,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 25 თებერვლის N4307/27 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2026 წლის 16-17 იანვარს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის ,,მზექალა შანიძე - 100”, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) დარეჯან თვალთვაძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) ელგუჯა ხინთიბიძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) ზაზა აბაშიძე - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
თ) რამაზ ქურდაძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) ეკატერინე ნავროზაშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
კ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ლ) თეა გერგედავა - უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
- საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
მ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ნ) კახაბერ რუსიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ო) ნინო უგრეხელიძე - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
პ) ლევან კერესელიძე - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი -
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჟ) ნატო ჩუბინიძე - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
რ) იოსებ სოფრომაძე - უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ს) ნინო კაკულია - გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა, წინამდებარე ბრძანებას თანდართული სახით (დანართი N1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმის ადმინისტრაციას გამოფენის მოწყობა.
8. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას კრებულის ,,მზექალა შანიძე 100 წერილი ” დაბეჭდვა.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია