Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №33727/10 და №33730/10  წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის №16 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით №14 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა” (დანართი №14);

ბ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით №269 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება” (დანართი №269).


 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 110/2023

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი ხელშკრულების ფარგლებში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა  შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის  (N 34518/10; 15.11.2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლისთვის ორმხრივი ხელშკრულების ფარგლებში ფრიდრიხ შილერის სახელობის    იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 16 ნოემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) იზაბელა პეტრიაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) რევაზ გველესიანი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი,  კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე;
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის  2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის   პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 284/01-01  

ვლადიმერ

ვლადიმერ კეკელიძე დაიბადა 1947 წლის 21 ოქტომბერს ქ.რიგაში (ლატვია).

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი

1973 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1977 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი,1987 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 2000 წლიდან პროფესორი.

1973-1990 წწ.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე.

2005-2006 წწ. ცერნ-ის (CERN) მოწვეული პროფესორი.

2007-2008  წწ.ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის (ქ. დუბნა) დირექტორი, 2008-2009წწ. იმავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2009 წლიდან - დირექტორი.

ვლადიმერ კეკელიძე არის 250-მდე გამოქვეყნებული შრომის ავტორი.მიღებული აქვს ქ. დუბნის საერთაშორისო ინსტიტუტის 10 პრემია და სხვა სახელმწიფო ჯილდოები:

1986 წ.მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

2012 წელს ქ. პლოვდივის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

2017 წლის 6 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (ქ. დუბნა) ბალდინისა და ვეკსლერის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორს, პროფესორ ვლადიმერ კეკელიძეს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება

ბიბლიოგრაფია

1.A New measurement of direct CP violation in two pion decays of the neutral kaon NA48 Collaboration • V. Fanti (Cagliari U. and INFN, Cagliari ) et al. (Aug, 1999) Published in: Phys.Lett.B 465 (1999) 335-348 • e-Print: hep-ex/9909022 [hep-ex].
2. A Precision measurement of direct CP violation in the decay of neutral kaons into two pions NA48 Collaboration • J.R. Batley ( Cambridge U. ) et al. (Jul, 2002) Published in: Phys.Lett.B 544 (2002) 97-112 • e-Print: hep-ex/0208009 [hep-ex].
3. Search for the dark photon in π0\pi^0π0 decays NA48/2 Collaboration • J.R. Batley (Cambridge U.) et al. (Apr 2, 2015) Published in: Phys.Lett.B 746 (2015) 178-185 • e-Print: 1504.00607 [hep-ex].
4. The Beam and detector of the NA62 experiment at CERN NA62 Collaboration • Eduardo Cortina Gil (Louvain U. ) et al. (Mar 24, 2017) Published in: JINST 12 (2017) 05, P05025 • e-Print: 1703.08501 [physics.ins-det].
5. A Precise measurement of the direct CP violation parameter Re(ϵ′/ϵ\epsilon^\prime/ \epsilonϵ′/ϵ) NA48 Collaboration • A. Lai (Cagliari U. and INFN, Cagliari) et al. (Oct, 2001) Published in: Eur.Phys.J.C 22 (2001) 231-254 • e-Print: hep-ex/0110019 [hep-ex].
6. Search for direct CP violating charge asymmetries in K+- ---> pi+- pi+ pi- and K+- ---> pi+- pi0 pi0 decays NA48/2 Collaboration • J.R. Batley (Cambridge U.) et al. (Jun, 2007) Published in: Eur.Phys.J.C 52 (2007) 875-891 • e-Print: 0707.0697 [hep-ex].
7. Precise tests of low energy QCD from K(e4)decay properties NA48/2 Collaboration • J.R. Batley (Cambridge U.) et al. (Nov 6, 2010) Published in: Eur.Phys.J.C 70 (2010) 635-657.
8. New high statistics measurement of K(e4) decay form factors and pi pi scattering phase shifts NA48/2 Collaboration • J.R. Batley (Cambridge U.) et al. (Oct, 2007) Published in: Eur.Phys.J.C 54 (2008) 411-423 DOI
9. The Multi-Purpose Detector (MPD) of the collider experiment V. Golovatyuk (Dubna, JINR ), V. Kekelidze (Dubna, JINR), V. Kolesnikov (Dubna, JINR) , O. Rogachevsky (Dubna, JINR), A. Sorin (Dubna, JINR and Moscow Phys. Eng. Inst.) (Aug 9, 2016).
10. Prospects for the dense baryonic matter research at NICA V. Kekelidze ( Dubna, JINR ) , A. Kovalenko( Dubna, JINR ) , R. Lednicky( Dubna, JINR ) , V. Matveev( Dubna, JINR ) , I. Meshkov( Dubna, JINR ) et al. (Dec, 2016) Published in: Nucl.Phys.A 956 (2016) 846-849 • Contribution to: Quark Matter 2015 , 846-849. https://new.ras.ru/staff/chlen-korrespondent-ran/kekelidze-vladimir-dimitrievich/

