკმარისად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიერ დადგენილი დასაბუთების არასაკმარისობისა და საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლის არარსებობის გამო. აღნიშნულის საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მიერ საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საბჭოს 2019 წლის N60/2019 დადგენილების სახით („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ). საკითხი გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, კონკურსში მონაწილე პირის, რამაზ ბოჭორიშვილის მიერ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს დაევალა - ა) საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ იმსჯელოს ადმინისტრაციულ საჩივარზე (რომელიც განხილული არ ყოფილა საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მიერ დადგენილი წესით) და ბ) გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით (რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა აკადემიურმა საბჭომ, სადავო საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისას. საბჭოს გადაწყვეტილება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და უნდა შეიცავდეს საკმარის დასაბუთებას).
განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის (ნაწილობრივ საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მხრიდანაც), როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა და შესაძლებელია ითქვას, რომ ამჟამადაც ადგილი აქვს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თავის უფლებამოსილებათა ისეთ განხორციელებას, რომელიც შეეწინააღმდეგა აკადემიური საბჭოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის დასაქმების მიზნით გამოიყენება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესი, საქართველოს კანონმდებლობით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნებისათვის განსაზღვრულ ნორმებთან ერთად და ერთობლიობაში დასაქმების პროცესი ორეტაპიანია - ა) კონკურსის საფუძველზე კონკურსში გამარჯვებულის შერჩევა საკონკურსო კომისიის მიერ და ბ) აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსის შედეგების დამტკიცება/გამარჯვებული პრეტენდენტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა. ხსენებულიდან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ წარმოებაში მონაწილე ორივე კოლეგიური ორგანო აღჭურვილია გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებით და აკადემიური საბჭოც, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილი და ვალდებულია გადაწყვეტილებები მიიღოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე - საკითხის შესწავლის, განხილვის საფუძველზე და დასაბუთების მითითებით. ზემოხსენებული წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების საფუძველზე აკადემიური საბჭო ითხოვდა და ამჟამადაც, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის მოითხოვა საკონკურსო კომისიისაგან კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულფასოვანი დასაბუთება და საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლა, როგორც ამას ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები, რათა თავად აკადემიურ საბჭოს ჰქონოდა სრულფასოვანი ფაქტობრივი და საკანონმდებლო საფუძველი საკითხის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით დადგენილი პროცედურით განხილვისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის (რის გამო ამჟამადაც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მოწვეული იქნა აკადემიური საბჭოს სხდომაზე, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა). საკონკურსო კომისიის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული აკადემიური საბჭოს მითითებები მათ საქმიანობაში პროცედურული საკითხების პრობლემებთან დაკავშირებით და არ იქნა აღმოფხვრილი თავის საქმიანობაში არსებული ხარვეზები, არცერთ ჯერზე არ დაექვემდებარა სრულფასოვან შესწავლას და რეაგირებას (განსხვავებით საკონკურსო-სააპელაციო კომისიისგან, რომელმაც ამჟამად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას საკონკურსო კომისიის საქმიანობაში გამოავლინა მთელი რიგი პროცედურული დარღვევები და შეუსაბამობები), რის გამოც საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგები არ შეიცავდნენ საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლის დადასტურებას, ასევე საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისეთ დასაბუთებას, რომელიც დააკმაყოფილებდა კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ დასაბუთების სტანდარტს და საშუალებას მისცემდა აკადემიურ საბჭოს დაყრდნობოდა საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგებს, რათა თავად მიეღო კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესთან შესაბამისობაში მყოფი გადაწყვეტილება. საკონკურსო კომისია მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, აკადემიურ საბჭოს არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება გააუქმოს (ბათილად ცნოს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, საკონკურსო კომისიის ფუნქციების ფარგლებშიც დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს და ვერ იგულისხმებს იმას, რომ კომისიის საქმიანობა უკონტროლოა და კომისიას არ გააჩნდა და არ გააჩნია საქმის გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების სრულფასოვანი შესწავლის ვალდებულება და მისი საქმიანობის შედეგი და მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს სრულფასოვანი დასაბუთების გარეშეც კი. კომისიისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპების უგულვებელყოფის შესაძლებლობას, რადგან აღნიშნული იწვევს ისეთ პროცედურულ დარღვევებს, რომლებსაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინათ მიღებული გადაწყვეტილების სახეობასა და შინაარსზე, შესაბამისად კანონმდებლობასთან გადაწყვეტილების ფორმალური და შინაარსობრივი შესაბამისობის ხარისხზე. იქიდან გამომდინარე, რომ საკონკურსო კომისიის მიერ არაერთჯერ ყოველივე ზემოხსენებული გათვალისწინებული არ იქნა, აკადემიურ საბჭოს მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, არ გააჩნია სხვა ბერკეტი,  გარდა იმისა, რომ დასრულებულად ჩათვალოს წარმოება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე არჩევის გადაწყვეტილების მიღებაზე ერთადერთი უფლებამოსილი და ამავე დროს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-5 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  ,,პ“ და ,,წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 26 ივლისის №63/2022 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2022 წლის 20 სექტემბრის №17210/28 წერილის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის N3ბ/2820-19 საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დასრულებულად ჩაითვალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსი მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) (პროფესორი - 1 საშტატო ერთეული) და აღნიშნული საკონკურსო ადგილი დარჩეს ვაკანტური.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 39/2023