სრულად

ბრძანების N: 1947

კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში iCREATE პროექტის ფარგლებში ერთსემესტრიანი მობილობისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში (რუმინეთი) iCREATE პროექტის ფარგლებში ერთსემესტრიანი მობილობისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

 !!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის ინგლისურენოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის  სტუდენტებს. 

 

მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი

 

მობილობის პერიოდი: 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (2024 წლის თებერვალი - ივლისი)

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი

სრულად

ბრძანების N:

III საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციისა "საქართველო და მსოფლიო" (კულტურათაშორისი ურთიერთობები)"

2024 წლის 26 მაისს ამერიკული უმაღლესი სკოლა/ევროპული სკოლა კოგნიასთან (International Education Services, აშშ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს III საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო (კულტურათაშორისი ურთიერთობები)“.

კონფერენციის ფორმატით განსაზღვრულია როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც სკოლასა და უნივერსიტეტს  შორის კავშირების გაღრმავებას ემსახურება. კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური. 


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference@americanhighschool.ge

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მარტი.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. დანართში.

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ რენე ჰობსის საჯარო ლექცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტმა, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელმა და მედიის კვლევებისა და განათლების დარგში 12 წიგნის ავტორმა, ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

ღონისძიებაზე რენე ჰობსმა დამსწრე საზოგადოებას მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, ასევე, ამ მიმართულებით არსებული ტენდენციები და ის გამოწვევები, რომლებიც მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით, მთელს მსოფლიოში არსებობს.

ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორიც კომუნიკაციების კომისია იყო, თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ComCom-ის წევრი ნათია კუკულაძე, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ ლადო ჭანტურიას დაბადებიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია

20 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, ლადო ჭანტურიას დაბადებიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აკადემიური წრეების ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საიუბილეო კრებული, რომელიც 30-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერის მიერ შესრულებულ სამეცნიერო შრომას აერთიანებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ზარანდიას და პროფესორ ბესარიონ ზოიძის რედაქტორობით გამოიცა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ისაუბრა ლადო ჭანტურიას განვლილ პროფესიულ გზაზე და მის დამსახურებებზე ქართული სახელმწიფოს წინაშე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფასდაუდებელი წვლილი ქართული კერძო სამართლის, დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის განვითარების საქმეში, აღნიშნა პროფესორმა ნინო გვენეტაძემ.

 

თავის სიტყვაში, დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ აღნიშნა, რომ “გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, პროფესორ ლადო ჭანტურიას შრომებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სამართლის მეცნიერებას. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში. მსურს მას მივულოცო იუბილე და მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რასაც იგი ქართული სამართლის განვითარებისა და ამით, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისათვის აკეთებს.  გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პროფესორი ლადო ჭანტურია არის პროფესიონალიზმის, აკადემიურობის, თავმდაბლობის და ჰუმანურობის, უნიკალური მაგალითი”.

 

პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ ისაუბრა ლადო ჭანტურიას განსაკუთრებულ ღვაწლზე, მის შრომებზე, მის დამსახურებაზე ქართული სამართლის ჩამოყალიბება განვითარების საქმეში. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნა ისტორიული მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში და პროფესორ ლადო ჭანტურიას, როგორც სამოქალაქო კოდექსის სარედაქციო კომისიის წევრის დასავლურმა განსწავლულობამ,  გადამწყვეტი როლი ითამაშა სამოქალაქო კოდექსის ღირებულებით ორიენტაციაში. 

 

კრებულის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილ წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და ევროპის აკადემიის  თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა , ბატონმა დავით ფრანგიშვილმა მიაწოდა.

 

ღონისძიებაზე უცხოელმა პროფესორებმა, კოლეგებმა, რომელთაც ბატონ ლადოსთან ერთად უმუშავიათ და დღემდე მეგობრობენ მასთან, მიმართეს საზოგადოებას და გაიხსენეს ბატონ ლადოსთან მუშაობის წლები.

 

გერმანელმა პროფესორმა როლფ კნიფერმა, რომელიც პროფესორ სერგო ჯორბენაძესთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სარედაქციო კომისიას, გაიხსენა პროფესორ ლადო ჭანტურიასთან პირველი შეხვედრა და ისაუბრა მასთან მუშაობის გამოცდილებაზე. მისი თქმით, ლადო ჭანტურია იყო პიროვნება, რომლის განსწავლულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული კერძო სამართლის ევროპეიზაციის საქმეში. თავად პროფესორი როლფ კნიპერი ის ადამიანია, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ქართული სამართლის ჩამოყალიბება განვითარებაში, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო მოქალაქეა. ამასთან მისი 80 წლის იუბილეზე, საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი დაჯილდოვდა ჩვენი უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კიოლნის უნივერსიტეტის ყოფილმა ვიცე პრემიერმა და მოქმედმა პროფესორმა, თსუ საპატიო დოქტორმა ანგელიკა ნუსბერგერმა ისაუბრა ბატონი ლადოს ჭანტურიას პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, მის განსაკუთრებულ როლზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობაში. პროფესორი ანგელიკა ნიუსბერგერი პროფესორ გიორგი ხუბუასთან ერთად კიოლნის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელია და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან. 

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართა, კილის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, თსუ-ს საპატიო დოქტორმა ალექსანდერ ტრუნკმა. მან ასევე აღნიშნა პროფესორ ლადო ჭანტურიას უდიდესი ღვაწლი ცივილისტიკის განვითარების საქმეში, რაც ამ უკანასკნელისათვის კილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭებაშიც გამოიხატა. პროფესორი ლადო ჭანტურია პირველი ქართველი იურისტია, რომელსაც მისი განსაკუთრებული ღვაწლისათვის გერმანული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

კასპიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ყაზახეთის კერძო სამართლის ფუძემდებელმა მაიდან სულეიმანოვმა და პროფესორმა ფარხად კარაგუსოვმა აღნიშნეს პროფესორი ლადო ჭანტურიას განსაკუთრებული ღვაწლი ყაზახეთის კერძო სამართლის განვითარებაში და მას ყაზახეთის ეროვნული სამოსი უსახსოვრეს. ასევე, მაიდან სულეიმანოვმა ისაუბრა ლადო ჭანტურიას პიროვნებაზე, როგორც ,,მსოფლიოს მოქალაქეზე”, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწეა.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პროფესორმა ლადო ჭანტურიამ. მისი თქმით, საიუბილეო კრებული ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც მეცნიერმა შეიძლება ინატროს. მან მადლობა გადაუხადა კრებულის რედაქტორებს, ავტორებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ კრებულის გამოცემაში - “პირველ რიგში, ნება მომეცით, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამ საიუბილეო კრებულის რედაქტორების პროფესორების ბატონ ბესარიონ ზოიძისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ თამარ ზარანდიას მიმართ. კარგად ვიცი, რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული ამ საქმის კეთება. დიდი მადლობა ყველა ავტორს, გამომცემელს ამ კრებულის მომზადებისა და გამოცემისთვის. დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტს ამ დიდი საჩუქრისთვის! მეცნიერისთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.”

 

მან აღნიშნა, რომ კრებულში მოცემული უმაღლეს დონეზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორები არიან ადამიანები, რომლებთანაც მას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთები აკავშირებს, რაც განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს აღნიშნულ კრებულს.  პროფესორმა ლადო ჭანტურიამ ისაუბრა თითოეული ამ ადამიანის წვლილსა და დამსახურებაზე ქართული კერძო სამართლის განვითარებაში. უნდა თქვას, რომ  ამ კრებულში თავისი უკანასკნელი წერილი გამოაქვეყნა ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა სამართლის მეცნიერმა, თსუ საპატიო დოქტორმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა პროფესორმა იურგენ ბაზედოვმა.”