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედია“

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედია“ იქმნება. ენციკლოპედია 4 ტომად გამოიცემა და მასზე თსუ მეცნიერები, მკვლევრები, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმუშავებენ. 
 

აღნიშნული ინიციატივა თსუ რექტორმა საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს გააცნო და განაცხადა, რომ შეიქმნება სარედაქციო კომისია, რომელიც ოთხტომეულის გამოცემაზე იმუშავებს. მისი თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ ენციკლოპედია მნიშვნელოვანი მასალა იქნება მკვლევრებისთვის და საინტერესო საკითხავი ნებისმიერი მკითხველისთვის. ოთხტომეულში გაერთიანდება ყველა ფაქტი, მოვლენა, სახე, სახელი, რომელიც უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და რომელთაც დიდწილად განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. მასში თავს მოიყრის   საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი და შეუსწავლელი მასალა, რომელიც ინახება თსუ მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებსა და ფაკულტეტებზე.“
 

ენციკლოპედიასთან ერთად იგეგმება თსუ-ის ისტორიის ცალკე გამოცემა, რომელიც საჩუქრად გადაეცემათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ას წელზე მეტია სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაზღვრავს ქვეყანაში მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.  აღნიშნული ინიციატივა ერთის მხრივ, გააცნობს თსუ სტუდენტებს უნივერსიტეტის შექმნისა და არსებობის იდეას, ამავე დროს, იმ ადამიანების ღვაწლს, რომლითაც დღემდე ამაყობს ქვეყანა. 

 

სრულად

ბრძანების N:

ექსკურსია ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში

მიმდინარე წლის 27 მაისს, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელთათვის ჩატარდა გასვლითი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ  ხოვლეში. სტუდენტებმა დაათვალიერეს ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი, გაეცნენ ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების ამსახველ ბიოგრაფიულ მომენტებს. მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის  პიროვნებისა და მის მიერ ქართული საზოგადოებისთვის გაწეული ღვაწლის შესახებ.

სრულად

ბრძანების N:

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია "გელათის აკადემია - მისი ეპოქა და მემკვიდრეობა"

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია "გელათის აკადემია - მისი ეპოქა და მემკვიდრეობა" გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბის) (Academia Europaea Tbilisi Knowledge Hub) ორგანიზებით.  
 