 

მართლაც განსაკუთრებულია პროფესორი ლადო ჭანტურიას წვლილი ქართული კერძო სამართლის ჩამოყალიბებაში. ბატონი ლადო დამსახურებულად ითვლება ქართული ცივილისტიკისა და, საერთოდ, თანამედროვე ქართული იურისპრუდენციის გამორჩეულ და მსოფლიოში აღიარებულ მკვლევარად. კანონმდებლობის შექმნის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო სრულიად ახალი ქართული იურიდიული დოქტრინის შექმნა, რომელმაც ხელი შეუწყო სამოქალაქო კოდექსის ცხოვრებაში დანერგვას. პროფესორი ლადო ჭანტურია არაერთი  შესანიშნავი შრომის ავტორია. თუმცა, მათ შორისაც უნდა გამოიყოს რამდენიმე მთავარი, რომელიც ახალი ქართული იურიდიული მეცნიერების ფუძემდებლურ შრომებად ითვლება. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო პროფესორი ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით გამოცემული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი კომენტარი,  რომელიც  ექვს წიგნად გამოვიდა და სრულიად ახალი მოვლენა იყო ქართული იურიდიული სამეცნიერო ბრუნვისთვის. სამოქალაქო კოდექსის პირველი კომენტარი მისი გამოცემის დღიდან იქცა ამ დარგის მთავარ ტექსტად და პრაქტიკული თუ სამეცნიერო დისკურსის განუყოფელ ნაწილად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დღესაც ახორციელებს  სამოქალაქო კოდექსის კომენტარების პროექტს, კვლავ პროფესორი ლადო ჭანტურიას რედაქტორობით და მომავალშიც უზრუნველყოფს მის ერთიან ტექსტობრივ კორპუსად ჩამოყალიბებას. 

 

სამოქალაქო კოდექსის პირველ კომენტარს მოჰყვა არაერთი სახელმძღვანელო თუ მონოგრაფია, რომელიც აყალიბებდა კერძო სამართლის საფუძვლებს. პროფესორ ლადო ჭანტურიაზე უნდა ითქვას, რომ იგი  რთულ იურიდიულ კონსტრუქციებს  ნათელი და  გასაგები ენით გადმოსცემს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული დოქტრინისა და პრაქტიკისათვის.

 

პროფესორი ლადო ჭანტურია  არაერთი მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო კვლევის ავტორია. მისი შრომები კერძო სამართლის ყველა მიმართულებით ფასდაუდებელი ნაშრომებია ქართული იურიდიული სამეცნიერო ბრუნვისათვის. წლების მანძილზე პროფესორი ლადო ჭანტურია იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპულ დოქტრინაზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მან ხელი შეუწყო საქართველოში სამოსამართლო სამართლის განვითარებას. 

 

ამასთან, პროფესორი ლადო ჭანტურია ახალგაზრდა ქართველი იურისტების მუდმივი მხარდამჭერი და სტუდენტების გამორჩეულად საყვარელი პროფესორია. წლებია ტრადიციად იქცა მისი ფინანსური მხარდაჭერით ყოველსემესტრული სტიპენდიის დანიშვნა ჩვენი ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის, მათი ფინანსური წახალისების მიზნით. 

 

კრებულის გამოცემაში, აღსანიშნავია, ქალბატონი ლია შატბერაშვილის განსაკუთრებული დამსახურება, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია  საიუბილეო კრებულზე.  ასევე უნდა აღინიშნოს კალიგრაფი დავით მაისურაძის წვლილი - საიუბილეო კრებულის ყდის დიზაინისთვის მის მიერ საგანგებოდ შექმნილი უნიკალური შრიფტია გამოყენებული. არ შეიძლება არ დავაფასოთ თსუ გამომცემლობის ჩართულობა ამ მართლაც მნიშვნელოვან გამოცემაში. განსაკუთრებული მადლობა, საიუბილეო კრებულის პრეზენტაციის შეხვედრის თარგმანით უზრუნველყოფისათვის, ეკუთვნის თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტს, თამარ ერგემლიძეს.

 

შეხვედრის ბოლოს, პროფესორი ლადო ჭანტურიას საპატივცემულოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ შეასრულა ძველი ლათინური სტუდენტური სიმღერა - Gaudeamus Igitur რომელიც აკდემიური სივრცის ჰიმნად იქცა.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კიდევ ერთხელ, ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას და მის ოჯახს იუბილეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს სამეცნიერო კრებული, რომელიც პროფესორ ლადო ჭანტურიას 60 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი კოლეგებისა და მეგობრების სამეცნიერო შრომებს მოიცავს, საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის.

 

ბატონ ლადოს გულითადად ვუსურვებთ, რომ კიდევ ბევრი წელიწადი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში!

სრულად

ბრძანების N:

ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის ვიცე მინისტრის ვიზიტი თსუ-ში

 

25 ოქტომბერს თსუ-ს ეწვია ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის ექვსი წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბიანბა ჭასი, ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის ვიცე მინისტრი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ლი ჯუნჯი, ჩრდილოეთ მინზუს უნივერსიტეტის პრეზიდენტი;  ჟაო ჟუ, დალიან მინზუს უნივერსიტეტის საბჭოს პრეზიდენტი;  იანგ იუჩენგი, ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე;  ქიუ პენგი, ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ვეი შივეი, ეროვნული კომისიის გენერალური ოფისის მდივანი. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - ლია გიგაური და თინათინ ღოღელიანი, სამოქალაქო თანასწორობის განყოფილების უფროსი.

 

თსუ-ს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა რექტორის მ/შ  ნინო გვენეტაძე, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ბატონი გიორგი ღაღანიძე, სინოლოგი პროფ. ნანა გელაშვილი, პროფ. ქეთევან ხუციშვილი, პროფ. ვაჟა ტრაპაიძე და ასისტ. პროფ. სანდრო ტაბატაძე.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინსტიტუციების შესახებ ინფორმაციები და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის შემუშავებაზე და საუკეთსო გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე, სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობის განვითარებაზე ჩინურ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის. 

სრულად

ბრძანების N:

გამოვლინდა სტუდენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები

25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა, რომელზეც გამოვლინდა სტუდენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

სრულად

ბრძანების N:

საინფორმაციო შეხვედრა ძალადობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა ინდირა რობაქიძემ ღონისძიების სტუმრებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

 
ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრა Erasmus + პროექტით ,,მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) გათვალისწინებული თბილისის მუნიციპალიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. 

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 09 ოქტომბრის № 29598/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1. ლაბორატორიული მედიცინა - 1 რეზიდენტი

1.2. თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი

1.3. ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 რეზიდენტი

1.4. უროლოგია - 1 რეზიდენტი

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 23-27 ოქტომბერი;

2.2. გასაუბრება – 30 ოქტომბერი;

2.3. შედეგების გამოცხადება –31 ოქტომბერი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 245/01-01

ჯაბა სამუშია პოლონურ-ქართულ კოლოკვიუმში მონაწილეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მონაწილეობა მიიღო სლუპსკის (პოლონეთი) პომორიის უნივერსიტეტში გამართულ პოლონურ-ქართულ კოლოკვიუმში „კონსტიტუციონალიზმი პოლონეთსა და საქართველოში“.

 

„ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებლები და დემოკრატიულები ყოფილიყვნენ; ვაშენებდით და ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. საქართველო ყოველთვის გრძნობს და აფასებს პოლონეთის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიებაში მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლონელმა პროფესორებმა ისაუბრეს რუსეთის ოკუპაციის პერიოდში  სახელმწიფოს მართვის ორგანოთა სისტემაზე, იმავე პერიოდში ადგილობრივ მმართველობაზე, ტრადიციულ კლასობრივ სისტემაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს,    საბჭოთა  პერიოდის პოლონეთის სამართალზე, პოლონეთის 1921 წლის მარტის კონსტიტუციის რევიზიაზე და სხვა საკითხებზე.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 04 ოქტომბრის N28903/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიებს 2023 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 09 ოქტომბრიდან 09 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია 01 ოქტომბრის მდგომარეობით და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 291/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, „ნ“ და ,,ო’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ’’ ინსტრუქციის და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 04 ოქტომბრის №28903/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისია წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართი №1-ის სახით (დანართი №1).

2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ნოემბრის №143/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 290/02-01

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ამ თუ იმ  დარგის წამყვანი სპეციალისტების ფართომასშტაბიანი შეხვედრა. მისი მიზანია კავკასიოლოგიაში დაგროვილი რელევანტური ცოდნის, კვლევებისა და შესაძლო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობა-გამოცდილების ურთიერთგაცვლა.

ჩვენი კონგრესი მრავალდღიანი ღონისძიებაა სხვადასხვა ტიპის სესიებით, რომელიც შეთავაზებულია დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მისი უმთავრესი ღირებულებაა კლასიკური კავკასიოლოგიის საფუძვლების შენარჩუნება, სამეცნიერო ურთიერთობათა ინტერნაციონალიზაცია და გლობალურ სამყაროში პროგრესის გზით წინსვლა.

კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.

წლევანდელი კონგრესი ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკად. არნოლდ ჩიქობავას ინიციატივით დაარსებული კავკასიური ენების კათედრის   90 წლის იუბილეს.