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, Academia Europaea-ს წევრი, აკადემიკოსი ზაზა სხირტლაძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
 

ღონისძიების სტუმრებს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფრანგიშვილი მიესალმა. „ჩვენი ცენტრის აქტივობა მიმართულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაზე ევროპულ აკადემურ სივრცეში. ხშირად, ევროპულობას განსაზღვრავენ ისტორიული და კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით და ითვლება, რომ ევროპულობის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს წარმოადგენს ქვეყნის კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან და ისტორიული განვითარებს ხაზი ბერძნულ-რომაული კულტურული სივრციდან დღევანდელობამდე შუა საუკუნეების აღორძინების პროცესების გავლით. საქართველოს ეს ისტორიული გზა დიდი ღირსებით აქვს გავლილი. ჩვენი ევროპულობის უმნიშვნელოვანიესი სიმბოლოა გელათის აკადემია.“
 

„კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - გელათის სამონასტრო კომპლექსს და კულტურული მეკვიდრეობის ფასეულ ძეგლს - გელათის კატენებიან ბიბლიას, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ საეკლესიო ღირებულების ნაწარმოებს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის მაჩვენებელს. ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ ქცეულმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრმა შემოგვინახა ეს განსაკუთრებული ბიბლია",- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა. 

 

კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები; ასევე კვლევები ძველი ქართული ლიტერატურის; შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერების და ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობების შესახებ.

 

კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს გელათის აკადემია როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი და, ამასთანავე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვას გელათის აკადემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის კვლევაში.

სრულად

ბრძანების N:

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2021-2022 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, კანცლერი ლაშა საღინაძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს თსუ რექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა და პროგრამების წარმატებით დასრულება მიულოცა.

 

„კურსდამთავრებულები, რომლებიც პანდემიის დროს ეუფლებოდნენ პროფესიას, დღეს პროფესიულ საქმიანობაში შესვლას აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეძენილი ცოდნა და უნარები აუცილებლად გამოადგებათ ნებისმიერ სფეროში. უმაღლესი თუ პროფესიული განათლებით თსუ არის მზად, რომ უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოს სწავლა-სწავლების პროცესი,“-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

 2021-2022 წლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრს 386 კურსდამთავრებული ჰყავს. თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

 

ღონისძიებაზე თსუ პროფესიული პროგრამების თეორიული და პრაქტიკული ნაწილის თავსებადობის, საჭირო ინფრასტრუქტურის, კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ ისაუბრა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა. მისი თქმით, „ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია პროფესიული განათლება. ამ მიმართულების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და პროფესიულ პროგრამებს მხარდაჭერა გამოუცხადა.“

 

დღეისთვის 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.

 

„მინდა დიდი მადლობა გადაუხადო უნივერსიტეტს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის, რომელიც ამ დროის განმავლობაში შემძინა. ეს ცოდნა გამომადგა არა მარტო პროფესიულ საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც. ამ პროგრამის დამსახურებაა ის, რომ მისი დამთავრების შემდეგ ძალიან დიდი წინსვლა მქონდა ცხოვრებაში,“- განაცხადა თსუ პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზების“ კურსდამთავრებულმა სოფიო კვაშილავამ.

 

2022 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის   გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   322 მუხლის პირველი მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023   წლის 26 აპრილის N12/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის  ნინო ფარცვანიას 2023 წლის 27 აპრილის N11089/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის    მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)    აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ    1    რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 28 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 29-30 მაისი, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივნისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ალგებრის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)    განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ)  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ. ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 29-30 მაისს 1000-დან 1700 საათამდე    თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში.  მისამართი: თბილისი,მერაბ ალექსიძის  II  შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
7. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება  განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
9.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 93/01-01 

თსუ რექტორმა ბიბლიოთეკარები დააჯილდოვა

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები დააჯილდოვა. თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგეს ქეთევან ნაკაშიძეს, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის უფროს ბიბლიოთეკარს ლიანა ვალიევს, უფროს ბიბლიოთეკარს ქეთევან ჯმუხაძეს, იშვიათ გამოცემათა განყოფილების გამგეს ნინო შამათავას, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილეს თამარ გიორგაძეს, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროს სპეციალისტს ია დუდუჩავას ხანგრძლივი და თავდაუზოგავი მუშაობისათვის უნივერსიტეტის მედლები გადაეცათ.