კავკასიურ ენებისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრების შერწყმის საფუძველზე 2006 წელს დაარსდა კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ერთადერთი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც კომპლექსურად მიმდინარეობს კავკასიის ყველა ენისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის შესწავლა და სწავლება.

კონგრესში მონაწილეობს 163 მომხსენებელი საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთის ფედერაციიდან (დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღედან...).

აღნიშნული კონგრესი არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩრდილო-კავკასიელების ჩართულობით (მომხსენებლებიდან 100 მონაწილე არის ჩრდილოეთ კავკასიიდან), რომელთაგან თითქმის ნახევარი უშუალოდ არის დაკავშირებული კავკასიოლოგიის თბილისურ სკოლასთან, სადაც თსუ-ს კავკასიურ ენათა კათედრის არსებობის 90 წლის განმავლობაში თითოეული კავკასიური რეგიონისთვის ათეულობით ლინგვისტი და ისტორიკოსი აღიზარდა.

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდება 17-19 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასაწყისი - 10:00 საათზე.

სრულად

ბრძანების N:

ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

11 ოქტომბერს, ოთხშაბათს,  15:00 საათზე თსუ II კორპუსის 223 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  სამეცნიერო სემინარი.

 

მოხსენების თემა: "Superconductivity and magnetism in complex mercury-based compounds"



მომხსენებელი:  Dr. Eteri Svanidze (Max-Planck-Institut für Chemische Physik fester Stoffe, Dresden, Germany)

 

ანოტაცია

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ში სტუდენტური კლუბი „დავითი“ დაარსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი სტუდენტური კლუბი  „დავითი” დაარსდა, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართულობას შეუწყობს ხელს. თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

,,ყოველთვის მივესალმები და მხარს დავუჭერ მსგავს სტუდენტურ ინიციატივებს. დიდი პასუხისმგებლობაა კლუბის წევრობა, რომელიც ატარებს ქართველთა ერთიანობისა და განათლებისთვის მებრძოლი მეფე დავითის სახელს. ის უდიდესი მოღვაწე იყო არა მხოლოდ სამხედრო - სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ საქართველოში განათლების გავრცელების კუთხითაც. სწორედ ამიტომ იყო ივანე ჯავახიშვილის არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებულიყო მეფე დავითის ხსენების დღეს. მადლობა კლუბის წევრებს ამ ინიციატივისთვის და ველით მათ შემდგომ აქტივობებს.’’-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

კლუბის მიზანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმაონ უკვე არსებული ცოდნა და მიღებული გამოცდილება, ერთმანეთს გაუზიარონ და გაითავისონ ეროვნული, დავითისეული ფასეულობები.

 

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს ისტორიულ რეგიონებში, სტუდენტურ რეგიონულ და საერთაშორისო კონფერენციები , ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები.

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია

2024 წლის 11-12 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ქართული „ბალავარიანი“ - ბიზანტიური - „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 დეკემბერი. განაცხადი (ქართულ ან ინგლისურ ენებზე. სასურველია, ორივე ენაზე) უნდა მოიცავდეს:  მოხსენების სათაურს, მოკლე რეზიუმეს, ძირითად ცნობებს მომხსენებლის შესახებ (CV).

კონფერენციის უცხოელი მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში, კონფერენციის მსვლელობის პერიოდში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია.

კონფერენციის კოორდინატორი - ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13; ტელ. +995 577 252-518; +995 577 412-581. ელფოსტა: kartvelologist@gmail.com makaradze85@gmail.com

                                                                                                            

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართველოლოგიის მხარდამჭერთა

საერთაშორისო  ასოციაცია

სრულად

ბრძანების N:

მასალების მიღება ჟურნალ "ლოგოსში"

2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ცხადდება მასალების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი ბეჭდური და ელექტრონული

სამეცნიერო ჟურნალისათვის

 

 „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“.

 

ჟურნალის  მეათე ნომერი გამოქვეყნდება 2024 წლის ივნისში

 

სტატიების გარდა ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება რეცენზიები და თარგმანები. რუბრიკაში „VARIA“ იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

„ლოგოსის“ საიტი იყენებს ღია ჟურნალის სისტემას (Open Journal System) და მისი ყველა ნომერი 2022 წლიდან  ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ.

სტატიას (ავტორის სურვილისამებრ) შესაძლებელია მიენიჭოს ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი -DOI.

 

სტატია უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.

სტატია იგზავნება სარეცენზიოდ  ორ ექსპერტთან და დასაბეჭდად მიიღება ორი დადებითი რეცენზიის  შემთხვევაში.