 

თსუ რექტორმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ბიბლიოთეკარებს თავიანთი საქმის უანგარო სიყვარულისთვის და ერთგული სამსახურისთვის. თავის მხრივ, ბიბლიოთეკარებმა მადლიერება გამოხატეს თსუ რექტორისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართ მათი ღვაწლის დაფასებისთვის.

 

„1972 წლიდან ვმუშაობ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ვითვლები თსუ-ის თანამშრომლად და დღემდე ვემსახურები უნივერსიტეტს,“- განაცხადა თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის უფროსმა ბიბლიოთეკარმა ლიანა ვალიევმა.

 

თსუ ბიბლიოთეკები (თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა) 8 მილიონ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას, 22 მილიონამდე პატენტს ინახავს. ამასთან, მკითხველისთვის ხელმისაწვდომია მუდმივად განახლებადი წიგნის ონლაინკოლექცია (www. Books.tsu.ge), თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს თავისუფალი წვდომა აქვთ  ისეთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებსა და რესურსებზე, როგორებიცაა Elsevier, Scopus (www. scopus.com), Sciencedirect (www.sciencedirect.com), EBSCO Econlit (https:// goo.gl/ptblg3), ინგლისის მედიცინის ახალი ჟურნალი (www.nejm.org), www.oxford - medicine.com), BioOne (www.bioone.org), ECD-Library (www. oecd-ilibrary. org), Cambridge Journals Online (www.journals. cambridge.org) და სხვა. ეს რესურსები საშუალებას აძლევს თსუ სტუდენტებსა და მეცნიერებს რეალურ დროში გაეცნონ საერთაშორისო სამეცნიერო სიახლეებს.

სრულად

ბრძანების N:

თამარ კალანდაძის საჯარო ლექციები

   

9 მაისი 13:00-14:00 სთ, I კორპუსი, 115 აუდიტორია -  ლექცია „ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარები და მათი კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან„

10 მაისი 17:00-18:00 სთ, I კორპუსი, 115 აუდიტორია -   ლექცია: „ღია მეცნიერება: რა, რატომ და როგორ?“

 

თამარ კალანდაძე, სპეციალური განათლებისა და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ოსტფოლდის უნივერსიტეტის კოლეჯი, ნორვეგია.

მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ოსლოს უნივერსიტეტში სპეციალური განათლების დეპრატამენტში, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

თამარ კალანდაძე სპეციალური განათლების საფუძვლების მოდულის ხელმძღვანელია ოსტფოლდის უნივერსიტეტის კოლეჯში. მას მიჰყავს კურსები: ენისა და კომუნიკაციის სირთულეები, ნეიროგანვითარებითი დარღვევები, ენისა და კომუნიკაციის განვითარება და დარღვევები, კვლევის მეთოდები, კვლევის ხარისხი და ეთიკა.

მას ასევე მიჰყავს კურსები ოსლოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: ინტელექტუალური დარღვევები, აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ხელმძღვანელობს სტუდენტების სამაგისტრო კვლევებს.

თამარ კალანდაძე არის 20-მდე პუბლიკაციის ავტორი პრესტიჟულ ჟურნალებში, ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და თვითონაც ხელმძღვანელობს მნიშვნელოვან პროექტებს ენისა და კომუნიკაციის განვითარების დარღვევების, აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის საკითხებზე.

თამარ კალანდაძე საინტერესო საზოგადოებრივ და სამეცნიერო სალექციო მიღვაწეობას ეწევა  სხვადასხვა ქვეყანაში ღია მეცნიერების საკითხებზე, ენისა და მეტყველების დარღვევების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან კავშირზე, აუტიზმის სპექტრის აშლილობისას კომუნიკაციის სპეციფიკაზე.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2022-2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის  სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01   ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცე­ბუ­ლი ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის  სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე

 

ვბრძანებ:

გამოცხადეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2023 წლის 25 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით.   თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუ­თები­:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 1 /შევსებული ცხრილი - მათი  დამადასტურებელი  დოკუმენტაციით);

დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2023 წლის 25 მაისისა.

ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.

ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.

ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 3