რეცენზენტების  ვინაობა კონფიდენციალურია.

ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და სტატიაში, საჭიროებისამებრ, შეიტანოს შესაბამისი შესწორებები

სტატიაში ავტორის მიერ საკუთარი  ნაშრომის  იმგვარად  დამოწმება, რითაც  შესაძლებელია დადგინდეს მისი ვინაობა, დაუშვებელია. სარეცენზიოდ გამოგზავნილ ვერსიაში სტატიის ეს მონაკვეთები უნდა შეიცვალოს სათანადოდ, რაც  შემდგომში, სტატიის დასაბეჭდად მიღების შემთხვევაში, აღდგება პირვანდელი ფორმით სტატიის საბოლოო რედაქტირებისას.

 

სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია მეილზე - logos@tsu.ge

 

 

სტატიის გაფორმების წესი:

პუბლიკაციის ენა - ქართული

I გვერდი - ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, საკონტაქტო მონაცემები

                     საკვანძო სიტყვები (ქართულად) (3-5)

                     აბსტრაქტი (ინგლისურად) - 100-250 სიტყვა; საკვანძო სიტყვები(ინგლისურად)(3-5)

II გვერდი - სტატიის სათაური

სიტყვების რაოდენობა - მინ. 2000  სიტყვა (სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე)

შრიფტის ზომა - 11

ფურცლის ზომა - A4

მინდორი - ზევით-ქვევით -2 სმ; გვერდებზე- 2,5 სმ

დაშორება სტრიქონებს შორის - 1,5 სმ

ფონტი - Sylfaen (ქართულისთვის და სხვა ენებისთვის)

                 Unicode (ბერძნულისთვის http://www.dramata.com/Ancient%20polytonic%20Greek%20in%20Windows.pdf)

      

გვერდები - ინომრება გვერდის  მარჯვენა ზედა კუთხეში

შენიშვნები უნდა განთავსდეს სქოლიოებში (შრიფტის ზომა 10)

ბიბლიოგრაფია (ყველა ენისთვის- გაერთიანებულად)  ლათინურ ანბანურ რიგზე, ქრონოლოგიის დაცვით, სტატიის ბოლოს.

 

 

ციტირების სტილი:

ანტიკური ხანის ავტორთა ციტირებისათვის გთხოვთ გამოიყენოთ შიდა (სტატიის ტექსტში)

დამოწმების წესი.

 ავტორების სახელთა და ნაწარმოებების  სახელწოდებათა შემოკლებების წესი  ემყარება გამოცემას:  The Oxford Classical Dictionary (4 ed.). Edited by Simon Hornblower, Antony Spawforth, and Esther Eidinow. Oxford: Oxford University Press, 2012.

https://oxfordre.com/classics/fileasset/images/ORECLA/OCD.ABBREVIATIONS.pdf

მაგალითები:

(Eur. Supp. 187-90).

(Thuc. 1.80.2).

(Arist. Poet. 1452a15-1453b10).

(Ar. Ran. 435-37).

(Il.  6.354-58).

 

ნიმუშები:

ბიბლიოგრაფია (ბ)  და სქოლიოები (ს)

 

წიგნი

ა) ერთი ავტორი

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ. 1988. ბერძნული ცივილიზაცია. ნაკვეთი I. თბილისი: მერანი.

Braund, David. 1994. Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC-AD 562. Oxford: Clarendon Press.

(ს) გორდეზიანი 1988, 59-60.

Braund 1994, 115-16.

 

ბ) ორი ან მეტი ავტორი

(ბ) ტონია, ნანა და ქეთი ნადარეიშვილი. 2003. პენელოპე. ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები. თბილისი: ლოგოსი.

Payne, Blanche, Geitel Winakor and Jane Farrell-Beck. 1992. The History of Costume: From the Ancient Mesopotamians Through the Twentieth Century. New York: Harper Collins.

(ს) ტონია და ნადარეიშვილი 2003, 23-28.

Payne, Winakor and Farrell-Beck 1992, 455-59.

 

გ) რედაქტორი

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ და  ნანა ტონია, რედ. 2007. ანტიკური ლიტერატურა. თბილისი: ლოგოსი.

 Pabel, Hilmar M. and Mark Vessey, eds. 2002. Holy Scripture Speaks: The Production and Reception of Erasmus’ Paraphrases on the New Testament. Toronto: University of Toronto Press.

(ს) გორდეზიანი და ტონია  2007, 213-14.

 Pabel and Vessey 2002, 175-80.

 

 სტატია

ა)  პერიოდულ გამოცემაში

 (ბ) ბეზარაშვილი, ქეთევან. 2005. „იოანე პატრიწის ე. წ. ბოლოსიტყვაობის ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის: „მეარისტოტელურა.“ ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში  3: 17-43.

Price, Simon. 2012. “Religious Mobility in the Roman Empire.” Journal of Roman Studies 102: 1-19.

(ს) ბეზარაშვილი 2005, 10-13.

Price 2012, 5-12.

 

ბ)  სტატიათა კრებულში

 (ბ) ალექსიძე, ზაზა. 2000. “ლუვრი, სინას მთა, ნაზარეთი.“ ΜΝΗΜΗ.  ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული. რედ. რისმაგ გორდეზიანი, 10-24. თბილისი: ლოგოსი.

 Louth, Andrew. 2009. “The Reception of Dionysius in the Byzantine World: Maximus to Palamas.” In Re-Thinking Dionysius the Areopagite, edited by Sarah Coakley and Charles M. Stang, 55-69. Oxford: Wiley-Blackwell.

(ს) ალექსიძე 2000, 15.

 Louth 2009, 63.

 

გ) კონფერენციის მასალებში

(ბ) მჭედლიძე, მაგდა. 2011. „ღვთაებრივი მრისხანება და ეშმაკეული რისხვა“. მითოსური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება. ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო სიმპოზიუმის - ლიტერატურათმცოდნების თანამედროვე პრობლემები - მასალები. ნაწილი II: 427-39. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.

(ს) მჭედლიძე 2011, 430-31.

 

 Oettinger, Norbert. 2008. “The Seer Mopsos (Muksas) as a Historical Figure.” In Anatolian Interfaces.Hittites, Greeks and their Neighbors. Proceedings of an International Conference on Cross-Cultural Interaction, edited by Billie Jean Collins, Mary R. Bachvarova and Ian Rutherford, 63-66. Oxford: Oxbow Books.

(ს)  Oettinger 2008, 65.

 

თარგმანი

(ბ) ევრიპიდე. 2017. მედეა. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი  და განმარტებანი დაურთო ნანა ტონიამ. თბილისი: „ლოგოსი“.

(ს) ევრიპიდე. 2017.

 

დისერტაცია

(ბ) Marthaler, Berard Lawrence. 1968. “Two Studies in the Greek Imperial Coinage of Asia Minor.” PhD diss., University of Minnesota.

(ს) Marthaler 1968, 55.

 

წიგნის მიმოხილვა

 (ბ) Crawford, Michael . 1989. Rev. of A.M. Burnett, Coinage in the Roman World. In Numismatic Chronicle 149, 244-45.

(ს) Crawford 1989, 244.

 

ელექტრონული მასალა

(ბ) Mitchell, William J. City of Bits: Space, Place, and the Infobahn [book on- line]. Cambridge, MA: MIT Press, 1995, accessed 29 September 1995;

 http://www-mitpress. mit.edu:80/City_of_Bits/Pulling_Glass/ index.html; Internet.

 (ს) Mitchell 1995.

 

ინტერნეტწიგნი

(ბ) Melville, Herman. 1851. Moby-Dick; or, The Whale. New York: Harper & Brothers. http://mel.hofstra.edu/moby-dick-the-whale-proofs.html.

(ს) Melville 1851.

 

ვებგვერდი

(ბ) რუსთაველი, შოთა. 2009. ვეფხისტყაოსანი (ტექსტი გამოსაც. მოამზადა, განმარტებანი, კომენტ. და ლიტ. გარჩევა დაურთო ნოდარ ნათაძემ; რედ. ალექსი ჭინჭარაული; გამოც. რედ. თამარ ჯავახიშვილი; მხატვ. ლევან სილაგაძე), თბილისი, ანბანი http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=18&t=19707

(ს) რუსთაველი 2009.

იხ. დანართები: 1. 2. 3.

 

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

მაია ნაჭყებიას წიგნის „მხატვრული ტექსტი ლიტერატურულ მიმდინარეობათა კონტექსტში" პრეზენტაცია

2023 წლის 9 ნოემბერს, 18.00 საათზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, გაიმართება თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მაია ნაჭყებიას, წიგნის  „მხატვრული ტექსტი ლიტერატურულ მიმდინარეობათა კონტექსტში" პრეზენტაცია (წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საგრანტო პროექტის (SP-2-21-269) ფარგლებში ).

 

სრულად

ბრძანების N: